თბილისი:
მანჩესტერი:
13-07-2013, 16:10
ავტორი: ViDa,
ნანახია: 6204,
კომენტარები: 14
სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი
ჰოვანელი
სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი
ფრენკ უორრალი

სერ ალექს ფერგიუსონი

ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია.


სერ ალექს ფერგიუსონი-ცოცხალი ლეგენდა საფეხბურთო ისტორიაში და შესაძლოა ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ჩვენს ეპოქაში. 1999 წელს დედოფალმა ელიზავეტა II ფერგიუსონს რაინდის წოდება უბოძა. იგი მანჩესტერს უკვე 25 წელიწადია სათავეში უდგას; მისი სამუშაო და რეპუტაცია არა ერთხელ ყოფილა კითხვის ქვეშ. არ აღიარო მარცხი ფინალურ სასტვენამდე-აი მანჩესტერ იუნაიტედის და ისი მწვრთნელის დევიზი. წიგნში, რომელიც "Synday Times"-ის ჟურნალისტმა ფრენკ უორრალმა დაწერა, ასახულია წარმატებებიც და ჩავარდნებიც ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის.

ეძღვნება:დარლი ანდერსონს, უდიეს პიროვნებას და ერთგულ გულშემატკივარს.


მაურინიო, იცი რა?
მიდი ერთი თასს "პალიროვკა" გაუკეთე
მაისში ჩვენ ისევ დავბრუნდებით
იმისათვის რომ თასი წავიღოთ
ფერგიუსონის ჯადოსნურ ქვეყანაში!


ასე 2006 წელს დასცინოდნენ იუნაიტედის გულშემატკივრები ჩელსის მწვრთნელს ჟოზე მაურინიოს.


სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი

თავი 1

ჰოვანელი


"მე არასდროს არავის არ მეშინოდა, მაგრამ ფერგიუსონი თავიდანვე საშინელი ნაძირალა იყო."-ბობი მაკკალი "ისტ სტირლინგშირის" თავდამსხმელი 1974 წელი, ივნისი.

როდესაც ფერგიუსონი ოლდ ტრაფორდზე მოვიდა 1986 წლის ნოემბერში, ინგლისური ფეხბურთის ქომაგებიდან არავინ არ იცნობდა მას. რა თქმა უნდა, ეს გასაკვირიც არ არის, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მან სრულიად ამოატრიალა შოტლანდიის ფეხბურთი:აბერდინი პირველ გუნდად აქცია ქვეყანაში და უკან ჩამოიტოვა ისეთი გუნდები, როგორებიც არიან სელტიკი და რეინჯერსი. თუმცა, ამაზე მეტი გასაოცარი ის არის, თუ როგორ გახდა ჰოვანაში დაბადებული კაცი, რომელიც ერთ-ერთ ღარიბ დასახლებათ ითვლება შოტლანდიაში, ლეგენდარულ მწვრთნელად. ალბათ, იქ ისეთი ჰაერი ტრიალებს კლაიდისა და ლანკაშირის შტატების სანაპიროზე, რომ ბავშვობიდანვე უსახავს თავის შვილებს ასეთ სულისკვეთებას და გამარჯვებულის ხასიათს, რაც ძალიან საჭიროა, იმისათვის რომ გახდე ლეგენდრულ მწვრთნელი. სერ ალექსი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც მიიღო ის საამაყო იდეალები და ამ მიწის კულტურა, მიწა რომელმაც მოავლინა დედამიწაზე ასევე ორი ლეგენდარული მწვრთნელი: სერ მატ ბასბი და ჯონ სტეინი.

ალექს ჩემპენ ფერგიუსონი დაიბადა ჰოვანაში 31 დეკემბერს 1941 წელს პროტესტანტულ ოჯახში. თავის ბავშვობას იგი დიდი სიამოვნებით იხსენებს და ამბობს, რომ ძალიან ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა და თავს დაცვულად გრძნობდა ისეთ რაიონში, რომელშიც არც თუ ისე კარგი ამბები ხდებოდა. ერთხელ იგი იძულებული გახდა, რომ ეთქვა:
"ჩემს ბავშვობაში შიშის აჩრდილიც კი არ იყო."

