"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ტომ ქლევერლი ბედნიერია იმით, რომ მან უკვე მოახერხა "ეშმაკების" მაისურით თამაში და ასევე ეროვნული ნაკრებში.
შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ქლევერლის ტრამვები აწუხებდა. მაგრამ ამ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 6 თამაში ჩაატარა, ხოლო ინგლისის ნაკრებში 3 შეხვედრა.
"ალბათ ყველას გახსოვთ, რომ წინა სეზონში გარკვეული პრობლემები მქონდა. მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ იმით, რომ ხშირად ვატარებ მატჩებს როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში. სეზონი ახლახანს დაიწყო და უკვე ბევრი მატჩი ჩავატარე. ეს ძალიან კარგია, რადგან გამოცდილება მემატება"
ტომ ქლევერლიმ ინგლისის თასზე "ნიუკასლს" გაუტანა გოლი, რამოდენიმე დღეში კი ისევ აიღო მათი კარი ულამაზესი დარტყმით.
"საოცარი გოლი იყო "ნიუკასლის" წინააღმდეგ. ამ სეზონში ჩემს პროგრესს ვგრძნობ, რაც ძალიან მახარებს". - განაცხადა ტომ ქლევერლიმ.