თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2013, 17:19
ავტორი: BERDI,
ნანახია: 2939,
კომენტარები: 4
მატ ბასბის ეპოქა: როგორ იქმნებოდა გუნდი
ძალიან საინტერესო ისტორია ბასბის ჩვილებზე .....
მატ ბასბის ეპოქა: როგორ იქმნებოდა გუნდი
მატ ბასბის ეპოქა: როგორ იქმნებოდა გუნდი


როცა ბასბი გუნდში მივიდა, ‘’მანჩეჰსტერ იუნაიტედის’’ მდგომარეობას, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო ეთქმოდა: კლუბს ბანკისა იმ დროისთვის დიდი თანხა, 15 ათასი გირვანქა ემართა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის მთლიანად იყო განადგურებული ‘’ოლდ ტრაფორდი’’, ფეხბურთელების გარკვეული ნაწილი ჯარში მსახურობდა და სრულფასოვნად ვერ ემზადებოდა....
1945 წლის ოქტომბერში ‘’ალისფერი ეშმაკუნები’’მატ ბასბიმ ოფიციალურად ჩაიბარა და სწორედ მისი მისვლით დაიწყო პირველი დიდი გუნდის შენება.
კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრით მატ ბასბიმ გუნდზე სრული კონტროლი მოითხოვა – მოსამზადებელი პიერიოდის დაგეგმვით დაწყებული, სატრანსფერო პოლიტიკის წარმოებით გაგრძელებული და ოფიციალური შეხვედრებისთვის გუნდის მომზადებით დასრულებული.
მასთან ერთად დაიწყო მუშაობა, ჯიმ მერფიმ, ‘’ვესტ ბრომვიჩ ალბიონისა’’ და უელსის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ვინც მეორე მსოფლიო ომში მეტ ბასბისთან ერთად იბრძოდა და რომელიც ბედის წყალობით გადაურჩა მიუნხენის ავიაკატასტროფას...
ახალი მწვრთელის პირველმა ტრანსფერმა გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ‘’მანჩესტერ იუნაიტედის’’ მაისური გლაზგოს ‘’სელტიკის’’ მარჯვენა გარემარბმა ჯიმი დელეინიმ მოირგო. მის სანაცვლოდ კლუბმა 4 ათასი გირვანქა გაიღო. დილეინი ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ერთი საინტერესო ფაქტის გამო მოხვდა: კარიერის მანძილზე მან შოტლანდიის, ინგლისისა და ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციების მოგება მოახერხა...
მატ ბასბის ‘’მანჩესტერ იუნაიტედი’’ ანგარიშ გასაწევ ძალად იქცა: ხუმრობა ხომ არაა, გუნდმა, რომელმიც 20–30 წლებში პირველ და მეორე დივიზიონებში ‘’დახიტიალობდა’’, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ხუთ ჩემპიონატში 4_ჯერ ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 1948 წელს კი ინგლისის თასი აღმართა.
ის გუნდი შემტევი ფეხბურთით გამოირჩეოდა: შესანიშნავად თამაშობდნენ გარემარბები ჯიმი დილეინი და ჩარლი მიტენი, ასევე გამთამაშებელი ჯონი მორისი და თავდამსხმელები სტენ პირსონი და ჯეკ როული. ამ უკანასკნელმა, რომელსაც ჰეთტრიკების სპეციალისტი შეარქვეს, წლების შემდეგ საკმაო როლი ითამაშა ამსერდამის ‘’აიაქსის’’ მსოფლიო გრანდად ქცევაში...
1947–48 წლების სეზონში ‘’მანჩესტერ იუნაიტედმა’’ ასოციაციის თასი მოიგო, პირველი ტიტული 1911 წლის შემდეგ (1936 წელს მეორე დივიზიონის მოგება მხედველობაში არ მიიღება). საინტერესოა, რომ იმ გათამაშებაში ოლდტრაფორდელებმა მხოლოდ და მხოლოდ პირველი დივიზიონის კლუბებს სძლიეს, გადამწყვეთ შეხვედრაში კი ძალიან მძიმე ბრძოლაში ‘’ბლეკპული’’ დაამარცხეს – 4:2, კლუბი, სადაც ჩინებული ფეხბურთელები, სერ სტენლი მეტიუზი და სტენ მორტენსენი თამაშობდნენ. ცნობისთვის: მორტინესმა იმ შეხვედრაში ‘’მანჩესტერ იუნაიტედის’’ კარი ორჯერ დალაშქრა...
1952 წელს მატ ბასბის გუნდი ინგლისის ჩემპიონი შეიქნა, თუმცა ამ დროისთვის თავდამსხმის ცნობილი ხუთეული უკვე სხვა შემადგენლობით ასპარეზობდა: მორისმა მწვრთნელთან კონფლიქტის გამო გუნდი დატოვა – ‘’დერბიში’’ გადავიდა, დილენმა კარიერა ‘’აბერდინში’’ გააგრძელა, მიტესმა კი სულაც კოლუმბიაში გადაინაცვლა, სადაც ძალიან დიდი ხელფასი შესთავაზეს. მიუხედავად ასეთი დანაკლისებისა, კლუბს შეტევა არ დაეწუნებოდა – სტენ პირსონმა 22 გოლი გაიტანა, ჯეკ როულიმ კი სულაც 30! სხვათა შორის, მან პირველობის დაწყებიდან ორ თვეში სამჟერ მოახერხა ჰეთ–თრიკის შესრულება...
ბოლო ტურის წინ ტიტულისთვის ‘’მანჩესტერ იუნაიტედი’’ და ლონდონის ‘’არსენალი’’ იბრძოდნენ, თუმცა დედაქალაქელებს პირველი ადგილის დასაკავებლად მინიმუმ 7:0 უნდა მოეგოთ. ‘’ოქროს დუელში’’ მართლაც 7 ბურთი გავიდა, თუმცა 6 ლონდონელთა კარში: ჯეკ როულიმ სეზონში მეოთხე ჰეთ–თრიქი მიითვალა, კლუბის მომავალმა კაპიტანმა როჯერ ბირნმა კი ერთი. სხვათა შორის მარცხენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე ბირნმა იმ პირველობის ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა!


