თბილისი:
მანჩესტერი:
11-07-2013, 18:29
ავტორი: Rooney,
ნანახია: 4408,
კომენტარები: 18
"კლასი 92"
თქვენს წინაშეა ოქროს ექვსეული...
ძალიან რთულია ამ ბიჭებზე ისაუბრო. მე მათ "ფერგის ბიჭებს" დავარქმევდი. ისინი 1992 წელს გამოჩნდნენ მსოფლიო ფეხბურთში და მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ექვსივე ასეთ დიდ სახელს დატოვებდა საფეხბურთო სამყაროში. დღეს სწორედ იმ ქევსეულზე ვაპირებ საუბარს, რომელშიც შედიან : რაიან გიგზი, ნიკი ბატი, დევიდ ბექჰემი, გარი და ფილ ნევილები და "წითური პრინცი" - იგივე პოლს სქოულზი.

21 წლის წინ, ისინი ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ენეპეტალში სეირნობდნენ. სახელგანთქმული "92-იანის კლასი" მომავალი წარმატებების გზაზე იდგა.

დიახ, მათ წინ მთელი ჰორიზონტი ჰქონდათ გადაშლილი. ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის ყველაზე წარმატებული ექვსეული ქალაქის ცენტრში, რესტორანში იჯდა, საჭმელს მიირთმევდა და სვამდა. ბიჭებს ჯინსები, მაისურები, პერანგები და სპორტული ფეხსაცმელები ემოსათ და არაფრით განსხვავდებოდნენ ქალაქში მოსეირნე სხვა თანატოლებისგან. არ განსხვავდებოდნენ იქამდე, ვიდრე სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს არ შეუერთდნენ და ყველაფრის მომგები "მანჩესტერ იუნაიტედის" ხერხემლად არ გადაიქცნენ. გუნდისა, რომელმაც 1999 წელს ტრებლი მოიგო. მათ შორის არ იყო რაიან გიგზი, რომელიც უკვე პირველ გუნდში იყო გადაყვანილი და ფილ ნევილი, რომელმაც მოგვიანებით თავადაც იმარჯვა იუნიორთა ასოციაციის თასზე. იმ შემადგენლობაში იყვნენ დევიდ ბექჰემი, გარი ნევილი, პოლ სქოულზი და ნიკი ბატი. მათი დახმარებით "წითლებმა" ტურნირის ფინალში გააღწიეს, სადაც "ლევერკუზენთან" 1:0 დამარცხდნენ. ეს "იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდისთვის უიშვიათესი შემთხვევა გახლდათ. გუნდისთვის, რომელიც "ბასბის ბიჭების" ეპოქის შემდეგ ყველაზე ნიჭიერად ითვლებოდა. არადა, ამ ორ ეპოქას თითქმის 4000 ოფიციალური თამაში და 100-მდე ტიტული აშორებდა ერთმანეთს.


მე მოგიყვებით თითოეული მათგანის ისტორიას. პირველ რიგში დავიწყოთ რაიან გიგზით:


"კლასი 92"


გიგზი დაიბადა წმინდა დევიდის საავადმყოფოში, უელსის დედაქალაქ კარდიფში.მამა, დენი ვილსონი, იყო ცნობილი მორაგბე, დედა კი ლინ გიგზი.(ამჟამად ლინ ჯონსონი)ბავშვობაში გიგზი იზრდებოდა ელიში, დასავლეთ კარდიფის გარეუბანში, მაგრამ დროის დიდ ნაწილს ატარებდა დედის მშობლებთან პენთრიბეინში და მათი სახლის წინ მდებარე ქუჩაში უმეტესად ფეხბურთის თამაშში. 1980 წელს, როდესაც გიგზი 6 წლის იყო, მამამისმა კონტრაქტი გააფორმა რაგბის კლუბ სვინთონთან და მთელი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სალფორდში, მანჩესტერში.

