"წინსასეზონო ტურნეს ამ პერიოდამდე მე კარგ ფეხბურთს ვაჩვენებდი და ახლაც მზად ვარ ჩემი თამაში კიდევ გავაუმჯობესო. ამ დროისთვის, ეს ჩემი მთავარი მიზანია. მე ვაპირებ ბევრ მუშაობას და ყველა დავალების შესრულებას." - აცხადებს იანუზაი manutd.com-თან.
კრის სმოლინგმა განაცხადა ახალგაზრდა მოთამაშეზე, რომ მას დიდი მომავალი აქვს "ოლდ ტრაფორდზე":"ადნანი თავის შანსს კარგად იყენებს. კარგია, რომ მწვრთნელი ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსს აძლევს და ისინიც იმედს არ უცრუებენ მას. ვფიქრობ, რომ ადნანმაც და რამდენიმე ახალგარზრდა ბიჭმა დიდი ნაბიჯი გადადგეს პირველი გუნდისკენ."