ოქროს წლები და ‘’ბასბის ჩვილები’’


კლუბში მისვლისთანავე მატ ბასბიმ დიდი ყურადღბა გამოიჩინა მეორე და ახალგაზრდულ შემადგენლობების მიმართ – ის და მისი თანაშემწეები სხვადასხვა ქალაქებში ეძებდნენ ნიჭიერ ბავშვებს და ‘’მანჩესტერ იუნაიტედში’’ მიყავდათ: ბობი ჰარპერი, ბობი ბიშოპი და ბილი ბიენი ჯო არმსტრონგის ხელმძღვანელობით, ლამის ყველა სკოლას ამოწმებდნენ, საუკეთესოებს კი მთავარ მწვრთნელთან უწევდნენ რეკომენდაციას. კონკრეტულად კლუბში სელექციონერთა რჩეულების კიდევ ერთი ეტაპის გადალახვა უწევდათ: ბერთ უოლი, ტომ კერი, ჯეკ პაულეინი და თავად მატ ბასბი ბიჭებს საკმაოდ მკაცრ გამოცდას უწყობდა, საუკეთესოებს კი გუნდში ტოვებდა...
1952 წელს მოგებული ჩემპიონატის შემდეგ მატ ბასბიმ გუნდის გადახალისება ეტაკობრივად დაიწყო: ახალგაზრდა ფეხბურთელებს ნელ–ნელა აძლევდა შანსს ძირითადში დამკვიდრებულიყვნენ. ასე გამოჩნდნენ მეკარე რეი ვუდი, შესანიშნავე მარცხენა თავდამსხმელი დევიდ პეგი, ‘’ტოტოენჰემ ჰოტსფურის’’ ლეგენდარული ფეხბირთელის დენი ბლენჩფაუერის ძმა ჯეკი, მცველი ბილი ფოულსკი, შეუდარებელი დანკან ედვარდსი, ჩარლი მიტენის ნათესავი ალბერტ სკენლონი, მარკ ჯოუნსი, ბილი უილიანი, მარჯვენა გარემარბი ედი კოულმენი...

