თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2013, 08:28
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2353,
კომენტარები: 5
ტყუპების გაერთიანება!
რაფაელი და ფაბიო სიამოვნებით გადიან წინასასეზონო მომზადებას და არ მალავენ იმის სიხარულს, რომ მომავალი სეზონიდან ისინი ერთ გუნდში ითამაშებენ...
ტყუპების გაერთიანება!
გასულ სეზონში რაფაელი "მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მთავარი მცველი იყო, ხოლო ფაბიო ადგილს ეძებდა "ქუინზ პარკში". შეგახსენებთ, რომ ფაბიო არენდით წავიდა "ქფრ"-ში. მაგრამ ახალა ძმები ერთად არიან და შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ ღირსები არიან.

"წინასასეზონო მომზადების დროს ყველაზე მეტი დრო ეთმობა ფიზიკურ მომზადებას, ასე რომ ყველა დიდი დატვირთვით ვვარჯიშობთ." - განაცხადა რაფაელმა Manutd.com-თან.

"ჩვენ ამ ზაფხულს კარგად დავისვენეთ, მაგრამ ფეხბურთიც მალე მოგვენატრა. სიდნეიში ყოფნა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ჩვენ ვარჯიშის შესანიშნავი საშუალებები გვქონდა და ასევე ვიმყოფებოდით შესანიშნავ ქვეყანაში. ძალიან მიხარია, რომ მე და ჩემი ძმა ისევ ერთად ვვარჯიშობთ პაუზის შემდეგ."

ფაბიომ უფრო მეტი სენტიმენტალურობა გამოიჩინა და განაცხადა:"ძალიან მიხარია, რომ ისევ ძამსთან ერთად ვვარჯიშობ. ერთი წლის მანძილზე, ჩვენ ერთმანეთი გვენატრებოდა. მაგრამ "ქფრ"-ში არენდა ფუჭი დროის ხარჯვე არ გამომდგარა, ასევე ჩემი არენდით ძმასაც დავეხმარე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში. მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა."

"როგორც ჩემმა ძმამ განაცხადა, ჩვენ შესანიშნავი ტურნე გამოგვივიდა. დევიდ მოიესის მენტალურობა სერ ალექსისგან არაფრით განსხვავდება, რადგან ორივე გამარჯვებაზეა კონცენტრირებული. ჩვენ ყველა, ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რადგან გვსურს რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოპოვება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ."

წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
30 ივლისი 2013 08:29
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძმები...იმედია ფაბიოც რაფასავით კარგ სეზონს ჩაატარებს...
0
№2
ავტორი: red devil
30 ივლისი 2013 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Fabio minda evras shemcvlelad da imedia gaamartlebs
0
№3
ავტორი: Giorgi Kuloshvili
30 ივლისი 2013 12:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
red devil,
ბიუტნერი უფრო კაია ევრას შემცვლელად თან ფაბიო მარჯვენა მცველია უბრალოდ ფერგი მარცხენა ფლანგზე ათამაშებდა
0
№4
ავტორი: Red Hooligan
30 ივლისი 2013 12:59
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ManUtd,
ორივე ფლანგზე თამაშობს ფაბიო. უნივერსალია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№5
ავტორი: VaRdo
30 ივლისი 2013 14:23
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
იმედია ფაბიოც მოუმატებს და საგიჟეთი დაცვა გვეყოლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top