თბილისი:
მანჩესტერი:
13-07-2013, 13:22
ავტორი: Esi,
ნანახია: 1593,
კომენტარები: 4
გიგზს უფრო მეტი სურს!
გიგზს სურს,რომ კლუბმა შარშანდელზე კარგი შედეგი აჩვენოს...
გიგზს უფრო მეტი სურს!
რაიანის თქმით,გასულ სეზონში პრემიერ ლიგის მოგება,გახდა იმის მიზეზი,რომ ეს ზაფხული მისთვის ყოფილიყო დაუვიწყარი.გიგზი ამჟამად კლუბთან ერთად არის და ბიჭებთან ერთადაც ვარჯიშობს.მოგეხსენებათ ის მომავალი სეზონიდან მოთამაშე-მწვრთნელი იქნება კლუბში.

მსგავსად ყველა ფეხბურთელისა,39 წლის ვეტერან ფეხბურთელსაც ერთი სული აქვს თუ როდის დაიწყება ახალი სეზონი,რომ მათი ახალი მწვრთნელი დევიდ მოიესი საქმეში იხილოს.

"ყველაფერი კარგად მიდის და ყველა ძალიან მძიმედ მუშაობს"
-განაცხადა ვეტერანმა ManUtd.com-თან ინტერვიუში

"მაგალითად,მე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.როდესაც სეზონი დასრულდა,დავიწყე სავარჯიშო დარბაზებში სიარული,სადაც ვვარჯიშობდი და ვცურაობდი კიდეც.ზოგჯერ ცოტასაც დავრბოდი.ასევე ვიყავი თურქეთში გარი ნევილთან ერთად,სადაც ჩვენ გვქონდა ტრეინინგები,რომელსაც ძალიან კარგი და ცნობილი პარტნიორები ატარებდნენ"

"ამ ზაფხულს შესანიშნავად ვატარებ და თავსაც კარგად ვგრძნობ.ალბათ ყველა დამეთანხმება,რომ თუ შენ იცი,რომ გასულ სეზონში მოიგე პრემიერ ლიგა,მაშინ ეს ყველაფერი არის იმის საბაბი,რომ შენ ეს ზაფხული გაატარო ძალიან კარგ ნოტაზე.შენ გსურს ასევე ახალი გამოწვევა,რომლის დაწყებასაც სულმოუთმენლად ელი"

"რა თქმა უნდა,შენ გჭირდება დასვენება ასეთი მომქანცველი სეზონის შემდეგ,მაგრამ ორი თუ სამი კვირის გასვლის შემდეგ,შენ ისევ იწყებ ფიქრს თუ როდის დაიწყება ახალი სეზონი,რომ დაბრუნდე და მიაღწიო უფრო მეტს,ვიდრე ეს წინა სეზონში გააკეთე"
-
დაასრულა გიგზმა

წყარო:Manutd.com
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
13 ივლისი 2013 13:29
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
შენ ისევ იწყებ ფიქრს თუ როდის დაიწყება ახალი სეზონი,რომ დაბრუნდე და მიაღწიო უფრო მეტს,ვიდრე ეს წინა სეზონში გააკეთე

love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: chicharito-ronaldo
13 ივლისი 2013 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
kide 2 weli darchiii ra jer adrea sheni karieris dasruleba

kide 2 weli darchiii ra jer adrea sheni karieris dasruleba

kide 2 weli darchiii ra jer adrea sheni karieris dasruleba

kide 2 weli darchiii ra jer adrea sheni karieris dasruleba
0
№3
ავტორი: NeymaR
13 ივლისი 2013 18:49
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
gigzzz <3<3 love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№4
ავტორი: GeorgeBest
13 ივლისი 2013 22:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლიგის მოგება ძალიან რთული იქნება თუმცა რატომაც არა, მე იმედი მაქვს მაინც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top