მანჩესტერში გადასვლის შემდეგ, გიგზი თამაშობდა ადგილობრივ გუნდშ "დინსში", რომლის მწვრთნელი "მანჩესტერ სიტის" სკაუტი დენის სკოფილდი იყო. მისი პირველი შეხვედრა "დინსის" რიგებში "სტრეტფორდ ვიქსის" წინააღმდეგ დასრულდა მარცხით 9–0. მიუხედავად ამისა, ბევრი ამბობდა რომ გიგზი იმ დღეს მოედანზე საუკეთესო მოთამაშე იყო. სკოფილდმა რეკომენდაცია გაუწია გიგზს მანჩესტერ სიტისთან და მალე იგი მანჩესტერ სიტის საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა. ის ბრწყინვალე იყო და დღითი-დღე აუმჯობესებდა თამაშს. როდესაც გიგზი სიტიში ირიცხებოდა ის იუნაიტედის ფორმით დადიოდა ვარჯიშებზე. მისთვის მწვრთნელს უთქვამს - თუ კიდევ ერთხელ ჩაიცმევ ვარჯიშზე "იუნაიტედის" მაისურს გაგიშვებო. გიგზს თავისი მაინც არ დაუშლია და კვლავ გაუგრძელებია "იუნაიტედის" მაისურით ვარჯიშებზე სიარული.

გიგზი აგრძელებდა თამაშს სალფორდელი ბიჭების რიგებში. ისინი გავიდნენ გრანადას სასკოლო თასის ფინალში, რომელიც უნდა გამართულიყო ენფილდზე 1987 წელს. გიგზი იყო "სელფორდის" კაპიტანი, რომელმაც დაამარცხა მეტოქეები ბლექბერნიდან. მას თასი გადასცა ლივერპულის მთავარმა სკაუტმა რონ იეითსმა. იეითსზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გიგზის თამაშმა და რეკომენდაციასაც გაუწევდა გიგზს ლივერპულის მწვრთნელ კენი დალგლიშთან, მაგრამ იმ დროისათვის გიგზი უკვე მანჩესტერ სიტის წევრი იყო. სანამ "დინსში" თამაშობდა, მას რეგულარულად აკვირდებოდა ადგილობრივი გაზეთების გამყიდველი და "მანჩესტერ იუნაიტედის" სტიუარდი - ჰაროლდ ვუდი. ვუდი რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციას გიგზის შესახებ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას, მაგრამ მათ არავინ გამოუგზავნიათ გიგზის სანახავად, სანამ ვუდი პირადად არ ესაუბრა სერ ალექს ფერგიუსონს. ვუდმა უთხრა იუნაიტედის მწვრთნელს: "ის ამჟამად სიტიში ირიცხება და თუ მას დაკარგავთ, ინანებთ!" ფერგიუსონმა გაგზავნა სკაუტი დინსის თამაშზე, რომელიც ისე მოიხიბლა გიგზის თამაშით, რომ ეს საკმარისი "იუნაიტედს" გიგზისთვის შეეთავაზებინა სინჯები 1986 წლის საშობაო პერიოდში. სინჯებამდე, გიგზი თამაშობდა მატჩს სალფორდელი ბიჭების შემადგენლობაში "იუნაიტედის" 15–წლამდელების წინააღმდეგ და ამ თამაშში შეასრულა ჰეთთრიკი. ფერგიუსონი მას თავისი ოფისის ფანჯრიდან აკვირდებოდა. 1987 წლის 29 ნოემბერს, მის 14–ე დაბადების დღეზე, ფერგიუსონი მივიდა გიგზთან სახლში "იუნაიტედის" სკაუტ ჯო ბრაუნთან ერთად და შესთავაზა ორწლიანი კონტრაქტი. გიგზი მაშინვე დათანხმდა.
გიგზი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა თავის 17–ე დაბადების დღეზე, 1990 წლის 29 ნოემბერს. ამ დროისთვის იგი უკვე მოიაზრებოდა ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად ინგლისურ ფეხბურთში ჯორჯ ბესტის შემდეგ.

რაიანი 1992-93 წლებში იუნაიტედი სრულფასოვან ფეხბურთელად ითვლებოდა და უკვე სასტარტო შემადგენლობაშიც ხშირად ხვდებოდა.