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი


სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი


ფერგიუსონს სახელი მამის საპატივცემულოდ დაარქვეს, ალექსანდრ ბიტონ ფერგიუსონი, რომელიც ხომალდშმენებლობაზე მუშაობდა. ალექსის უმცროსი ძმა მარტინიც ხომალდისშმენებლობაზე დაიწყო მუშაობა მამასთან ერთად ფერფილდში. ფერგი თავისი ბებიის ჯანეტის (დედის მხრიდან) სახლში დაიბადა შილდჰოლის ქუჩაზე ქალაქ ჰოვანაში, რამოდენიმე იარდით მოშორებული კლაიდის მდინარიდან, თუმცა იზრდებოდა იგი დაქირავებულ ბინაში ჰარვარდ-როუდზე (რომელიც უკვე დაანგრიეს). იგი ცხოვრობდა იქ თავის მშობლებთან ერთად და ძმასთან მარტინთან ერთად, რომელიც ერთი წლით არის ალექსზე უმცროსი. ოჯახს ძალიან უჭირდა, ამიტომ ორივე ძმებს ერთ ოთახში ეძინათ, მაგრამ ალექსი ცხოვრებას სულ ოპტიმისტის თვალით ხედავდა. იგი ჭკვიანი ბავშვი იყო და სწავლოდა დამწყებით და შემდეგ საშუალო სკოლაში, თუმცა ერთხელ ავადმყოფობის გამო გამოცდაში ჩაიჭრა. 16 წლის ასაკში მან გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო პროფესიონალური ფეხბურთელი. იგი დაავადებული იყო ფეხბურთით და ეს დაავადება მას დაემართა იმ მომენტიდან, როდესაც პიველად შეეხო ბურთს. იმის მიუხედავად, რომ ფერგის მამა სელტიკის გულშემატკივარი იყო, ალექსო და მის ძმა მარტინი რეინჯერს ქომაგობდნენ. ალექსის ოცნება იყო, რომ გიგანტებთან ერთად ეთამაშა ''აიბროქსის" სტადიონზე. ფერგიუსონმა თავისი ბავშვობა რამოდენიმე სიტყვით ახსნა:

"იყო მხოლოდ ფეხბურთი, ფეხბურთი და მხოლოდ ფეხბურთი. ჩემი სახლის წინ ისეთი მოედანი იყო, რომ ფეხბურთის თამაში შეიძლებოდა, ასე რომ ფეხბურთის თამაში სულ შემეძლო. ეს ნამდვილი საფეხბურთო არენა იყო და მეზობლებს სარეცხის გაფენის საშუალებაც არ ჰქონდათ, იმის გამო რომ ჩვენ სულ ფეხბურთს ვთამაშობდით. არაჩვეულებრივი იყო. თამაშები მთელი ზაფხული გრძელდებოდა. ფეხბურთის სათამაშოდ, ბიჭები ჰავანას ყველა კუთხიდან მოდიოდნენ. ჩვენ ძალიან გვიყვარდა ფეხბურთი."

ფერგიუსონის ოცნება რეინჯერსში თამაში იყო და ამისთვის მან ყელაფერი გააკეთა. მან იცოდა რომ საჭირო იყო, რომ ყოფილიყო რეალისტი. მას სამსახური სჭირდებოდა, იმისათვი რომ ფეხბურთზე თავი არ დაენებებია. სამსახური, რომელიც შემდეგ პროფესიად იქცეოდა. მან იცოდა, რომ ყველაფერი ჰქონდა იმისათვის რომ ფეხბურთელი გამხდარიყო. მან დაიწყო მუშაობა და ასევე ღებულობდა რამოდენიმე არაოფიციალურ აღლუმებზე მონაწილეობას, თუმცა ფეხბურთი მაინც არ ავიწყდებოდა. რა თქმა უნდა, იგი თამაშობდა ახალგაზრდულ, სკოლის და მოყვარულების გუნდებში, მაგრამ მისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1958 წელს კუინზ პარკში, როდესაც მას 17 წელიწადი შეუსრულდა. იქ ფერგიუსონმა ორი წელი გაატარა. 31 მატჩიდან 20 გატანილი გოლი, მაგრამ ვერ შეძლო ძირითად შემადგენლობაში ადგილის შენარჩუნება და 1960 წელს სენტ-ჯონსტონში გადავიდა.

