გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედმა" სძლია მეტოქეს, "ბრაგას" სახით, ანგარიშით 3-2. თუმცა ამ გამარჯვებას თან ახლდა დამწუხრებაც, რადგან კაგავამ ტრამვა მიიღო, ის 20 წუთი ცდილობდა ეთამაშა, ექიმებსაც არ ეგოთან ასე რთულად ყველაფერი, კაგავამაც არ უთხრა არავის თუ, როგორ ტკიოდა მუხლი. ფერგის სიტყვებს ციტირებს, "სქაისპორტი" "დღეს დილით, მან იგრძნო, რომ ძალიან ტკიოდა მუხლი, თუმცა გუშინ ჩვენ ვერაფერი ვერ გავიგეთ." განაცხადა ფერგიმ. სერ ალექს ფერგიუსონი ასევე შეეხო დაცვის ხაზსს და განაცხადა, რომ მათ მართლაც აქვთ პრობლემები დაცვის ცენტრში და რომ, "ბრაგა" უპრობლემოდ შედიოდა საჯარიმოში, ასევე უპრობლემოდ აწვდიდნენ და ა.შ, ეს ყველაფერი გამოსწორებადია. "ეხლა მთავარია ვიფიქროთ მომდევნო გასამართ მატჩზე, ლონდონში და დავივიწყოთ ყველაფერი რაც ადრე მომხდარა, ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, გვაკლია რამდენიმე ფეხბურთელი. რაც შეეხება თავად "ჩელსის", მე წინასწარი კომენტარებისგან თავს შევიკავებ." დასძინა "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა.