როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა პენსიაზე წასვლა გადაწყვიტა, ''მანჩესტერ იუნაიტედში'' არეულობა დაიწყო. ენდრიუ აფასებს ახალ მწრთვნელებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
დევიდ მოიეს ესმის თუ რა ზეწოლის ქვეშ იმყოფება და რისი გადალახვაც მოუწევს. შოტლანდიელს თამამი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, შესაძლოა მისი ყოველი ქმედება სასტიკად იყოს გაანალიზირებული პრესასა და გულშემატკივრების მიერ.
როგორ შეიძლება შეადარო ისეთ ადამიანთან, რომელსაც პრემიერ ლიგა ცამეტჯერ აქვს მოპოვებული? ადამიანთან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო და რომელიც თერთმეტჯერ გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო მწრთვნელი? მოკლედ გიპასუხებთ და გეტყვით, რომ არანაირად არ შეიძლება შედარება. ''შეუძლებელია'' განაცხადა მოიესმა პრესკონფერენციაზე. ''25 წელი მართო გუნდი წარმატებით? არამგონია კიდევ ვინმემ შეძლოს ამის განმეორება''.
თითქმის თითოეულ ჩვენგანს გვესმის თუ რა ზეწოლის ქვეშ იმყოფება დევიდ მოიესი. ჯერ კიდევ ნაადრევია ახალი მწრთვნელის ხასიათის შეფასება. ''მანჩესტერ იუნაიტედი'' რთულ მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომაც დევიდ მოიესმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა გუნდი რთულ სიტუაციიდან გამოიყვანოს.
ძალიან ბევრი რამ იწერებოდა დევიდ მოიესზე, თუმცა თემა კვლავ აქტუალური რჩება. მოესმა ''ევერტონში'' ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დატოვა, გუნდი პრემიერ ლიგაში მეექვსზე ადგილზე გავიდა, თუმცა ევროპულ ტურნირებზე მონაწილეობას არ იღებდა. შეიძლება ითქვას, რომ დევიდ მოიესი ''მანჩესტერ იუნაიტედის'' იდეალური კანდიდატი არ არის. შეიძლება ეს კრიტიკა სწორი იყოს. ჩემი აზრით, ''მანჩესტერ იუნაიტედს'' იურგენ კლოპი მოუხდებოდა: ახალგაზრდა, მგზნებარე, გამოცდილი, შეუძლია ევროპის საუკეთესო გუნდებთან კონკურენციის გაწევა. გერმანელი ყველაფრის გაკეთებას შეძლებდა თუკი ''მანჩესტერ იუნაიტედი'' შეძლებდა კლოპის დორტმუნდიდან გადმოყვანას. თუმცა სერ ალექს ფერგიუსონმა მისი შემცვლელის სახელი დაასახელა...
ჩვენ ახალ ერაში შევდივართ და ამიტომაც გულშემატკივრები ძალიან ღელავენ. თუმცა ყველა არ ეთანხმება, რამოდენიმე დღის წინ ''იუნაიტედის'' გულშემატკივარს ვესაუბრე, რომელმაც სეზონის აბონიმენტი უკან დააბრუნა, რადგანაც მოიესის მოსვლით ძალიან განაწყებული იყო. როგორც ჩანს, მოიეს ორი ან სამი წელიწადი გაძლება მოუწევს, ამ სეზონში, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილნი. პრემიერ ლიგის ჩემპიონობა? როგორც ჩანს, არა. ჩემპიონთა ლიგა? ძალიან მეეჭვება. გუნდის დაშლა და კატასტროფა? მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ოცნება იქნება...