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი


სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი


ენერგიული ცენტრალური თავდამსხმელი, მან "მაკდიარდმის სტედიუმზე" 4 წელიწადი გაატარა. 1964 წელს გუნდი რეინჯერს შეხვდა, სადაც ფერგიუსონმა ხეტ-ტრიკი გააკეთა. იმ დღეს "სენტ ჯონსტონმა" პირველად მოუგო ისტორიაში რეინჯერს "აისბროქზე" და ფერგიუსონი პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ჰეტ-ტრიკი გააკეთა ამ გუნდის წინააღმეგ. "სენტ ჯონსტონის" შემადგენლობაში ალექსმა 19 გოლი გაიტანა 37 მატჩიდან; "დავმფერლაინში" მან თავისი შედეგი გააუმჯობესა 66 გოლი 89 მატჩიდან. თუმცა 1964/65 სეზონში მას წარუმატებლობის გამოცდაც მოუწია, როგორც ხდება ხოლმე წარმატებას უკან წარუმატებლობაც მოყვება. ერთ-ერთი მოხდა 1965 წელს, როდესაც ერთი საათი რჩებოდა შოტლანდიის თასის ფინალამე, იგი შემადგენლობიდან ამოაგდეს. მწვრთნელმა ვილი კანიგემა ახსნა თავისი გადაწყვეტილება იმით, რომ ფერგიუსონმა ცუდად ითამაშა წინა თამაშზე "სენტ ჯონსტონის" წინააღმდეგ. ფერგიუსონმა კი თავი ვერ დაიჭირა და მწვრთნელს ნაძირალა უწოდა. საერთო ჯამში, "დანფერმლაინმა" წააგო იმ მატჩში ანგარიშით 2-3, შემდეგ ვერ შეძლო ჩემპიონატის მოგებაც, გუნდი ერთი ქულით ჩამორჩა გამარჯებულს. შემდეგ სეზონში (1965-66) ფერგიუსონმა 45 ბურთი შეაგდო 51 მატჩიდან. ამ შედეგით ფერგიუსონმა გაინაწილა ლიგის ბომბარდირის ჯილდო "სელტიკის" თავდამსხმელთან ჯო მაკბრაიდთან. ოცდათერთმეტი ამ 45 გოლიდან ფერგიუსონმა ჩემპიონატში გაიტანა. ეს უდიდესი რეკორდი იყო ფერგიუსონის მიერ მოხსნილი, გუნდში რომელიც საკმაოდ დაბალი დონის იყო. ამან რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი ითამაშა ფერგიუსონის ოცნების შესრულებაში.

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი


დიახ, ათი წლის შემდეგ როდესაც იგი კუინზ პარკში გადავიდა მან დიდ წარმატებას მიაღწია იქ და შეძლო თავისი ოცნების ასრულება. რეინჯერსმა მასში 65000ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, იმ დროისათვის რეკორდული თანხა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ იგი თავის კარიერის პიკს მიახლოვებოდა, ფერგიუსონი 1969 წელს აღიარეს ერთ-ერთ იმ დამნაშავეთაგან, ვის გამოც რეინჯერსი დამარცხდა სელტიკთან შოტლანდიის თასის ფინალში ანგარიშით 4-0. ფერგიუსონი გუნდიდან გაუშვეს. მისი ძმა ამბობს, რომ იგი იმდენად გაბრაზებული იყო, რომ გადააგდო ის ჯილდო, რომელიც ფინალში მიიღო.