[center]მატ ბასბის ეპოქა: როგორ იქმნებოდა გუნდი


1955–56 წლების სეზონში, როცა კლუბმა ისტორიაში მეოთხედ მოიგო პირველობა, ‘’მანჩესტერ იუნაიტედის’’ საშუალო ასაკი 22 წელი იყო! პრესაში ოლდტრაფორდელებს ‘’ბასბის ჩვილები’’ პირველად სწორედ მაშინ უწოდეს. ცნობისთვის: იმ სეზოში კლუბმა მეორე ადგილზე გასულ ‘’ბლეკპულს’’ მთელი 11 ქულით აჯობა!
1956–57 წლებში ბასბის გუნდი ზედიზედ მეორედ იგებს პირველ დივიზიონს და კვლავ ძალიან დამაჯერებლად ვიცე ჩემპიონს ‘’ტოტენჰემ ჰოტსფურს’’ 8 ქულით აჯობეს.
‘’მანჩესტერ იუნაიტედის’’ საფეხბურთო აკადემია ბრწყინვალედ მუშაობდა! იმავე სოზონში შედგა ინგლისის ჩემპიონის დებიუტი ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში – ‘’მანჩესტერ იუნაიტედმა’’ ჯერ ბელგიის უძლიერესი კლუბი, ბრიუსელის ‘’ანდერლეხტი’’ არ დაინდო – 2:0 და 10:0, შემდეგ ‘’დორტმუნდის ბორუსიას’’ სძლია – 0:0 და 3:2, ¼ ფინალში ბილბაოს ‘’ატლეტიკი’’ დაამარცხა 3:5 და 3:0, ნახევარ ფინალში კი მომავალ გამარჯვებულთან მადრიდის ‘’რელათან’’ წააგო – 1:3 და 2:2. მიუხედავად ესპანელებთან მარცხისა, მატ ბასბი ძალიან კმაყოფილი იყო, ინგლისში კი ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ უახლოესი წლები ‘’მანჩესტერ იუნაიტედის’’ ჰეგემონიით ჩაივლიდა...
1957–58 წლების სეზონში ბასბის გუნდი ჩინებულად ასპარეზობდა და ეგებ, კვლავ მეოგო ჩემპიონის ტიტული,
მატ ბასბის ეპოქა: როგორ იქმნებოდა გუნდი



თუმცა 1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში მომხდარმა ავია კატასტროფამ ‘’ბასბის ჩვილები’’ შეიწირა. ლეგენდარული მწვრთნელის მეორე დიდი გუნდის ისტორია სწორედ იქ გერმანიაში დასრულდა.[/center]

