თბილისი:
მანჩესტერი:
28-07-2013, 12:13
ავტორი: Armani,
ნანახია: 3057,
კომენტარები: 13
დევიდ მოიესი
სერ ალექს ფერგიუსონის ჩრდილი - მოიესი და შეუძლებელი ამოცანა...
დევიდ მოიესი
როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა პენსიაზე წასვლა გადაწყვიტა, ''მანჩესტერ იუნაიტედში'' არეულობა დაიწყო. ენდრიუ აფასებს ახალ მწრთვნელებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

დევიდ მოიეს ესმის თუ რა ზეწოლის ქვეშ იმყოფება და რისი გადალახვაც მოუწევს. შოტლანდიელს თამამი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, შესაძლოა მისი ყოველი ქმედება სასტიკად იყოს გაანალიზირებული პრესასა და გულშემატკივრების მიერ.

როგორ შეიძლება შეადარო ისეთ ადამიანთან, რომელსაც პრემიერ ლიგა ცამეტჯერ აქვს მოპოვებული? ადამიანთან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო და რომელიც თერთმეტჯერ გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო მწრთვნელი? მოკლედ გიპასუხებთ და გეტყვით, რომ არანაირად არ შეიძლება შედარება. ''შეუძლებელია'' განაცხადა მოიესმა პრესკონფერენციაზე. ''25 წელი მართო გუნდი წარმატებით? არამგონია კიდევ ვინმემ შეძლოს ამის განმეორება''.

თითქმის თითოეულ ჩვენგანს გვესმის თუ რა ზეწოლის ქვეშ იმყოფება დევიდ მოიესი. ჯერ კიდევ ნაადრევია ახალი მწრთვნელის ხასიათის შეფასება. ''მანჩესტერ იუნაიტედი'' რთულ მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომაც დევიდ მოიესმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა გუნდი რთულ სიტუაციიდან გამოიყვანოს.

ძალიან ბევრი რამ იწერებოდა დევიდ მოიესზე, თუმცა თემა კვლავ აქტუალური რჩება. მოესმა ''ევერტონში'' ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დატოვა, გუნდი პრემიერ ლიგაში მეექვსზე ადგილზე გავიდა, თუმცა ევროპულ ტურნირებზე მონაწილეობას არ იღებდა. შეიძლება ითქვას, რომ დევიდ მოიესი ''მანჩესტერ იუნაიტედის'' იდეალური კანდიდატი არ არის. შეიძლება ეს კრიტიკა სწორი იყოს. ჩემი აზრით, ''მანჩესტერ იუნაიტედს'' იურგენ კლოპი მოუხდებოდა: ახალგაზრდა, მგზნებარე, გამოცდილი, შეუძლია ევროპის საუკეთესო გუნდებთან კონკურენციის გაწევა. გერმანელი ყველაფრის გაკეთებას შეძლებდა თუკი ''მანჩესტერ იუნაიტედი'' შეძლებდა კლოპის დორტმუნდიდან გადმოყვანას. თუმცა სერ ალექს ფერგიუსონმა მისი შემცვლელის სახელი დაასახელა...

ჩვენ ახალ ერაში შევდივართ და ამიტომაც გულშემატკივრები ძალიან ღელავენ. თუმცა ყველა არ ეთანხმება, რამოდენიმე დღის წინ ''იუნაიტედის'' გულშემატკივარს ვესაუბრე, რომელმაც სეზონის აბონიმენტი უკან დააბრუნა, რადგანაც მოიესის მოსვლით ძალიან განაწყებული იყო. როგორც ჩანს, მოიეს ორი ან სამი წელიწადი გაძლება მოუწევს, ამ სეზონში, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილნი. პრემიერ ლიგის ჩემპიონობა? როგორც ჩანს, არა. ჩემპიონთა ლიგა? ძალიან მეეჭვება. გუნდის დაშლა და კატასტროფა? მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ოცნება იქნება...

წყარო: redevils.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: chicharito-ronaldo
28 ივლისი 2013 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
wels epl s vigeebt,xasiatit yvela gunds vjobivart,bolomde vibrdzolbet,maniu arasdros danebdebaaa
0
№2
ავტორი: NeymaR
28 ივლისი 2013 13:25
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ციტატა: chicharito-ronaldo
wels epl s vigeebt,xasiatit yvela gunds vjobivart,bolomde vibrdzolbet,maniu arasdros danebdebaaa

+1
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№3
ავტორი: red devil
28 ივლისი 2013 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Gagvichirdeba bichebo magrad realoba es aris

Nu motxovt am kac pirvelive wels eplis mogebas
0
№4
ავტორი: gilmour
28 ივლისი 2013 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მე პირადად ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რატომაც არა?? აბა დავდგეთ და 5 წელი ვიტიროთ სერ ალექსის წასვლა და გუნდი დავიკიდოთ? ცვლილებები ყველგანაა და უნდა შევეგუოთ, რაც არ უნდა გაგვიჭირდეს. მართლა ახალი ერა იწყება და წუწუნით და მუდმივი კრიტიკით ვერაფერს მივაღწევთ. პირველ რიგში ახალი მწვრთნელი მხარდაჭერას ელოდება გუნდისგანაც და გულშემატკივრებისგანაც, თუ სულ ის ვახსენეთ მოიესს რო ბაბუმდე ვერასდროს მივა, ძალიან ცუდათ წავა გუნდის საქმე.
0
№5
ავტორი: (S)(A)(F)
28 ივლისი 2013 13:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 101
ალბათ მიწყენთ ამას რომ ვიტყვი თუმცა დაიმახსოვრეთ! "არავინაა მანჩესტერზე დიადი" მათ შორის არც ფერგი უდიდესი და უსაყვარლესი ადამიანი მაგრამ ეს ხომ მანჩესტერია???!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ გინდა ნამდვილი ფანი იყო უნდა გიყვარსდეს თამაში და არა მოთამაშეები! <3
№6
ავტორი: Amanda Seyfried
28 ივლისი 2013 14:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ნუ გავაკრიტიკებთ და გავასწორებთ მწვრთნელს მიწასთან, ვაცალოთ ამ კაცს მშვიდად მუშაობა
0
№7
ავტორი: Macklemore
28 ივლისი 2013 14:17
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მე დიდი იმედი მაქ ამ კაცის. ევერტონში ფინანსების გარეშე ააწყო ისეთი გუნდი რომელიც ბოლო წლებში მერსესაიდში ლიდერობდა და ყველა ლიდერისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო. ჩვენთან კი ფეხბურთელებიც ყავს, ფინანსებიც აქვს და პახოდუ ისეთი ხალხი ყავს ვინც გაუადვილებს კლუბში ადაპტაციას: ნევილი და გიგზი. თან ფერგიც დაარიგებს ალბათ რაღაცეებს და ყველაფერი გამოვა!
0
№8
ავტორი: Chhege
28 ივლისი 2013 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ჩემპიონთა ლიგა ჩვენია trolldad
0
№9
ავტორი: Zizou
28 ივლისი 2013 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
წელს ძალიან ბევრს ნუ მოვთხოვთ დევიდს :)

ინგლისის ჩემპიონობა ძალიან კარგი იქნებოდა...
0
№10
ავტორი: GeorgeBest
28 ივლისი 2013 18:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წელს პრემიერ ლიგას მოვიგებთ, მშვენიერი შედეგი იქნება winked
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top