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი


სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი


ამბობენ, რომ იგი გუნდიდან წავიდა რელიგიური დისკრიმინაციის გამო, იმიტომ რომ კათოლიკელი ცოლი მოიყვანა. თუმცა თავის ავტობიოგრაფიაში "მართე შენი ცხოვრება" მან აღნიშნა, რომ საქმე ამაში არ იყო:გუნდმა იცოდა მის ცოლის რელიგიაზე ყველაფერი, როდესაც ფერგიუსონი კონტრაკტს აწერდა ხელს. გუნდიდან კი ის ზემოთ ხსენებული ფინალის გამო წავიდა. შემდეგი წლის ოკტომბერში "ნოტინგემ ფორესტს" სურდა მისი შეძენა, მაგრამ მისმა ცოლმა კეტიმ უარი განაცხადა ინგლისში ცხოვრებაზე, ამიტომ იგი გადავიდა "ფალკირკ''-ში. ფერგიუსონი გუნდში მოთამაშე მწვრთნელად დანიშნეს, მაგრამ ჯო პრენტის მოსვლის შემდეგ მწვრთნელის პოსტზე გაათავისუფლა იგი. ამის გამო, ფერგიუსონმა გამოთქვა სურვილი სხვა გუნდში გადასვლაზე და 1973 წელს გადავიდა "ეირ იუნაიტედში", რომელშიც დაასრულა საფეხბურთო კარიერა.

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი


სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი


სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი


სამწვრთნელო კარიერა ფერგიმ 32 წლის ასაკში დაიწყო, 1974 წელს "ისტ სტირლინგშირში", სადაც ძალიან დაბალი ხელფასი ჰქონდა. კვირაში იგი 40 ფუნტ სტერლინგს ღებულობდა. დისციპლინის დაყენების შემდეგ, მან ადვილად მოიპოვა პატივისცემა ფეხბურთელებისაგან. ზუსტად იმის შემდეგ, მას შეარქვეს "უშიშარი ნაძირალა". გუნდის თავდამსხმელმა ბობი მაკალიმ თქვა ფერგიუსონზე:"მან ჩვენ დაგვაშინა. აქამდე არავის არ მეშინოდა, მაგრამ იგი თავიდანვე საშინელი ნაძირალა იყო. ყველაფერი მის მიზნებზე იყო გათვალისწინებული. დროს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, არასდროს არ ატარებდა საათს. თუ მას რაიმეს დასრულება უნდოდა, ან გვიანობამე რჩებოდა მოედანზე ან დილას ადრე მოდიოდა. იგი ყოველთვის გვიერთდებოდა ვარჯიშებზე და გვათამაშებდა სიბნელეში იქამდე, სანან მისი ხუთეული არ გაიმარჯვებდა. იგი ჟინიანი, გიჟი და ენერგიული იყო. "

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი


მე მოვძებნე ჟურნალისტი ჯონ ფიცპატრიკი, რომელმაც პირველმა ჩამოართვა ინტერვიუ ფერგიუსონს სამწვრთნელო პოსტზე. ფიცპატრიკი, რომელიც 'Falkirk Herald''-ში მუშაობდა ისეთივე ჟინიანი იყო, როგორც ფერგი, საბოლოოდ მან იმდენს მიაღწია, რომ დაიწყო ისეთ გაზეთებში მუშაობა, როგორებიც არი London Evening და Standart The Mail in Sunday. მან მითხრა, რომ უკვე 1974 წელს მიხვდა:ფერგიუსონი იმ ხალხის სიაში შედის, რომლებსაც ერთ ადგილზე გაჩერება არ უყვართ, მას ყველაფერი აქვს იმისათვის რომ წარმატებული მწვრთნელი გახდეს.

ფიცპატრიკი ამბობდა:"ალბათ, ფერგიუსონმა მორცხვად დაიწყო, მაგრამ მან გამაოცა. იგი ადაიანია, რომელმაც იცის თუ რა სურს მას. მან იცოდა, თუ როგორ მიეღწია სასურველ შედეგს და მზად იყო ამ შედეგისათვის ყველაფერი გაეკეთებია. იგი მტკიცე პიროვნება იყო, ძალიან მშრომი და შეყვარებული ფეხბურთზე. "ისტ სტირლინგსი" კი ტრამპლინი იყო მისთვის, იმისათვის რომ წარმატებული გამხდარიყო. ამაში ეჭვიც არ მეპარება. ყოველთვის, როდესაც მასთან მიევდა საუბარი, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ძალიან მოვიწყინე, როდესაც წავიდა აქედან, მაგრამ ვიცოდი რომ არა ერთხელ გავიგონებდი ალექს ფერგიუსონის სახელს-და ამაში არ შევმცდარვარ!"

