18-07-2013, 23:02
ნანახია: 2037,
კომენტარები: 5
რიო ფერდინანდის ინტერვიუ
ინგლისელმა მცველმა პასუხები გასცა გულშემატკივრების კითხვებს, კლუბის გვერდზე ქსელ ტვიტერში...
როგორი ატმოსფერო სუფევს გუნდში წინასასეზონო ტურნეს დროს?ვარჯიშები ძალიან რთულია, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნოც. ჩვენ ძალიან ბევრს ვხუმრობთ გასტროლების დროს!როგორ ვარჯიშობთ?მე ძირითადად წონის შესანარჩუნებელ ვარჯიშებს ვაკეთებ. ხოლო საერთოდ უპირატესობას სუფთა ჰაერზე სირბილს ვანიჭებ!კლუბის ახალგაზრდულ გუნდში, ვის თვლით ყველაზე კარგ მცველად?მე არ მიყვარს მათგან ვინმეს გამორჩევა, მაგრამ მაიკლ კინი ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი ჩანს.რომელია ყველაზე განსაკუთრებული მოვლენა წელს დიდ ბრიტანეთში? ბევრი კარგი მიღწევა იყო, მაგრამ ენდი მიურეიმ ისეთი რამ გააკეთა, რაც ბევრ ბრიტანელს დაამახსოვრდება!რიო რონალდო "სევილიასთან" მატჩში მონაწილეობას მიიღებს?მე ძალიან მინდა, რომ ამ მატჩს ისიც დაესწროს.თქვენ ძალიან გიყვართ ხუმრობა. ყველაზე მეტად, რომელ თანაგუნდელზე გიყვართ ხუმრობა?თუ გაინტერესებთ, მარტო მე არ მიყვარს იმათზე სიცილი, ვინც რაიმე სასაცილო ან კიდევ უხერხულ სიტუაცაში მოხვდა.ავსტრალიელი ფეხბურთელებიდან, ვინ იყო თქვენთვის ყველაზე რთული მეტოქე: კიუელი, ვიდუკა თუ ბოსნიჩი?ვიდუკა. ის ძალიან სწრაფი ფეხბურთელი იყო, რომელსაც გოლის გატანა ნებისმიერ დროს შეეძლო. რით არის ახლა ის დაკავებული ახლა არ ვიცი.რა დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?ჩემი მშობლები, რომლებსაც ძალიან უყვართ მუშაობა. ისინი ჩემთვის ყველაფერს აკეთებდნენ და მეც მათ ვუფასებდი ამ პატივისცემას.რას ფიქრობთ 9 აგვისტოს გასამართ მატჩზე? რას ნიშნავს ეს მატჩი თქვენთვის?ეს დიდი პატივია! მე ყველაზე დიდებულ კლუბში გავატარე მრავალი წელი და ეს კლუბის და მისი პერსონალის დამსახურებაა!წყარო:
http://redevils.ru
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.