რაიან გიგზი ერთადერთი ფეხბურთელია რომელსაც პრემიერ ლიგის ყველა სეზონში აქვს გოლი გატანილი. ის დღესაც გამოდის "იუნაიტედის" რიგებში და ეხლახანს მოიესის ასისტენტადაც დაინიშნა.



ნიკი ბატი:

"კლასი 92"


"მანჩესტერში" მან 12 წელი გაატარა და 2004 წელს "ნიუკასლს" შეუერთდა. ბატმა თავისი კარიერა 2011 წელს სამხრეთ ჩინეთში, კლუბ ჰონკონგში დაასრულა.
ის ითვლებოდა უნიჭიერეს ფეხბურთელად. უნდა ითქვას, რომ მან მასზე გაცემული ავანსები გაამართლა. ის იუნაიტედის ღირსებას 10 წელი იცავდა და გუნდთან ერთად მან მოიგო ტრებლი, რაც მართლაც შესანისნავია. ბატი ერთ-ერთი ლიდერი იყო ოქროს ექვსეულში.


დევიდ ბექჰემი:


"კლასი 92"


დაიბადა ლეიტონსტოუნში ლონდონის გარეუბანში. მამა დევიდ ედვარდ ანან ბექჰემი დაკავებული იყო სამზარეულოს დამონტაჟებით, დედა კი დალაქი გახლდათ. მისი მამა ებრაელი იყო. თავის წიგნში ბექჰემს ნახსენები აქვს, რომ ხშირად დადიოდა დედასთან და დებთან ერთად სინაგოგაში. დევიდის ოჯახში ყველა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები იყვნენ და სწორედ ოჯახმა ჩაუნერგა ბექჰემს ამ კლუბის სიყვარული. ყვალაფერი დაიწყო ისე, როგორც იწყება ბევრი ბრიტანელი ბავშვისთვის. დევიდს ფეხბურთი უყვარდა და ადგილობრივ გუნდში "კინგფიშერში" თამაშობდა. პატარა დევიდისთვის ნომერ პირველი სპორტი ფეხბურთი გახლდათ და სხვა რამით დაინტერესება მას არც უცდია. მისთვის პირველი საჩუქარი იყო ბურთი , შედგეგ კი ყოველ დღესასწაულზე ოჯახი მას მანჩესტერ იუნაიტედის მაისურს ჩუქნიდა, რითაც დევიდი უზომოდ ბედნიერი იყო. ზემოთ ვახსენე, რომ ბექჰემი ლონდონში დაიბადა. ის ცხოვრობდა ისეთ კვარტალში, სადაც "ტოტენჰემის" ფანები იყვნენ. ამიტომ ბექზი დღემდე არის ტოტენჰემის გულშემატკივარიც. საინტერესო იყო, როდესაც მანჩესტერი ლონდონში ჩამოდიოდა ტოტენჰემთან სათამაშოდ დევიდს ვერ გაეგო თუ ვის მხარეს ყოფილიყო. როდესაც დევიდი მიიყვანეს პირველ ვარჯიშზე, მან ძალიან უხეშად ითამაშა, რის გამოც მას საყვადური უთხრეს და აუხსნენ რომ ფეხბურთი არის ისეთი თამაში სადაც უხეშობა მიუღებელია. პატარა დევიდი თამაშობდა და მისი გუნდელი იყო ალან სმიტი, რომელიც მისი მეზობელი იყო. ბექჰემი თავის საქმეს აგრძელებდა. თამაშობდა და მისი ტალანტი შესამჩნევი ხდებოდა. თავიდან ის ლეიტონში თამაშობდა სადაც ტოტენჰემის სკაუტმა შეამჩნია მაგრამ ტოტენჰემმა ფეხბურთელში ნიჭი ვერ დაინახა და სახლში გაუშვეს ერთ ერთ საბავშვო ტურნირზე კი დევიდი მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტმა მალკოლმ ფიცჯერალდმა შეამჩნია. მალკოლმი მივიდა დევიდის მშობლებთან და თხოვა, რომ მისი შვილი იუნაიტედში გაეშვათ. ამ ამბავმა კი მშობლები ისე გაახარა, რომ დევიდის დედა შეწუხდა სიხარულისგან. 