აღორძინება: ჩემპიონთა პირველი თასი


1958 წლის სექტემბერში მწვრთნელი კლუბს დაუბრუნდა და ყველაფრის თავიდან შენება დაიწყო: იმ სეზონში ოლდტრაფორდელები მეორე ადგილზე გავიდნენ, თუმცა ეს დროებითი წარმატება იყო –მალე კრიზისმა თავი იჩინა და ნელ–ნელა გუნდმაც დაქვეითება დაიწყო.
1962–63 წლების სეზონში ‘’მანჩესტერ იუნაიტედი’’ პირველი დივიზიონიდან გავარდნას გადაურჩა, თუმცა თასი მოიგო: ფინალში ფავორიტად შერაცხულ ‘’ლეისტერ სიტის’’ აჯობა – 3:1, კლუბს, რომელიც იმ სეზონში მეოთხე ადგილას გავიდა და ვის კარსაც ლეგენდარული მეკარე, მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი გორდონ ბენქსი იცავდა. დენის ლოუმ ერთი გოლი გაიტანა, ‘’არსენალიდან’’ შეძენილმა დევიდ ჰირდმა კი დუბლი გაიფორმა.
ამ გამარჯვებით მატ ბასბის მესამე ‘’მანჩესტერ იუნაიტედის’’ წინსვლა დაიწყო, რაც ჩემპიონთა თასის მოგებით დაგვირგვინდა, თუმცა დიდ ტრიუფამდე დიდი მარცხიც იყო 1963–64 წლების თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ოლდტრაფორდელებმა შინ 4:1 აჯობეს ლისაბონის ‘’სპორტინგს’’, მაგრამ ლისაბონში 0:5 განადგურდნენ. კლუბისთვის დღემდე სარეკორდო მარცხი ევროპის საკლუბო ტურნირებში.
სათქმელია ისიც, რომ სწორედ ამ სეზონში გაიტანა დენის ლოუმ 46 გოლი, რაც კლუბის ისტორიაში დღემდე რეკორდია. 1964 წლის მიწურულს მანჩესტერელთა შოტლანდიელი ფორვარდი ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს...
1965 და 67 წლებში მატ ბასბის გუნდი ორჯერ იგებს ჩემპიონის ტიტულს: 1966–67 წლების სეზონში ოლდტრაფორდელებმა ჩემპიონობა პირველობის დასრულებამდე ტურით ადრე გაიფორმეს – ლონდონში ‘’აპტონ პარკზე’’ ‘’ვესთჰემ იუნაიტედი’’ 6:1 გაანადგურეს! ცხადია, იმ დროს ვერავინ იფიქრებდა, რომ მომდევნო ტიტულს ოლდტრაფორდელები 26 წლის შემდეგ მოიგებდა...

[center]მატ ბასბის ეპოქა: როგორ იქმნებოდა გუნდი

1967–68 წლების სეზონში მატ ბასბის გუნდი გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და უემბლიზე ლისაბონის ‘’ბენფიკა’’ 4:1 გაანადგურეს, თუმცა ამისთვის 120 წუთი დასჭირდათ.

მატ ბასბის ეპოქა: როგორ იქმნებოდა გუნდი


‘’თავის დროზე სწორედ მე მოვითხოვე ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ინგლისური კლუბების ჩართვა და ამიტომაც, ბიჭების დაღუპვაში თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ‘’უემბლიზე’’ დღეს მოპოვებული გამარჯვება, ვიმედოვნებ, ცოტათი შემიმსუბუქებს იმ ტვირთს, რაც მათი დაღუპვის შემდეგ დამაწვა’’ – მატ ბასბი.


სტატია მომზადებულია ბერუა ურუშაძის მიერ სპეციალურად REDARMY.GE -სთვის

P.S ინფორმაცია ამოღებულია ჟურნალ "გრანდებიდან"
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: BERDI
12 ივლისი 2013 17:22
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
გირჩევთ წაიკითხოთ ძალიან საინტერესოა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№2
ავტორი: NeymaR
12 ივლისი 2013 17:33
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
საღოლლლლ !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№3
ავტორი: Paul Scholes 22
12 ივლისი 2013 22:01
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
გენაცვალეე ავტორრ..მართლა უძალიანმაგრესიი სტატიააა..ბევრი ინფორმაცია არ ვიცოდი,ბევრი ვიცოდიი..ამიტომ მადლობა შენ:*

ბასბი და მერფი მხარდამხარ იბრძოდნენ ომში :D :D ჰაჰა :D

ხუმრობა ხომ არაა, გუნდმა, რომელმიც 20–30 წლებში პირველ და მეორე დივიზიონებში ‘’დახიტიალობდა’’, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ხუთ ჩემპიონატში 4_ჯერ ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 1948 წელს კი ინგლისის თასი აღმართა.
love

ოჰოჰო არსენალი რა გვიწამებია:D:D:დოცნება ოცნებად დარჩათ საწცენზურაბს:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№4
ავტორი: BERDI
13 ივლისი 2013 00:49
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მადლობა ბიჭები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top