ამ კვირაში "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი და კლუბის ათიანი უეინ რუნი ერთმანეთს შეხვდებიან დიდი ხნის შემდეგ.
რთული მდგოარეობისდა მიუხედავად, რუნი მაინც გაფრინდა "იუნაიტედთან" ერთად აზიურ ტურნეში. მაგრამ ერთი დღის შემდეგ უეინი ისევ დაბრუნდა ინგლისში ტრავმის გამო.
ამ კვირაში მოიესი გუნდთან ერთად მანჩესტერში ბრუნდება. მწვრთნელი ისევ შეხვდება უეინს, - გვამცნობს Goal.
მოიესს არ სურს რუნის კლუბიდან გაშვება და ერთხელ და სამუდამოდ უნდა კონფლიქტი მოაგვაროს მასთან. მწვრთნელს ნამდვილად სურს ისევ ნახოს რუნი გასახდელში.
მოიესს ასევე მოუწევს გადაწყვეტა, წაიყვანოს თუ არა რუნი 6 აგვისტოს სტოკჰოლმში და ათამაშოს "აიკის" წინააღმდეგ. უეინი ამ დრომდე გამოჯანმრთელდება, მაგრამ მოისურვებს მწვრთნელი მის თან წაყვანას?!
ბევრი ბუკმეკერი თვლის, რომ რუნის დღეები "ოლდ ტრაფორდზე" დათვლილია. კლუბი მისთვის კონტრაქტის შეთავაზებას არ აპირებს, ხოლო მისი მოქმედი კონტრაქტი ორი წლის შემდეგ იწურება.