თბილისი:
მანჩესტერი:
28-07-2013, 19:33
ავტორი: Lomsa099,
ნანახია: 1688,
კომენტარები: 9
ჩარლტონს სჯერა, რომ რუნი დარჩება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა - სერ ბობი ჩარლტონმა კლუბის თავდამსხმელს, უეინ რუნის ურჩია, რომ უარყოს "ჩელსის" და სხვა ინგლისური კლუბების შემოთავაზებები...
ჩარლტონს სჯერა, რომ რუნი დარჩება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა - სერ ბობი ჩარლტონმა კლუბის თავდამსხმელს, უეინ რუნის ურჩია, რომ უარყოს "ჩელსის" და სხვა ინგლისური კლუბების შემოთავაზებები.

ჩარლტონს სჯერა, რომ რუნის შეუძლია მისი რეკორდის მოხსნა და მას "იუნაიტედში" ნამდვილი "ოქროს ხანა" ჯერ კიდევ წინ აქვს. შეგახსენებთ, რომ ბობი ჩარლტონი კლუბის ისტორიაში გამორჩეულია მისი გოლების რაოდენობით, მას წითლების რიგებში 249 გოლი აქვს გატანილი.

რუნის სულ რაღაც 52 გოლი სჭირდება, რათა გაუტოლდეს სერ ბობი ჩარლტონს, 27 წლის თავდამსხმელს უამრავი რეკორდი აქვს დამხობილი და წესით ამაზე გაჩერებას არ უნდა აპირებდეს.

"ის დარჩება კლუბში, გააგრძელებს კარიერას და დაამხობს ჩემს გოლების რეკორდს!" - განაცხადა სერ ბობი ჩარლტონმა ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში.

"კლუბი არ აპირებს სულელური გადაწყვეტილებების მიღებას და გუნდიდან ისეთი ფეხბურთელების უაზროდ გაშვებას, როგორიც მაგალითად უეინ რუნია."

"მე ხშირად მიფიქრია იმაზე თუ როგორ დაამხობს რუნი ჩემს რეკორდს, როგორ გაიტანს 249 და მეტ გოლს და ახლაც არ ვიკავებ ამაზე ფიქრისგან თავს. მინდა, რომ ეს ყველაფერი "იუნაიტედში" მოახერხოს."

მან ასევე ისაუბრა დევიდ მოიესსა და მის ხელში მყოფ გუნდის შემადგენლობაზე, მისი აზრით უილფრედ ზაჰას დიდი პოტენციალი აქვს და მას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.

"რათქმაუნდა წინასასეზონო ტურნე ძალიან მნიშვნელოვანია კლუბის ახალი მწვრთნლეის - დევიდ მოიესისთვის, მე მჯერა, რომ ის მოახერხებს წარმატების მოპოვებას პირველივე სეზონში!"


წყარო: Skysports, Dailymail
სტატიები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Lomsa099
28 ივლისი 2013 19:38
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
ბობიკა მაგარი კაცია :* რუნიმ უნდა დაუჯეროს ესეთ კაცს :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№2
ავტორი: Thiago
28 ივლისი 2013 19:45
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 55
Lomsa099,
მართლაცც
0
№3
ავტორი: red devil
28 ივლისი 2013 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
"ის დარჩება კლუბში,
გააგრძელებს კარიერას და
დაამხობს ჩემს გოლების
რეკორდს!" - განაცხადა სერ
ბობი ჩარლტონმა
amis mere ra sindisit unda wavides shreki gundidan :D
0
№4
ავტორი: UNITEDFAN
28 ივლისი 2013 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
უნდა დარჩეს და რეკორდი უნდა მოუხსნას <3 love manutd
0
№5
ავტორი: ლადო
28 ივლისი 2013 21:05
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რეკორკდამდე მგონი 50 გოლიღა აკლია...დარჩება რუნი..საღოლ ლომსიკ
0
№6
ავტორი: Red Hooligan
28 ივლისი 2013 21:18
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
მგონი გასაგებად თქვა მოიესმა რჩებაო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№7
ავტორი: VaRdo
29 ივლისი 2013 01:14
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რუნი მაგრად აკლია გუნდს ტურნეზე smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: Manchester_M
29 ივლისი 2013 07:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დარჩება და მოხსნის რეკორდს.
0
№9
ავტორი: S.A.F.
29 ივლისი 2013 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
დაუჯერე შეჩემა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top