თბილისი:
მანჩესტერი:
25-07-2013, 00:22
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2153,
კომენტარები: 10
ცოტა რამ "იუნაიტედის"ნიჭიერ ფეხბურთელზე ადნან იანუზაიზე
გაგანია ზაფხულში, ტრანსფერების ჭორებსა და სხვა ათასი უბედურების შემდეგ, გადავწყვიტე რომ ცვლილება შემეტანა საიტზე და ერთფეროვნება ერთი საათით მაინც დამემარცხებინა. ამიტომ, გადავწყვიტე მცირე ინფორმაცია მომეძია "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა და პერსპეკტიულ ფეხბურთელზე ადნან იანუზაის შესახებ
ცოტა რამ
გაგანია ზაფხულში, ტრანსფერების ჭორებსა და სხვა ათასი უბედურების შემდეგ, გადავწყვიტე რომ ცვლილება შემეტანა საიტზე და ერთფეროვნება ერთი საათით მაინც დამემარცხებინა. ამიტომ, გადავწყვიტე მცირე ინფორმაცია მომეძია "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა და პერსპეკტიულ ფეხბურთელზე ადნან იანუზაის შესახებ.

ცოტა რამ "იუნაიტედის"ნიჭიერ ფეხბურთელზე ადნან იანუზაიზე

"ის ამბობს, რომ ნამდვილი ინტელიგენტია, არა? კარგად საუბრობს ხუთ ენაზე და ასე შემდეგ. იცით, გუნდში მყავს 15 წლის ჭაბუკი კოტ-დივიარიდან, რომელიც ასევე არაჩვეულებრივად საუბრობს ხუთ ენაზე."-სერ ალექს ფერგიუსონი "არსენალის" ახალ მწვრთნელზე არსენ ვენგერზე 1996 წელს.

ჩემი აზრით, ახლა გუნდის სათავეში რომ სერ ალექსი ყოფილიყო, ის ახალგაზრდა, ჯიუტი და მოუსვენარი, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს მთავარი ტიტული (პრემიერლიგა) მოგებული, მაგრამ "ლივერპულის" დამარცხებას აპირებს, აუცილებლად ამას იტყოდა:

"რა თქვიით? ვენგერს ყველაზე ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები ყავს? ეშმაკმაც დალახვროს! ერთი ადნან იანუზაი სჯობს მის მთლიან, წყეულ აკადემიას. დიახ, ზუსტად ასე ჩაწერეთ!"

იმას, რომ ადნანი თავის ახლად დაწყებულ კარიერაში პირველად მოხვდა პირველი გუნდის შემადგენლობაში სერ ალექსის ბოლო მატჩზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ "იუნაიტედის" საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეძლოს საკუთარი თავი გამოიჩინოს ახლო მომავალში.

ამის უფლება კი მან უკვე დაიმსახურა. ადნანმა არაჩვეულებრივად ჩაატარა ამხანაგური შეხვედრები, რის შედეგაც "იუნაიტედის" გულშემატკივართა გული მოიგო. მისი ტექნიკა, მოედნის ხედვა, კარგი მოძრაობები და უნარი ნებისმიერ სიტუაციაში გამონახოს გამოსავალი, ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს მასზე.

"ადნან-კარგად დაბალანსებული ფეხბურთელია. იგი ჯერ კიდევ 18-ის არის და განაგრძობს პროგრესირებას. მას აქვს არაჩვეულებრივი სიჩქარე და ბრწყინვალე ტექნიკა"-სერ ალექსი.


თუ პირველ შეხვედრაში ნათლად ჩანდა მისი სისუსტე და შიში, მეორე თამაშში ავსტრალიელების წინააღმდეგ გამოსული ბოლო 20 წუთზე ადნანი, არაჩვეულებრივად მოქმედებდა.

კარგად ვუყუროთ შემდეგ ორ ვიდეოს:

"Singha All Star"-ის წინააღმდეგ

"A-League All Stars"-ის წინააღმდეგ

დევიდ მოიესის სურვილი, მოაწეროს ბელგიელთან ახალ კონტრაკტს ხელი, ნიშნავს იმას რომ შოტლანდიელმა კარგად შეაფასა მისი მონაცემები და სურს კიდევ დიდხანს ათამაშოს საკუთარ გუნდში.

რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ადნანზე:

1:ადნანისთვის პაექრობაში "იუნაიტედმა" კატალონიელები დაამარცხა და "ანდერლეხტს" 297 ათასი ფუნტი გადაუხადა.

2: იგი დაიბადა 5 თებერვლას. შეგახსენებთ, რომ ამ დღეს ასევე დაიბადნენ კრიშტიანუ რონალდუ, კარლოს ტევეზი და ნეიმარი.

3:იანუზაიმ ძირითადი როლი ითამაშა რეზერვისტთა გუნდის გამარჯვებაში პრემიერლიგის თასზე, სადაც მან საფინალო მატჩში "ტოტემჰემის" წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა.
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
25 ივლისი 2013 00:24
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ეს, ლინგაარდი და ზაჰა ყველაზე გამორჩეულები არიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: (S)(A)(F)
25 ივლისი 2013 00:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 101
რატომღაც ლინგარდის უფრო მეიმედება თუმცა ესეც ძაან მაგარია :)) ზაფა უკვე ძირითადის კაცია :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ გინდა ნამდვილი ფანი იყო უნდა გიყვარსდეს თამაში და არა მოთამაშეები! <3
№3
ავტორი: VaRdo
25 ივლისი 2013 00:40
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ლაშ. მაგრად მომეწონა ეს ბიჭი პირველივე ბურთთან სეხების დროს. ის აქვს რაც იუნაიტედს აკლია რონალდოს წასვლის შემდეგ : )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: Malboro463
25 ივლისი 2013 02:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ანხელო ენრიკესი, ზაჰა, კოლი, ლინგარდი, პაუელი, იანუზაი, ბლეკეტი

ყველაზე ნიჭიერები არიან და იმედია ყველა გამართლებს love
0
№5
ავტორი: VaRdo
25 ივლისი 2013 02:44
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
Middlesbro,

დააყენე მერე ერთ_ერთის ავატარი მაინც. მატას კი სჯობია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: red devil
25 ივლისი 2013 07:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Es kai bichia mara me poweli mirchevnia ratomgac
0
№7
ავტორი: Manchester_M
25 ივლისი 2013 09:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იანუზაი , ზაჰა, ლინგარდი ამ სამი ადამიანის იმედი მაქ რო დიდი ფეხბურთელები დადგებიან და მანჩესტერისთვის ღირებულს შექმნიან
სგ ViDa, კარგი იყო.
0
№8
ავტორი: Malboro463
25 ივლისი 2013 12:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
VaRdo,
wink მატას რო ჯობდნენ რა გვიჭირს
0
№9
ავტორი: BERDI
25 ივლისი 2013 12:10
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
კარგია ნიჭიერი თაობა მოდის და იმედია გაამართლებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№10
ავტორი: Z A C K™
25 ივლისი 2013 14:08
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
სანამ ეს გაიზრდება ეჰ ელოდე....

სანამ ეს გაიზრდება ეჰ ელოდე....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top