"მანჩესტერ იუნაიტედის" დანიელმა გოლკიპერმა ანდრეს ლიდერგაარდმა განაცხადა,რომ ის კმაყოფილი არის "წითელი ეშმაკების" ახალი მწვრთნელის დევიდ მოიესის მუშაობით და ასევე მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამწვრთნელო შტაბში ახალმა მეკარის მწვრთნელმა კრის ვუდსმა.

"დევიდ მოიესი გუნდში მოსვლიდან პირველივე დღეს სრული პასუხისმგებლობით მოიკიდა ყველა იმ სირთულეს,რომელიც მან ჩვენთან ერთად უნდა გადალახოს.მოიესს აქვს ძალიან ბევრი ისეთი თვისება,რომელის დახმარებითაც ახერხებს წარმატებისთვის ბრძოლას.ჩემთვის დიდი პატივი არის ისეთ კლუბში თამაში,რომელსაც დევიდ მოიესი წვრთნის.ის ბრწყინვალედ ასრულებს თავის სამუშაოს.მან უკვე კლუბის ყველა წევრზე დიდი გავლენა მოახდინა,რაც ძალიან მნიშვნელოვანია." - განაცხადა დანიელმა მეკარემ.
ანდრეს ლიდერგაარდმა ასევე პატარა კომენტარი გააკეთა "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო მატჩზე "სერეკო ოსაკას" წინააღმდეგ.ამ შეხვედრაში დანიელი გოლკიპერი "წითელი ეშმაკების" კარს იცავდა.
"მატჩი "სერეკო ოსაკას" წინააღმდეგ ძალიან რთული გამოდგა.ჩვენი ტურნეზე ყოფნის ერთ-ერთი და მთავარი მიზეზი ის არის,რომ თითოეულმა ფეხბურთელმა თავისი ფიზიკური მომზადება გამოცადოს და გაიუმჯობესოს სეზონის დაწყებამდე.ისინი,ვინც თამაშებს ტელევიზორში უყურებენ ვერ ხდებიან თუ რა ძნელია ზაფხულის შემდეგ ფორმის დაბრუნება." - დაასრულა ანდრესმა.