11 წლის დევიდი "მანჩესტერში" გაემგზავრა. დევიდი თამაშობდა და მისი გამჭოლი პასები აოცებდა სერ ალექსს. მსოფლიოს დიდი ტალანტი ეზრდებოდა. ერთ დღეს ბექჰემების ოჯახში ტელეფონმა დარეკა, მასში კი სერ ალექს ფერგიუსონის ხმა ისმოდა, რომელმაც მშობლებს უთხრა, რომ ისინი დევიდისთვის პროფესიონალურ კონტრაქტს სთავაზობდნენ. ,,მამაჩემი მიყურებდა ისე რომ მე არვიცოდი რა მეთქვა და არც ის იცოდა თვითონ რა ეთქვა''. წერს თავის წიგნში ფეხბურთელი. თავიდან წასვლა შეკრებებზე და სახლიდან შორს ყოფნა დევიდს გაუჭირდა, მაგრამ მერე ამას ძალიან მიეჩვია. მის ირგვლივ ხომ ადამიანები ფეხბურთით ცხოვრობდნენ და მუდამ ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ. დევიდთან ერთად თამაშობდნენ პოლ სქოულზი,გარი ნევილი,ნიკი ბატი. გვერდით მოედანზე კი იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორიც ერიკ კანტონა და მარკ ჰიუზი იყვნენ. 1992 წელს ფერგიუსონმა თასის შეხვადრაში ბრაიტონთან ახალგაზრდებს მისცა შანსი. დევიდი მეორე ტაიმში შემოვიდა და მან მარჯვენა ფლანგზე ანდრეა კანჩელსკისი შეცვალა. როცა დევიდი მოედანზე შედიოდა ისე ნერვიულობდა, რომ სულ კანკალებდა და მან თავი სათადარიგოთა სკამს გაარტყა, რასაც სიცილი მოყვა. სერ ალექსი მივიდა და შეამოწმა მას თავი გახეთქილი ხომ არ ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა. 1993 წელს ბექჰემი ოფიციალურად გახდა იუნაიტედის ფეხბურთელი. ძირითადში ბექჰემმა პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე "გალათასარაის" წინააღმდეგ ითამაშა, სადაც მანჩესტერს გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდა და ფერგიმ გადაწყვიტა ახალგაზრდები ეთამაშებინა. მათ რიცხვში აღმოჩნდა დევიდი და ნახევარ საათში მან გოლი გაიტანა. ,,მე ეს მომენტი არასოდეს დამავიწყდება. მე გავიტანე პირველი გოლი. პირველი კი ვინც მომილოცა იყო ერიკ კანტონა. ეს უდიდესი ფეხბურთელი, რომელიც ჩემთან მოვიდა და მომილოცა. მე ემოციები ვერ შევიკავე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები. ჩვენ 4-0 მოვიგეთ და ამაში ჩემი წვლილიც იყო. მე უზომოდ ბედნიერი ვიყავი''-იხსენებს ბექჰემი,1995 წლის 2 აპრილს კი დევიდს დებიუტი პრემიერლიგაში ჰქონდა ლიდსის წინააღმდეგ. ამ სეზონში მანჩესტერმა პრემიერლიგა და ინგლისის თასი მოიგო.

