"მე ძალიან გამაბრაზა იმან, რომ გასულ სეზონში "პიტერბოროში" არენდით ყოფნისას ტრავმა მივიღე. როდესაც არენდით წავედი, მუსრდა რაც შეიძლება დიდი გამოცდილება დამეგროვებინა, რომ შემდეგ ჩემი ძალები ისევ "იუნაიტედში" მომეცადა, მაგრამ ამჯერად პირველ გუნდში. ტრავმამ კი ჩემი გეგმები ჩაშალა. ექიმებმა მითხრეს, რომ 5-6 თვე დამჭირდებოდა ტრავმის მოსაშუშებლად, რამაც ძალიან გამაღიზიანა. ახლა საბედნიეროდ მე გამოვჯანმრთელდი და კარგ ფორმაშიც ვიმყოფები. ამაზე კარგსაც ვერ ვისურვებდი!" - განაცხადა სკოტმა manutd.com-თან.
"ახლა კლუბში ბევრი ახალი სახეა, რომელებიც ცდილობენ დევიდ მოიესზე შთაბეჭდილების მოხდენას. აი ამიტომ ვარ გახარებული, რომ ამ დროისთვის კარგ ფორმაში ვიმყოფები. ახლა ჩემთვის მთავარი ის არის, რომ წინასასეზონო მომზადება ტრავმის გარეშე დავასრულო. ვიმედოვნებ, რომ დევიდ მოიესი მეც მომცემს შანსს და ტურნირის დასკვნითი ფაზის მატჩებს მათამაშებს. მე კი ჩემს თავზე მუშაობას ისევ გავაგრძელებ."