თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2013, 18:51
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 2739,
კომენტარები: 21
ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13
ნომინაცია "წლის საუკეთესო"
ნომინაცია
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და დიდ მადლობას მოგიხდით, რომ ჩვენი საიტის მომხმარებლები ხართ და ამით თქვენი წვლილი შეგაქვთ საიტის განვითარებაში. საიტზე ბევრი ახალი მომხმარებელია და აქედან გამომდინარე ბევრმა არც იცის ამ სიახლის შესახებ. სახელწოდებით: ნომინაცია"ტურის საუკეთესო." ( ნომინაცია "ტურის საუკეთესო" ) შეგიძლიათ მოცემულ ლინკზე გადახვიდეთ და უკეთ გაიგოთ ამ სიახლის შესახებ. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ სიახლე კვლავ გაგრძელდება და შევეცდები უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს. ასე და ამგვარად დღევანდელ სიახლეში შემოგთავაზებთ ნომინაცია "წლის საუკეთესოს" სადაც გამოვლინდება საუკეთესო, ფეხბურთელი, საუკეთესო გოლი, ყველაზე სწრაფი გოლი და ა.შ.

ნომინაცია "წლის საუკეთესო" მატჩი


ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13"მანჩესტერი" 4:3 "ნიუკასლი"ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


წლევანდელ სეზონში იყო ბევრი ისეთი შეხვედრა, რომლებსაც შეეძლოთ ამ ნომინაციაში გამარჯვება, მაგრამ მაინც ყველასგან გამორჩეული შეხვედრა "მანჩესტერის" და "ნიუკასლის" შეხვედრა იყო სადაც მასპინძლები 3_ჯერ აგებდნენ შეხვედრას და სამივეჯერ მოახერხეს თამაშის შემობრუნება და მეტიც, შეხვედრის მიწურულს ჩიჩარიტოს გოლმა წინ გაიყვანა "იუნაიტედი" და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა შესძინა გუნდს. ამ გამარჯვებით "მანჩესტერმა" უფრო გაიმყარა პირველი ადგილი და მის მდევარ "თანაქალაქელებს" 7 ქულით გაუსწრეს.




ნომინაცია "წლის საუკეთესო" გუნდი


ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13"მანჩესტერ იუნაიტედი"ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


"მანჩესტერ .........." ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რომელ "მანჩესტერულ" გუნდზე გვაქვს საუბარი? ეს "იუნაიტედია" რომელმელიც მთელი წლის განმავლობაში მეტოქე გუნდებს ახლოს მიახლოების საშავალებას არ აძლევდა და ჯიუტად პირველ ადგილს არ თმობდა. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა 6_7 ტურით ადრე მოკლეს ინტრიგა და მხოლოდ ფორმალურობა აკლდა მათ გაჩემპიონებას. 38 შეხვედრიდან 28 გამარჯვება 5 ფრე და 5_იც წაგება. ასე დაამთავრა "იუნაიტედმა" სეზონი და საიუბილეო მე_20 ტიტულიც იზეიმა.

ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13



ნომინაცია "წლის საუკეთესო" ფეხბურთელი


ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13Gareth Baleნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


"ტოტენჰემის" ფეხბურთელმა წლევანდელ "პრემიერ ლიგის" გათამაშებაში, ყველა კითხვას გასცა პასუხი და კრიტიკოსებიც სამუდამოდ დაადუმა. მე_5 ადგილზე მყოფი "მამლები" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩნენ თანაქალაქელ "მეთოფეებს" და ბოლო ტურამდე იბრძოდნენ "ჩემპიონთა ლიგის" საგზურის მოსაპოვებლად. ამ ყველაფერში კი უდიდესი წვლილი სწორედ უელსელ ფეხბურთელს მიუძღვის. გუნდს როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა გოლის გატანა და მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება სწორედ მაშინ იღებდა საკუთარ თავზე თამაშს და შედეგიც მოჰქონდა. საბოლოოდ ბეილი გუნდის უდაო ლიდერი გახდა და ჩვევად ექცა შეხვედრის მიწურულს გოლის გატანა და გუნდისთვის სასურველი შედეგის დაფიქსირება. ბეილი "პრემიერ ლიგის" საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა!


ნომინაცია "წლის ყველაზე სწრაფი" გოლი


ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13რობინ ვან პერს 1' წუთი ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


"პრემიერ ლიგის" წლის ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა 28 ნოემბერს როდესაც "მანჩესტერი" სახლში "ვესტ ჰემს" მასპინძლობდა. შეხვედრის პირველივე წუთზე კერიკის გადაცემის შედეგათ ბურთი საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა ვან პერსიმ მიიღო, რომელმაც სწრაფადვე დაამუშავა ბურთი და რიკოშეტის შედეგად ბურთი ბადეში გაეხვა... 1:0. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს შეხვედრა ამავე ანგარიშით დასრულდა.


ნომინაცია "წლის საუკეთესო მწვრთვნელი"


ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13სერ ალექს ფერგიუსონი ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


ადამიანი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი გენიალურობა და მე_13 გახადა "მანჩესტერი" "პრემიერ ლიგის" გამარჯვებული. წლევანდელ სეზონში უდაოდ საუკეთესო მწვრთვნელის წოდებას სწორედ ფერგიუსონი იმსახურებს და სამართლიანადაც არის მიჩნეული "წლის საუკეთესო" მწვრთვნელად. სამწუხაროდ ფერგიუსონისთვის წლევანდელი გათამაშება ბოლო გამოდგა, ვინაიდან 2 ტურით ადრე ფერგიუსონმა სრულიად საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო როდესაც მისი გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ასე და ამგვარად ფერგიუსონმა თანამდებობა დატოვა ხოლო მის ნაცვლად დევიდ მოიესი მოვიდა.


