"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ საარი აპირებს ჩაატაროს საქველმოქმედო მარაფონი. მარაფონი 4 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.
ედვინი, რომლის დაბადების დღეც ამ მოვლენამდე 6 დღით ადრეა აგროვებს ფულს რათა დაეხმაროს ინგლისურ საზოგადოება Headway-ს, რომელიც მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებმაც თავის მძიმე ტრავმები მიიღეს.
"ინგლისი ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. აქ მე გავატარე ჩემი კარიერის საუკეთესო წლები და რომელ სტადიონზეც არ უნდა მეთამაშა ყველგან იყო ჩვენი გულშემატკივარი. როგორც ხალხის უმრავლესობამ მეც ვიცოდი ცოტა რამ თავის ქალის ტრავმების შესახებ.
მაგრამ იმის შემდეგ, რაც ჩემს ცოლს დაემართა უბედურება (ანნა მარიას თავის ტვინიდან სისხლი გამოდინდა, რაც ძალიან მძიმე შედეგით შეიძლება დასრულებულიყო, რომ არა ექიმების სწრაფი ქირურგიული ჩარევა) მე უფრო დიდ ყურადღებას ვაქვეც ამ ტრავმას. სამწუხაროდ, ბევრს არ გაუმართლა, როგორც ჩვენ.
მოცემული ფონდი არის ახალი ამიტომ მისი ბაზა ჯერ-ჯერობით ჰოლანდიაშია. თუმცა ჩვენ ვხედავთ რაოდენ მნიშვნელოვნად უყურებენ ამ საკითხს დიდ ბრიტანეთში, ამიტომ ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის" - დაასრულა ედვინმა.