2003 წლის დასაწყისში, როდესაც ბექჰემი გუნდში მივიდა , ის უკვე მსოფლიო ვარსკვლავი იყო. პრესა წერდა, რომ მისით ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული, მაგრამ ამ ყველაფერს ბექზი უარყოფდა. შემდეგ კი მას ურთიერთობა აერია სერ ალექსთან, რომელიც ამბობდა, რომ ბექჰემი თავის ცოლს უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა და პირველი სკანდალი აქ წარმოიშვა, მაგრამ მალე ჩაწყნარდა და ბექჰემი ძირითადში იყო. მთვარი ინციდენტი კი 2003 წელს მოხდა, როდესაც მანჩესტერი არსენალთან დამარცხდა. ფერგიუსონმა ბექჰემს ბუცი ესროლა და წარბი გაუხეთქა. ამან მსოფლიო აალაპარაკა და ბექჰემი გუნდიდან უნდა წასულიყო . თითქოს ყველაფერი გამოსწორებისკენ მიდიოდა, მაგრამ ბექჰემი აღშფოთდა როდესაც ფერგიუსონმა ის მადრიდის რეალის წინააღმდეგ არ დააყენა ძირითადში. შეცვლაზე შემოსულმა ბექჰემმა 2 გოლი გაიტანა, მაგრამ მანჩესტერი გამოვარდა. ფერგიუსონს ბექჰემმა ანიშნა, რომ არ უნდა გაეკეთებინა ეს. სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბმა მისი გაყიდვა განიზრახა, ბექჰემს კი ამის სურვილი საერთოდ არ ჰქონია. ამიტომ მისით მადრიდის რეალი დაინტერესდა, ფლორენტინო პერესი იმ დროისთვის ქმნიდა ისეთ გუნდს რომელიც დაუმარცხებელი იქნებოდა. ზიდანი,ფიგუ,რონალდო,რაული და მათ ბექჰემიც დაემატა, რომელშიც მადრიდმა 35 მილიონი გადაიხადა, მაგრამ უდიდესი მოგება ნახა ბექჰემის რეკლამებიდან , 23 ნომრიანი მაისურის გაყიდვით. ამიტომ სამეფო კლუბმა უდიდესი მოგება ნახა ისევე როგორც ბექჰემმა. დევიდი ძალიან პოპულარულია აზიაში, სადაც 10 ათასობით ფანი ყავს. ბექჰემი ორჯერ გახდა FIFA World-ის წლის ფეხბურთელი
და ბოლოს, ვინც არ იცით გეტყვით , რომ რამოდენიმე ხნის წინ ჩატარდა მანჩესტერის ფანებში გამოკითხვა თუ ვინ იყო საუკეთესო 7 ნომერი და პირველ ადგილზე დევიდი გავიდა. მანჩესტერის ფანებში ის წაუშლელი გმირია. ბექზი დღესაც დადის მანჩესტერის თამაშებზე , მისი კარგი მეგობრები არიან რაიან გიგზი ძმები ნევილები ნიკი ბატი, პოლ სქოულზი. დევიდ ბექჰემი , ადამიანია რომელიც დღემდე ძალიან უყვართ მანჩესტერში. ის არასოდეს არ ამოიშლება ფანების გულებიდან. მისმა ბრწყინვალე გოლებმა ბევრჯერ გაახარა მაყურებლები ის მანჩესტერ იუნაიტედის ცოცხალი ლეგენდაა.

ბექჰემმა პენსიაზე გასვლა 38 წლის ასაკში გადაწყვიტა. ბოლოს საფრანგეთის კლუბ "პარი სენ ჟერმენში" გამარჯვება იგემა. მან ასევე ითამაშა მადრიდის "რეალში, "მილანში" და "გალაქსში". დევიდი "მანჩესტერის" გულშემატკივრისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო 7-ნომრიანი მოთამაშე იყო. ინგლისელს "მანჩესტერი" იმდენად უყვარს, რომ რამდენიმე თვის წინ ინგლისური კლუბებისგან არაერთხელ მიიღო შეთავაზება, თუმცა უმალ უარი განუცხადა მათ და შემდეგნაირად განაცხადა: "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია".

გარი და ფილ ნევილები:

"კლასი 92"

გარი ნევილი მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში 1991 წელს ჩაირიცხა. 1992 წელს, კი სადებიუტო თამაში ჩაატარა მოსკოვის ტორპედოსთან. 1994 წლიდან იგი გახდა მანჩესტერ იუნაიტედის რეგულარული მოთამაშე მარჯვენა მცველის პოზიციაზე. 2004 წელს მან ხელი მოაწერა ოთხ წლიან კონტრაქტს და გააგრძელა მანჩესტერთან ერთად თამაში.
2005 წლის დეკემბერში, როი კინის გუნდიდან წასვლის შემდეგ იგი გახდა მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი.
გარი ნევილს მანჩესტერთად ერთად აქვს მოგებული: 7 პრემიერლიგა 3ასოციაციის თასი, ორი ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი.ნევილმა გაიტანა შვიდი გოლი 568 თამაშში. იგი არის მეხუთე მანჩესტერის მოთამაშეებს შორის, ჩატარებული მატჩების რაოდენობით.