"წლის იმედგაცრუება"


ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13ქუინს პარკ რეინჯერსინომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


სეზონის დასაწყისში ვინმეს, რომ ეთქვა "ქუინს პარკ რეინჯერსი" ბოლო ადგილს დაიკავებსო შეიძლება ის პიროვნება ფეხბურთის არ მცოდნედ ან უარეს შემთხვევაში გიჟად ჩაგვეთვალა. ეს კიდევ ერთხელ უსმევს ხაზს ამ სპორტის არაპროგნოზირებას. "ქპრ"_ს სამწვრთვნელო შტაბმა არაერთი საინტერესო სახეს მოუყარეს გუნდში და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლასაც აპირებდნენ, მაგრამ ყველაფერი მათთვის კატასტროფულად დასრულდა. გუნდი ვერა და ვერ შეეწყო და ისე განვლო რამოდენიმე ტურმა რომ ერთადერთი გუნდი იყო ვისაც მოგების გრაფაში კვლავ 0 ეწერა. საბოლოოდ სეზონი ისე დაამთავრეს რომ 38 შეხვედრაში მხოლოდ 25 ქულას მოუყარეს შედეგი რაც ანტი რეკორდია. ვინაიდან ესეთი ცოტა ქულა "პრემიერ ლიგის" ბოლოადგილოსანს არასოდეს ჰქონია. ასე და ამგვარად "წლის იმედგაცრუება" უდაოდ "ქუინს პარკ რეინჯერისა".


"წლის საუკეთესო გოლი"


ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13Matthew Lowtonნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


წლევანდელ "პრემიერ ლიგაში" ბევრი ისეთი გოლი გავიდა, რომლიდანაც საუკეთესოს ამორჩევა ბევრს გაუჭირდებოდა, მაგრამ მეთიუ ლუტონის "სტოკის" კარში გატანილი გოლი მაინც ყველასგან გამორჩეულია. შეხვედრის 87 წუთი მიმდინარებოდა ანგარიში 1:1 იყო რაც "ასტონ ვილას" სულაც არ აწყობდა ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი. სწორედ 87 წუთზე გაისროლა მეთიუმ სტოკის კარის ასაღებად და ბურთიც ბადეში აღმოჩნდა. 1:2. საბოლოდ შეხვედრა 1:3 დასრულდა "ასტონ ვილას" გამარჯვებით ხოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მეთიუ დაასახელეს.

"პრემიერ ლიგა" 2012/13 წლების საუკეთესო 10 გოლი




2012/13 წლის სახალისო კარიკატურები


"პოკერი ფეხბურთის წესებით"

ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


რათ გვინდა თქვენი ბინძური ფული როცა წინ "ჩემპიონთა" ლიგა გველის!

ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


პატივი ეცით ვითარცა დამჩმორებელსა თქვენსას. SAF

ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


მანჩინის და ფერგიუსონის მარათონი

ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


ბედნიერებისთვის მცირედიც საკმარისია

ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13


პატარა მოიესის ფიქრები, მალე "იუნაიტედის მწვრთვნელი ვიქნები!

ნომინაცია "წლის საუკეთესო" 2012/13
სიახლეები
21 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
12 ივლისი 2013 18:52
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მგონი კარგი გამოვიდა. რაცაა ესაა. შემდეგ სეზონს ველი და ეს წამოწყება გაგრძელდება love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: NeymaR
12 ივლისი 2013 19:01
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
კარგია :)) მომეწონა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№3
ავტორი: Wazza
12 ივლისი 2013 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 161
ნომინაცია "წლის ყველაზე სწრაფი" გოლი


რობინ ვან პერს 1' წუთი

ვოლკოტის გოლი იყო ყველაზე სწრაფი ქპრ-სთან
0
№4
ავტორი: Becksy
12 ივლისი 2013 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 176
ბრავო ავტოორ კარგი სტატიაა ... ნიუკასლთან თამაში შედვერი იყოო რაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ || Nemanja Vidic ||
№5
ავტორი: VaRdo
12 ივლისი 2013 19:15
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Wazza
ვოლკოტის გოლი იყო ყველაზე სწრაფი ქპრ-სთან


დაიკიდე :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Amerigo
12 ივლისი 2013 19:34
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
კაია
0
№7
ავტორი: chicha_chicha14
12 ივლისი 2013 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
28 მოგება 5 წაგებ 5 ფრე- ეს არის უკანასკნელი 2 სეზონის სტატისტიკა მანჩესტერის
0
№8
ავტორი: love united
12 ივლისი 2013 20:59
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩაღ ვარდო!..ძაან მაგარია...
0
№9
ავტორი: J. Hernández
12 ივლისი 2013 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
sagol magari suratebia . quis parkma imena chaijvaa
0
№10
ავტორი: washington
12 ივლისი 2013 21:40
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
საღოლ ვარდო და კარგია მომავალშიც თუ გაგრძელდება ანალოიგური სტატიების დაწერა <3 ერთადერთი რაშიც ვერ დაგეთანხმები წლის საუკეთესო მატჩი მანჩესტერი 4-3 ნიუკასლი არ ყოფილა და პერსის არ გაუტანია ყველაზე სწრაფი გოლი, უოლკოტმა გაგვიტანა მაგ ჩათლ... :)) თორე დალშე ბაზარი არააა.... /:*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top