ვან პერსიმ განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის მოგების შემდეგ მასკიდევ უფრო გაუმძაფრდა ტიტულების მოგების წყურვილი:"დიახ, ჩვენ გასულ სეზონში ჩემპიონები გავხდით. თუმცა ამან კიდევ უფრო "მშიერი" გამხადა. მინდა უფრო მეტი ტიტული მოვიგო. ახლა კიდევ უფრო მეტი მინდა. გუნდში ბევრი შესანიშნავიფეხბურთელია, რომლებმაც იციან თუ როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას. ჩემპიონატი მოვიგეთ წინა სეზონში და გვინდა ტიტული დავიცვათ, ასევე რამდენიმე სხვა ტიტულიც მოვიგოთ."
"მე არ ვიზიარებ ხალხის პესიმიზს იმის შესახებ, რომ ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ვცდილობ ყველაფერი დადებითად წარმოვიდგინო და არ მინდა ვიფიქრო, რომ არის რაიმე რასაც ჩვენი შეჩერაბა შეუძლია. მინდა ჩემი ყოველი შანსი გამოვიყენო, როგორც ვარჯიშზე, ასევე მატჩზე. რა თქმა უნდა ვიფიქროთ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ყოველ წელს პრემიერ ლიგის დონე იზრდება და გამარჯვება სულ ფრო რთული ხდება. დამერწმუნეტ ყველანი ბევრს ვიმუშვებთ, რადგან ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევაა." დევიდ მოიესი შესანიშნავი სპეციალისტია. ძალიან მომწონს მისი ჩატარებული ვარჯიშები. ის სერიოზულ ვარჯიშებს ატარებს, ასევე ცდილობს ყველა ფეხბურთელთან ინდივიდუალურად იმუშაოს."