სერ ალექსს ვერ გადაუწყვეტია დააყენოს თუ არა ხავიერ ერნანდესი "ჩელსისთან" მატჩში. ეს კი რა თქმა უნდა კიდევ ერთი პრობლემაა "იუნაიტედისათვის".
შეგახსენებთ, რომ მექსიკელმა ფორვარდმა გუშინ პორტუგალიური "ბრაგას" წინააღმდეგ თავი ორჯერ გამოიჩინა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გუშინდელი თამაშის შემდეგ სერ ალექსს კიდევ ერთი პრობლემა გამოუჩნდა.
"ჩიჩარიტომ კიდევ ერთი კარგი პრობლემა გამიჩინა. უნდა ვაღიარო, რომ მან იძულებული გამხადა დავფიქრდე. რუნი, ვან პერსი, ჩიჩარიტო და უელბექი - არ ვიცი რა გავაკეთო. ეს ბიჭი ყოველ წუთს პროგრესირებს. ის ძალიან კარგად ვარჯიშობს და აქვს გოლის გატანის ძალიან დიდი ალღო. ქლევერლის კარგი პასის შემდეგ ჩიჩარიტომ გამარჯვების გოლი გაიტანა".
ჩიჩარიტოს ორმა გოლმა დაეხმარა "იუნაიტედს" მოეპოვებინა მორიგი 3 ქულა და H ჯგუფის პირველ ადგილზე კომფორტულად ეგრძნო თავი.
"ვნახოთ ვინ იქნება კარგ ფიზიკურ ფორმაში "ჩელსისთან" თამაშამდე" - დაასრულა სერ ალექსმა.