"მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელი ფეხბურთელი დარენ ფლეტჩერი აცხადებს,რომ მისმა გუნდმა გუშინდელ მატჩში კარგ ითამაშა და კარგი შედეგიც დააფიქსირა.გუშინდელ მატჩში გამარჯვებით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფაქტიურად გაინაღდა ჯგუფიდან გასვლის საგზური მათ მხოლოდ ერთი მოგება აკლიათ და დარენ ფლეტჩერი მიიჩნევს,რომ "იუნაიტედს" ეს არ გაუჭირდება.
"იმის გათვალისწინებით,თუ რა დაგვემართა წინა წლის ჩეპიონთა ლიგაზე,წელს ჩვენ ძალიან მონდემებულები შევხდით ახალ წელს.ჩვენ დავისახეთ ამოცანა,რომ აუცილებლად უნდა გადაგველახა ჯგუფური ეტაპი.კიდევ ერთი გამარჯვება და ჩვენ გადავალთ შემდეგ ეტაპზე.ეს ძალიან კარგია და იმედი მაქვს ჩვენ ამ სამ ქულას მომავალ თამაში ავიღებთ." - განაცხადა დარენმა
"თუ არ ჩავთვლით პირველ 20 წუთს მატჩისა,ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ,მაგრამ ცუდია რომ მატჩის დასაწყისში საკუთარ კარებში ორი გოლი გავუშვით.იმედი მაქვს ამის შემდეგ ჩვენ მოვახერხებთ პირველი გოლსიგ გატანას მეტოქის კარში."
გუშინდელი მატჩი ფლეტჩერისთვის იყო მესამე,რომელიც დაბრუნების შემდეგ ბოლომდე ითამაშა.ამით დარენი აღფრთოვანებულია.
"მე თავს კარგად ვგრძნობ.მე უკვე რამოდენიმე თამაში ჩავატარე 90 წუთის განმავლობაში რითაც მოხარული ვარ.მე ბოლომდე ვიხარჯები და იმედი მაქვს ესე გავაგრძელებ.მე მესმის,რომ ნახევარდაცვის პოზიციაზე კონკურსი დიდია,მაგრამ იმედი მაქვს ჩემთან ერთად სხვასაც მიეცემა შანსი." - დაასრულა ფლეტჩერმა