ექვსი თვის შემდეგ, ფერგი ისტ სტირლინგიდან ჯოკ სტეინის რჩევით გადავიდა სენტ მირენში. წლების შემდეგ, ტონი ფრიცპატრიკმა, მაშინდელმა გუნდის კაპიტანმა თქვა ფერგიზე:"მან გამხადა მე კაპიტანი, როდესაც ჯერ კიდევ ჩვიდეტი წლის ვიყავი და ყოველთვის პატივისცემით მექცეოდა. ბევრჯერ გამიგია, თუ როგორ საუბრობდნენ მასზე და რა რეპუტაცია ჰქონდა მას, მაგრამ მას ჩემთვის არასდროს არ უსვრია ჩაის ჭიქა ან სხვა რამე. ფერგიუსონს ახალგაზრდული გუნდი ყავდა და ამის გაკეთება არ იყო საჭირო. ვფიქრობ, რომ ის იმ ადამიანთა სიას მიეკუთვნება, რომლებიც ისტორიაში შედიან და ეს ნიჭი მას ზემოდან აქვს ბოძებული."

ეს ჩვევა-იყო ლიდერი, ფერგიმ გამოამჟღავნა ჯერ კიდევ 1978 წელს, როდესაც იგი სენტ მირენადან გადავიდა აბერდინში. ოთხი წლის განმავლობაში, რაც ფერგიუსონმა გაატარა სენტ მირინეში გუნდი სრულიად შეიცვალა. როდესაც ალექსი მოვიდა სამწვრთნელო პოსტზე, გუნდი გადარჩენისათვის იბრძოდა მეორე დივიზიონში, წასვლის წინ კი ფერგიუსონმა ამ გუნდთან ერთად პირველი დივიზიონის ჩემპიონატი მოიგო.

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი


აბერდინშიც მისმა საქმესთან მიდგომა გაამართლა. აბერდინთან ერთად ფერგიუსონმა სამჯერ მოიგო ჩემპიონატი, ოთხჯერ შოტლანდიის თასი, ერთხელ შოტლანდიის ლიგის თასი, თასთა მფლობელთა თასი (უეფა) (გიოტბორგეში დაამარცხა მადრიდის რეალი ანგარიშით 2-1) ეს ყველაფერი მან რვა ნახევარ წელიწადში მოიგო. არაჩვეულებრივია იმას თუ გავითვალისწინებთ, თუ რამხელა განსხვავება ბიუჯეტში აბერდინსა და მის კონკურენტებს სელტიკს და რეინჯერსთან. მაშინდელი გუნდის ნახევარმცველი და დღევანდელი ბირბირგემის მწვრთნელი ალექს მაკლიში ამბობს:"ალექსი ლიდერად არის დაბადებული ამ ქვეყანაზე. მას ყველაზე მეტად ეს გამოზდის. არ ააქვს მნიშვნელობა, რომელ გუნდთან მუშაობს ის, თუნდაც იუნაიტედი-იგი მაინც მიაღწევს ყველა გუნდთან წარმატებას. ფერგიუსონი უსახავდა ფეხბურთელებს დიდ რწმენას და მათ სჯეროდა მისი, მაშინაც კი როდესაც ჩვენ მადრიდის რეალს ვეთამაშებოდით, ალექსი საერთოდ არ ნერვიულობდა და ყურადღებას აქცევდა იმას, რომ არც ჩვენ გვენერვიულა. მას გიგანტური სულისკვეთება აქვს."

