უილფრიდ ზაჰა გამოტყდა, რომ მისი მთავარი მიზანი ახალ სეზონში იუნაიტედის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაა:"ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ჩემი მთავარი მიზანია მომავალ სეზონში. უბრალოდ მინდა რეგულარულად გამოვიდე მოედანზე. თუ ეს არ მოხერხდა - ხელებს არ ჩამოვუშვებ და გავაგრძელებ ვარჯიშს რათა გავაუმჯობესო ჩემი თამაში. ვფიქრობ უკვე უდიდეს წარმატებას მივაღწიე იმით, რომ იუნაიტედის მაისურს ვატარებ. ძალიან მინდა, რომ პირველი გოლი გავიტანო იუნაიტედის მაისურით ტურნეზე."
"სიმართლე გითხრათ ჯერ კიდევ არ ვარ მიჩვეული იუნაიტედის ფეხბურთელის წოდებას, მაგრამ აქ ყოველი წუთით ვტკბები. გასახდელში რაიან გიგზისა და დენი უელბეკს შორის ვზივარ. ჩემი ოცნება იყო მათთან ერთად თამაში. ზოგჯერ ვზივარ და ვფიქრობ: ღმერთო ჩემო, მე ხომ ნამდვილად მათ გვერდით ვარ. თუმცა აქ შემთხვევით არც მე ვარ. კრისტალ პალასში ბევრს ვვარჯიშობდი, რომ მქონოდა შანსი, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რომ ღირსეულად მოვიპოვე ადგილი კლუბში."