თბილისი:
მანჩესტერი:
16-07-2013, 21:38
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2446,
კომენტარები: 20
ფელაინი "იუნაიტედს" უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს ვიდრე "არსენალს"
ბალგიელმა ნახევარმცველმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესი დაადასტურა...
ფელაინი
"ევერტონის" ბელგიელმა ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ დაადასტურა "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესი - გვამცნობს London Evening Standard.

25 წლის ბელგიელი "ევერტონმა" 23.5 მილიონ ფუნტად შეაფასა. ტრანსფერის განსახორციელებლად მხოლოდ ფეხბურთელის თანხმობაა საჭირო.

ასევე ცნობილია, რომ "იუნაიტედთან" ერთად ფელაინისადმი ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინა "არსენალმაც". თუ საქმე ტრანსფერზე მიდგება, ფელაინი პრემიერ-ლიგის ჩემპიონებს მიანიჭებს უპირატესობას.

ფელაინის ძალიან მოსწონს აზრი, შეუერთდეს დევიდ მოიესს, რომელიც "იუნაიტედს" ხელმძღვანელობს. ასევვე ეს ტრანსფერი მარუანისთვის იმიტომ იქნება ხელსაყრელი, რომ ამ პოზიციაზე "წითლებში" მას კონკურენცია მინიმალური ექნება.

ასევე დავამატებ იმასაც, რომ მარუანი უკვე გარკვეული დროა, რაც ოჯახთან ერთად მანჩესტერში ცხოვრობს და ძალიან მოსწონს ახალი გარემო.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
16 ივლისი 2013 21:40
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აუ ეს მაინც დავითრიოთ და ერთი ვინგერიც..
0
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
16 ივლისი 2013 21:49
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
მე მგონია რო ამის ყიდვა არის გადაწყვეტილი და მაგიტო არ აქტიურობს მანჩესტერი სატრანსფერო ბაზარზე. ამას მოიყვანენ და ვსო. რო გაიძახით ერთი ფლანგის მოთამაშე ვიყიდოთო. ზაჰა, იანგი,ნანი და ვალენსია გვყავს და კიდე ვინღა უნდა ვიყიდოთ?

დე ჰეა
რაფაელი ფერდინანდი(გარაი) ვიდიჩი ევრა(ფაბიო)
ნანი კერიკი ფელაინი ვალენსია

კაგავა

რუნი ვან პერის

აი მეტი ვინღა გინდათ?
0
№3
ავტორი: GeorgeBest
16 ივლისი 2013 21:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი შენაძენი იქნებოდა, მაგრამ როგორც ყოველთვის მოგვიხლოვდება და მერე სადმე ამოყოფს თავს
0
№4
ავტორი: Giorgi Kuloshvili
16 ივლისი 2013 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
აუ არ გვინდა ტოოოო
0
№5
ავტორი: gilmour
16 ივლისი 2013 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
აი ეს ვიყიდოთ და ამ წელს მეტი მე აღარავინ მინდა, დავიჯერო 4 ვინგერიდან 2 მაინც არ იქნება ფორმაში? თავდასხმა მაგარია, დაცვა მაგარია, 1 ფელაინი რაა მიდი მოიეს რაააა!

კომენტარები დავამრგვალე:))
0
№6
ავტორი: Macklemore
16 ივლისი 2013 23:08
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ზამთრის მერე ამ ტრანსფერს ველოდები და იმედია განხორციელდება!
0
№7
ავტორი: VaRdo
16 ივლისი 2013 23:18
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
თუ მოინდომებენ გადმოიყვანენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: creep
17 ივლისი 2013 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
რავი რა თითქოს კაი ფეხბურთელია მარა ბევრი ნაკლიც აქვს, ერთ ერთი ისაა რომ არ იცი როდის დაგაღალატებს და როდის აიკიდებს წითელს :) არადა გვინდა ცენტრში ერთი ასეთი ხისტი....
0
№9
ავტორი: gilmour
17 ივლისი 2013 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
creep,
ეგეთი იყო როი კინიც და სქოულზიც:)) კაცმა არ იცოდა ვის როდის მოტეხავდნენ კისერს:))
0
№10
ავტორი: creep
17 ივლისი 2013 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
gilmour,
ნუ სქოულზის პასი და მოედნის ხედვა რომ ქონდეს ან კინის ჟილკა კიდე ხო მარა ეს იმენა მხეცივითაა რა მივარდება და გადაჯოგავს.....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top