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი
სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი
სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი


წარმატება, რაც ფერგიუსონმა აბერდინთან ერთად მოიპოვა, ერთისმხრივ შურის ძიება იყო რეინჯერსისათვის. 8 წლის განმავლობაში ფერგიუსონმა შოტლანდია ფეხებით ამოატრიალა და არ გაახარა არც სელტიკი და არც რეინჯერსი. მის მოსვლამდე გუნდს ტიტული 1955 წლამდე ვერ მოეგო, მაგრამ ფერგიუსონმა გამოასწორა სიტუაცია და 1980 წელს აბერდინი ჩემპიონი გახდა. პირველად თხუთმეტი წლის განმავლობაში ეს ტიტული არ ერგო არც სელტიკს და არც რეინჯერს. ფერგიუსონმა იგრძნო, რომ დაიმსახურა პატივისცემა თავისი ფეხბურთელებისაგან და შემდეგ თქვა:"ეს იყო წარმატება, რომელმაც გაგვაერთიანა ჩვენ. მე როგორც იქნა შევიძინე ფეხბურთელები, რომლებსაც სჯერათ ჩემი." ამის შემდეგ აბერდინმა ჩემპიონატი ორჯერ მოიგო ზედიზედ-1984 და 1985 წლებში. ამის გარდა გუნდმა სამჯერ მოიგო ზედიზედ შოტლანდიის თასი-1982, 83 და 84 წლებში, მაგრამ ყველაზე დიდი სიხარული იყო, მაშინ როდესაც გუნდმა დაამარცხა მადრიდის რეალი თასთა მბლობელთა თასის ფინალში. სანამ ფერგიუსონი იუნაიტედის მწვრთნელი გახდებოდა, მანამდე მას ცოტახნით მოუწია შოტლანდიის ნაკების გაწვრთნა-ეს მოხდა ჯოკ სტენის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ. ფერგიუსონმა აღიარა, რომ შოკში იყო დიდი სტენის სიკვდილის შემდეგ, რომელსაც თვლიდნენ ფერგიუსონის მწვრთნელად. 10 სეკტემბერს 1985 წელს კვალიფიკაციური მატჩის დროს უელსის წინააღმდეგ, რომელიც ფრედ დამთავრდა, ფერგი სელტიკის ყოფილ მწვრთნელთან ერთად იმყოფებოდა სათადარიგო სკამზე და ეხმარებოდა მას ნაკრების მატჩზე. მატჩის დამთავრებამდე სტეინს გულის შეტევა მოუვიდა და გონება დაკარგა. ის მატჩი ფრედ დამთავრდა, თუმცა ამას აზრი აღარ ჰქონდა. ჯოკ სტენი გარდაიცვალა ნინიან პარკის გასახდელში.

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი


ფერგიუსონმა თავისი ტკივილი ოცი წლის შემდეგ გამოხატა. იგი ყვებოდა:"დღესაც მენატრება ის დღეები გუნდის სასტუმროში, როდესაც ის შოტლანდიის მწვრთნელი იყო, მე კი მისი ასისტენტი. რა თქმა უნდა, მას ღამეები არ ძინავდა და ალპარაკობდა თუ ამის ნებას მისცემდით. ღამის სამ საათზე მე ხშირად ვეუბნებოდი:"ჯოკ, ხვალ 12 საათზე გუნდი უნდა ვავარჯიშო, თქვენი არ ვიც მაგრამ მე ვიძინებ." ის კი მპასუხობდა:"თქვენ შეგიძლიათ დილასაც წაიძინოთ ცოტა." შემდეგ შეტრიალდებოდა ჯიმი სტილთან გუნდის მასაჟისტთან და არაჩვეულებრივ ადამიანთან და ეტყოდა:"სტილი, შეუკვეთეთ კიდევ ერთი ჭიქა ჩაი, გთხოთ." მისი მოსმენა ძალიან საინტერესო იყო. როდესაც საუბრობ ხალხთან, ისინი აუცილებლად ჩარევენ თავის საქმეს და შეიქებენ საკუთრ თავს. მაგრამ ჯოკზე შეიძლება ვთქვათ, რომ ყოველთვის, როდესაც მე ვეკითხებოდი სელტიკზე და იმას თუ როგორ მიაღწია ამდენს, იგი არასდროს არ გიპასუხებდათ."


სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი


მას ენატრება დიდი ჯოკი, აკლია მეგობარი და სპეციალისტი, რომელიც დაეხმარებოდა რთულ შემთხვევებში. შოტლანდიის მწვრთნელის პოსტზე ფერგიუსონმა 16 ოკტომბრიდან 1985 წლიდან 1986 წლის 13 ივნისამდე გაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკაში. ნაკრების თამაში არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი იყო:სამი გამარჯვება, ოთხი ფრე და სამი მარცხი.

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი 1-ი


შესაძლოა შოტლანდიამ არც თუ ისე კარგად ითამაშა მექსიკაში, მაგრამ როდესაც ფერგიუსონი დაბრუნდა მასზე ძალიან დიდი მოთხოვნილება იყო. ბარსელონა, არსენალი, რეინჯერსი, ტოტემჰემი და მანჩესტერ იუნაიტედი. ტოტემჰემის შემოთავაზება ძალიან სასიამოვნო იყო ფერგიუსონისათვის და იგი ლამის დათანხმდა მათ, მაგრმა როდესაც მან მოისმინა მანჩესტერის შემოთავაზება, იქვა გადაიფიქრა და წითლები ირჩია.

ასე დაიწყო ლეგენდა სერ ალექსა და მანჩესტერ იუნაიტედზე.

გაგრძელება იქნება ...
ბიოგრაფიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
12 ივლისი 2013 16:47
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ყველას მოგესალმებით...მინდა გაგახაროთ თქვენც და საკუთარი თავიც იმით, რომ დღეიდან მე დავუბრუნდები მუშაობას და შევეცდები საიტს დავეხმარო წინსვლაში. რაც შეეხება ამ სტატიას, ალბათ ბევრმა იცის რომ მე უკვე მქონდა დაწყებული ფერგიუსონის ბიოგრაფიის წერა, მაგრამ იმის გამო რომ მე აბიტურიენტი ვიყავი და გამოცდები მქონდა, უბრალოდ დრო არ მრჩებოდა ამის გასაგრძელებლად. ახლა კი ყველაფერი მოვილიე და ხელთავიდან ვიწყებ ამ სტატიის გამოქვეყნებას იმისათვის, რომ ყველამ, ვისაც შესაძლებლობა არ ჰქონდა წაეკითხა ახლა წაიკითხოს. მადლობთ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: Malboro463
12 ივლისი 2013 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5866
შენი სიახლები ყოველQთვის მომწონდა ძველი საიტიდან ყოველთვის ვინახავდი და დანარჩენი ნაწილებიც შ ენახული მაქვს ვორდში
0
№3
ავტორი: BERDI
12 ივლისი 2013 17:21
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ViDa,
საღოლ ვიდა აუცილებლად წავიკითხავ გამე კარგია რო დაბრუნდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: NeymaR
12 ივლისი 2013 17:33
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ViDa,
საღოლ ძმაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№5
ავტორი: UTD-Rule
12 ივლისი 2013 18:02
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
აი ეს მესმის! მართლა ველოდებოდი სერ ალექსის ბიოგრაფიის გაგრძელებას და აი ისიც feel Good Job good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: Manchester_M
12 ივლისი 2013 22:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ViDa, საღოლ მალადეც სიტყვები არ მყოფნის მაგარი ნამუშევარია good2 3d_5 manunited
0
№7
ავტორი: TrueRed
12 ივლისი 2013 23:33
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
exla cota xanshi chavujdebi.. ise sheni statiebi sul momwonda da momwonn.. esac guli migrdznobs rom dzaan magari iqneba...
0
№8
ავტორი: negative
13 ივლისი 2013 01:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
კარგია საღოლ
0
№9
ავტორი: chicharito-ronaldo
13 ივლისი 2013 02:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
super fergieeeee
0
№10
ავტორი: VaRdo
13 ივლისი 2013 04:31
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ლაშაააააა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top