უეინ რუნიმ კომენტარი გააკეთა,თავისი მანჩესტერის დატოვების მიზეზის შესახებ.მან განაცხადა,რომ ტრავმა რომელიც მან მიიღო არც ისე სერიოზულია როგორც პირველად გამოჩნდა.
«ძალიან არ მესიამოვნა ამ არც ისე დიდი ტრავმის მიღება,განსაკუთრებით იმიტომ,რომ ვარჯიშები ძალიან კარგად მიდიოდა.ვბრუნდები მანჩესტერში სრული გამოკვლევა ჩავიტარო,თუმცა პირველი შეხედვით დიდად სანერვიულო არაფერი არის » დაწერა უეინმა თავისი ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე.
როგორც მოსალოდნელია უეინი შეძლებს მოხვდეს შემადგენლობაში,პრემიერ ლიგის პირველ ტურში "სუონსის" წინააღმდეგ.თუმცა ითამაშებს თუ არა ინგლისელი ფორვარდი ქომიუნითი შილდის ფინალში საკითხავია.