"მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე პრეზიდენტი ედ ვუდვორდი მიიჩნევს,რომ გლეიზერები კიდევ დიდ ხანს არ აპირებენ გაყიდონ "მანჩესტერ იუნაიტედი".მისი აზრით კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნებიან გლეიზერები "იუნაიტედის" სათავეში.ვუდვორდის თქმით გლეიზერების ოჯახმა გადაიფიქრა "იუნაიტედის" აქციების გაყიდვა,თუმცა აგვისტოში გლეიზერებმა განათავსეს კლუბის IPO 10% წილი გასაყიდად,რაც ოჯახში დიდ აღშფოთებას იწვევს.
"სხვადასხვა სახის წინადადებები ყოველთვის არსებობს.ეს არის შესანიშნავი ბრენდი და კლუბი.ეს არის ძალიან დიდი ბიზნესი და გლეიზერების ოჯახი არ აპირებს ამის დათმობას.დღითიდღე ოჯახი აღფრთოვანებულია კლუბით და ამიტომაც მათ არ სურთ კლუბის გაყიდვა.ვფიქრობ ისინი კიდევ მრავალ წელს გაატარებენ კლუბთან ერთად." - განაცხადა ედ ვუდვორდმა.