ინგლისის პრემიერ ლიგის XXI საუკუნის ვარსკვლავები | Part 2 |
მოგესალმებით ყველას, ამ სტატიაში მინდა გავიხსენო ინგლისის პრემიერ ლიგის XXI - ე საუკუნის ელიტარული ფეხბურთელები. ფეხბურთელები, რომლებმაც შემაყავრეს ეს სპორტის სახეობა და ალბათ არამარტო ჩემთვის გააკეთეს ეს.
მოგესალმებით ყველას, ამ სტატიაში მინდა გავიხსენო ინგლისის პრემიერ ლიგის XXI - ე საუკუნის ელიტარული ფეხბურთელები. ფეხბურთელები, რომლებმაც შემაყავრეს ეს სპორტის სახეობა და ალბათ არამარტო ჩემთვის გააკეთეს ეს.
დევიდ ბექემი - ინგლისელი ნახევარმცველი, რომლის პროფესიონალური კარიერა 1992 წელს მანჩესტერ იუნაიტედში დაიწყო, დევიდი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებისგან სათამაშო სტილითა და ფეხბურთისადმი სიყვარულით. მისი წარმატებული პროფესიონალური კარიერა კი დაიწყო 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სადაც მან უდიდესი გამოცდილება მიიღო. მას მანჩესტერთან ერთად ქონდა ბრწყინვალე სეზონი, როდესაც გუნდმა ყველაფრის მოგება მოახერხა. სწორედ ამ დროს დაიწყო დევიდის როგორც სუპერ ვარსკვლავის ჩამოყალიბება. იგი იყო როგორც იუნაიტედის ასევე ეროვნული ნაკრების ლიდერი, მისი დაუვიწყარო გოლი ალბათ ყველას უნდა ახსოვდეს საბერძნეთისკარში, რომელიც მან მატჩის ბოლო წამებზე გაიტანა და ამით ინგლისის ნაკრები 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა. ბექემი ბრწყინავდა კლუბშიც მისი უზადო გადაცემები, მოედნის ხედვა უზუსტესი დარტყმები შეუდარებელს ხდიდა მას, რამაც საბოლოოდ იგი ფეხბურთის ისტორიაში შეიყვანა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. შეიძლება იყვნენ ფეხბურთელები შესანიშნავი დრიბლინგით ანდაც ფეხბურთელები რომელბიც დაჯილდოვებულნი იყვნენ ტექნიკით, თუმცა მე ვერსად ვნახავ თამაშს რომელიც ოდნავ მაინც წააგავს დევიდ ბექემის თამაშს.დიდხანს რომ არ გამიგრძელდეს დასასრულს გეტყვით რომ დევიდ ბექემი არის ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელსაც 3 მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს გოლი გატანილი.
დენის ბერგკამპი - ჰოლანდიელი ნახევარმცველი ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი და პრემიერ ლიგისათვის დაუვიწყარი მოთამაშეა. დენისი ინგლისში 1995 წელს გადმობარგდა, როდესაც მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ლონდონის არსენალთან. ამ დროს მას უკვე ქონდა სახელი მოხვეჭილი თუმცა არ მიეკუთვნებოდა ვარსკვლავთა რიცხვს. ბერგკამპისთვის კარიერის დაუვიწყარი მომენტი ბევრი კამათის გარეშე არის გოლი, რომელიც მან არგენტინას გაუტანა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, შეგახსენებთ მან ულამაზესი გოლი გაიტანა, თანაც მას უფრო დიდ ხიბლს ის მატებს, რომ ეს გოლი იყო გამარჯვების თანაც ბოლო წუთებზე გატანილი. ახლა მოკლედ სევეხები მის მახასიათებლებს, დენისი გამოირჩეოდა ნელი ელეგანტური მოძრაობებით, მოედანს იგი ფანტასტიურად ხედავდა და ამარაგებდა თავდამსხმელებს უზადო გადაცემებით. ჰოლანდიელი სხვებისგან განსხვავებით ყოველთვის ცდილობდა არ გამოჩენილიყო ფართო საზოგადოებაში და ამიტომ იგი მათთან შედარებით ნაკლებად გაპიარებული იყო თუმცა მწვანე მინდორზე დენისი სუპერვარსკვლავი იყო, რომლის გაჩერება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, მისი ფანტაზია ამოუწურავი და შესაძლებლობები შეუჩერებელი იყო. ყველას კარგად გვახსოვს ლონდონის არსენალის აღზევების პერიოდი რომელშიც ტიერი ანრისთან ერთად უდიდესი წვლილი სწორედ დენისს მიუძღვის. ბოლოს კი მინდა გულისტკივილით განვაცხადო, რომ ბერგკამპის მსგავსი ფეხბურთელები თანამედროვეობაში უბრალოდ არ არიან..
სტივენ ჯერარდი - ინგლისის ნაკრებისა და ლივერპულის მოქმედი კაპიტანი, რომელმაც მთელი თავისი კარიერა ლივერპულს მიძღვნა. იგი გუნდში 1998/99 წლების სეზონიდან თამაშობს და ადრეული წლებინდავე ითვლებოდა უპერსპექტიულეს მოთამაშედ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ლივერპულის ნახევარდაცვაში დიდი კონკურენცია იყო ახალგაზრდა სტივენმა თავისი ბრძოლისუნარიანობით და შრომის მოყვარეობით მაიც მოახერხა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება. ნელ-ნელა გამჟღავნდა მისი სხვა თვისებებიც, უზუსტეს დარტყმას, მოედნის ხედვას და ბრწყინვალე გადაცემებს მან დაუამტა ლიდერისათვის დამახასიათებელი უნიკალური თვისება, რომლის დახმარებით იგი ყელა განსაკუთრებულ მატჩს განსაკუთრებულად კარგად ატარებს. ამ ყველაფერმა კი იგი აქცია მსოფლიო დონის ვარსკვლავად და ყველასათვის აყვარელ ფეხბურთელად. სტივენისათვის კარიერის უმაღლესი მწვერვალი ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება იყო, თანაც როგორ? ეს გამარჯვება პირადად მის სახელს უკავშირდება, როგორც შემდეგში გახდა ცნობილი სტამბულის ფინალის დროს პირველი ნახევრის პირწმინდად დამარცხების შემდეგ შესვენებაზე არც მწვრთნელი და არც სხვა სამწვრთნელო შტაბის რომელიმე წევრი ხმას არ აიღებდა. მხოლოდ და მხოლოდ 2 სიტყვა ითქვა და ისიც სტივენმა თქვა: " მე გამომყევით". შემდეგ განვითარებული მოვლენები კი ყველასთვის აკრგად არის ცნობილი. შესაძლებელი ძლიერად ბევრი ურტყამს კარგი გადაცემაც ბევრს აქვს მაგრამ ვერასოდეს ითამაშებს ვინმე ფეხბუთს ისე როგორც ამას სტივენ ჯერარდი აკეთებს.
დასასრულს კი მინდა ხაზი გავუსვა ფაქტს, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ჩანს ის ფეხბურთის ვარსკვლავების დონე, რომელმაც ძალიან დიდი დაღმასვლა განიცადა ბოლო წელბის განმავლობაში. იმ პერიოდში, როდესაც მე ფეხბურთის ყურება დავიწყე ყველა წამყვანი ჩემპიონატის ყველა წამყვანი გუნდი დახუნძლული იყო სუპერ ვარსკვლავებით რაც ლოგიკურია რომ მეტ დაძაბულობას ხიბლს და ინტერესს უჩენდა გულშემატკივარს.
სტატიები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.