თბილისი:
მანჩესტერი:
20-07-2013, 18:18
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2859,
კომენტარები: 8
ლინგარდი გახარებულია გატანილი გოლებით
ჯესი ლინგარდის მატჩისშემდეგი ინტერვიუ
ლინგარდი გახარებულია გატანილი გოლებით
ავსტრალიის All-Star_თან მატჩის დასრულებისთანავე ჯესი ლინგარდმა ინტერვიუს მისცა კლუბის ტელევიზიას.

შესანიშნავი საღამოა, არა ჯესი?

დიახ, ეს ბრწყინვალე იყო. მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი და დუბლი გავიფორმე. ამ გულშემატკივრების წინაშე თამაში ნამდვილად შესანიშნავია. გუნდმაც ასევე ძალიან კარგად იმუშავა.

რა გახსოვს გატანილი გოლებიდან?

პირველი გოლიდან მახსოვს, რომ დენიმ გაატარა ბურთი ფეხებს შორის და მოწინააღმდეგის კიპერთან ერთი ერთზე დავრჩი. მეორე გოლის დროს პატრისი შესანიშნავად ჩაერთო შეტევაში და ერთი მცველი თავისკენ გადაიყვანა. სწრაფად შევედი საჯარიმოში და მიზანში დავარტყი. ეს მეორე ტურნეა ჩემთვის გუნდთან ერთად. ძალიან მონდოდა თავის გამოჩენა და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს მოვახერხე.

როგორია პირველ გუნდთან ერთად ტურნეზე გამგზავრება და მათთან ერთად ვარჯიში?

ეს წარმოუდგენელია. ყოველთვის გინდა მათთან ერთად იყო. გინდა ივარჯიშო და მოემზადო მატჩებისთვის ისევე, როგორც ისინი. ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან, ყოლველთვის ხუმრობენ და კარგად იღებენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს.

ორი გოლის გატანა შესანიშნავი ხერხია ახალ მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოსახდენად...

ვგრძნობ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კარგად ვივარჯიშე და ამიტომ ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი. ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე.

კმაყოფილი ხარ, რომ შენთან ერთად დენი უელბეკმაც გაიფორმა დუბლი ?

დიახ. ის ვარჯიშებზე სულ იტანს და დხესაც შეძლო ორის გატანა. ეს მას თავდაჯერებულობას შემატებს.

წყარო:Manutd8.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
20 ივლისი 2013 18:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
შენ გენაცვალე მაგარი კაცი ხარ გააგრძელე და რაგაცა კარგს დაიმსახურებ. მგონი ველბეკმაც მოიხედა ჩვენკენ და დაიწყო გოლების გატანა. manunited manutd
0
№2
ავტორი: VaRdo
20 ივლისი 2013 19:36
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რაღაც ახალგაზრდები მომწონს : )) ეგრე გააგრძელეთ . ველბეკმა კიდე ბევრი უნდა ივარჯიშოს კიდე. 2 გაიტაანა მაგრამ 2 მაგდენი გამზა კიდე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Malboro463
20 ივლისი 2013 20:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
ვლბკეზე რა უნდა თქვა პერსი იმხელა გამოცდილების კაციც მაზავს

პირველ მომენტში გამოცდილება არეყო რო მეკარეზე თავზე გადაეგდო ერთი დარტყმით მეორეზე კიდე გადირკვა უნდა მარა ტრ.. მოხვდა
0
№4
ავტორი: GeorgeBest
20 ივლისი 2013 20:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად მომეწონა ამის თამაში, მოკლედ ახალგაზრდება დაგლიჯეს დღეს და მიხარია
0
№5
ავტორი: Macklemore
20 ივლისი 2013 22:02
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საღოლ ამ ბიჭს. კიდე ბევრი შეეძლო მარა 2 გოლზე, და 1 ასისტზე მეტი რაღა უნდა 1 მატჩიდან. უბრალოდ ზაჰა შემეცოდა, არ გაუმართლა არც მაგას და არც იანუზაის.
0
№6
ავტორი: ლადო
20 ივლისი 2013 22:12
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ახალგაზრდებმა ბრავო რაა....ჯესისაც პირადად ბრავო 2 გოლი და + საგოლე გადაცემა...
0
№7
ავტორი: Giorgi Kuloshvili
20 ივლისი 2013 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
აუ მეწყინა რო ზაჰამ ვერ გაიტანა გოლი
0
№8
ავტორი: Manchester_M
21 ივლისი 2013 19:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ManUtd,
მეც მაგარი დამწყდა რო მაგან გოლი ვერ გაიტანა. ეკუთნის ერთი გოლი და ფსიქოლოგიურადაც ალბათ წინ წაიწევს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top