თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2013, 14:35
ავტორი: Esi,
ნანახია: 1813,
კომენტარები: 4
კოული:შანსი შთაბეჭდილების მოხდენისა
"ეს არის შანსი თითოეული ფეხბურთელისა,რომ შთაბეჭდილება მოახდინონ ახალ მწვრთნელზე"-განაცხადა ენდი კოულმა
კოული:შანსი შთაბეჭდილების მოხდენისა
დევიდ მოიესი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის რანგში შაბათს გავა მოედანზე,სადაც კლუბი სინგა ოლ სტარის თერთმეტეულს დაუპირისპირდება ბანკოკში.ეს არის პირველი შანსი თითოეული ფეხბურთელისთვის,რომ ახალ მწვრთნელს თავი მოაწონონ მათი თამაშით.

ამ ყველაფერზე კი ყოფილმა მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელმა ენდი კოულმა ManUtd.com-თან ისაუბრა.

"ყველა ეცდება,რომ დაიხარჯოს მაქსიმალურად,მათ შორის იმ ფეხბურთელებმა,რომლებიც გასულ სეზონში იმედგაცრუებულნი იყვნენ თავიანთი მცირე სათამაშო დროით"

"ახალი მწვრთნელი მოვიდა ახალი იდეებით,ამიტომ ყველა ცდილობს შთაბეჭდილება მოახდინოს მასზე და დაიმკვიდრონ ადგილი ძირითად შემადგენლობაში"

"დიდი ხანი არაა რაც სერ ალექსმა დაგვტოვა და თითოეულ ჩვენგანს,მათ შორის ფანებსაც,ძალიან აინტერესებს თუ რა მოხდება მომავალში.ამას ჩვენ სულმოუთმენლად ველით"


მოიესმა შესაძლოა შანსი მისცეს მანჩესტერ იუნაიტედის 20 წლის ახალწვეულ ვილფრიდ ზაჰას შაბათს გასამართ მატჩზე.

"მე არ მქონდა გავსაუბრებოდი ზაჰას დიდხანს.მას ჰქონდა ბევრი სათამაშო დრო კრისტალ პალასში და ის ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია"-დაამატა კოულმა,რომელიც ასევე თან ახლავს კლუბს ტურნეზე.

"ეს მისი პირველი მოგზაურობა მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად და არ ვფიქრობ,რომ მას სცოდნოდა რა მოხდებოდა აქ,მაგრამ ახლა მან უკვე იცის ეს"

"ის მიხვდა,რომ მოხვდა ძალიან დიდ კლუბში,ასევე მიხვდა იმას,რომ მას აქვს ძალიან დიდი მომავალი კლუბთან ერთად"


ასევე კოული შეეხო იმ ფაქტს,რომ იუნაიტედის მწვრთნელთა შტაბს ორი ახალწვეული შეემატა გიგზისა და ფილ ნევილის სახით,რომლებიც კოულთან ერთად დიდი ხნის მანძილზე თამაშობდნენ იუნაიტედში.

"გიგზზე კომენტარი ზედმეტია,მან 900 მატჩზე მეტი ჩაატარა,ეს არის წარმოუდგენელი რამ"

"შესაძლოა ბევრისთვის სიურპრიზი ყოფილიყო ფილის იუნაიტედში დაბრუნება,მაგრამ მე მასთან ადრე ვილაპარაკე და სულმოუთმენლად ელის თავისი ახალი სამუშაოს დაწყებას"



წყარო:manutd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: NeymaR
12 ივლისი 2013 14:36
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
საღოლ ავტორ !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№2
ავტორი: UTD-Rule
12 ივლისი 2013 15:04
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვნახოთ ზაჰა რას იზამს feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Shako Jones
12 ივლისი 2013 15:39
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ენდრიუ <3
0
№4
ავტორი: love united
12 ივლისი 2013 16:12
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ზაა,იანუზაი და პაუელი უნდა იყვნენ ძირითადში ჩემი აზრით...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top