გარის უმცროსი ძმა, ფილი 1992 წელს მანჩესტერის ერთ-ერთი საუკეთესო კლასის მოთამაშე იყო. 2005 წელს ფილი "ევერტონს" შეუერთდა, გადაეცა კაპიტნის სამკლაური, ახლა კი "იუნაიტედში" დაბრუნდა და მთავარი მწვრთნელ დევიდ მოიესის ასისტენტი იქნება.

პოლ სქოულზი იგივე წითური პრინცი:

"კლასი 92"

„მანჩესტერში“ აღმოჩნდა 14 წლის ასაკში მას შემდეგ, რაც შენიშნა სკაუტმა მისი სკოლაში თამაშისას. მისი დებიუტი შედგა 1994-95 წლების სეზონში. მალე ის გახდა კლუბის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, მოიგო ოქროს ჰეთ-თრიქი კლუბთან ერთად 1998-99 წლების სეზონში, მოიგო ათი სამი ინგლისი თასი და 2 ჩემპიონთა ლიგის მედლები.

"ოქროს" სეზონების სერია "ოლდ ტრაფორდზე" 1995/96 წლებში დაიწყო, როდესაც მან შესანიშნავად შეცვალა ერიკ კანტონა, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდა თავის გუნდს. იმ სეზონზე "იუნაიტედმა" დუბლი შეასრულა, პოლმა კი დაიკავა მეორე ადგილი ბომბარდირებში 14 გოლით. მან მოიგო "ტრებლი" 99 წელს, მაგრამ ვერ შეძლო უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობის მიღება დისკვალიფიკაციის გამო. და "იუნაიტედის" წარმატებისთვის მისი 20 გოლი 2003 წელს უბრალოდ აუცილებელი იყო.

სქოულზის ელეგანტური, ზუსტი პასი რჩება ერთ-ერთ იშვიათ მოვლენად თანამედროვე ფეხბურთში. მისი გასაოცარი გოლის გატანის ალღო და მოულოდნელი ჩართვები შუა ხაზიდან ძალიან წაადგა მის ქვეყანასა და ეროვნულ ნაკრებს 66 მატჩში.

თვალის პრობლემების გამო წითურ პრინცს (ასე უწოდეს მას გუნდის გულშემატკივრებმა) თითქმის არ მიუღია მონაწილეობა 2005/06 სეზონში. მან მოახდინა საოცარი დაბრუნება 2006/07 სეზონზე და დაეხმარა "წითლებს" დაებრუნებინათ პრემიერ ლიგის ტიტული. მის დაუვიწყარ მომენტებს შორის შეგვიძლია აღვნიშნოთ პირველი გოლი "ლივერპულის" კარში 2006 წელს, რომელიც "იუნაიტედის" გამარჯვებით 2 - 0 დასრულდა და ორი კვირის შემდეგ უმაღლეს დონეზე შესრულებული დარტყმა "ასტონ ვილას" კარებში, "იუნაიტედმა" ამ მატჩში 3 - 0 სძლია მოწინააღმდეგეს. იმ სეზონზე მანჩესტერის წლის საუკეთესო გოლად სწორედ ეს უკანასკნელი დასახელდა.

მისი უდიდესი შრომა დააფასეს, როგორც ფეხბურთელებმა, ისე პრესამ – მან დაიკავა მე-3 ადგილი «წლის მოთამაშის» ნომინაციაში «პროფესიონალი ფეხბურთელების ასოციაციის» და მეოთხე «საფეხბურთო ჟურნალისტების ასოციაციის» ვერსიით. ორივე ჯილდო მისმა თანაგუნდელმა კრიშტიანო რონალდუმ მოიპოვა.

პოლმა შემდეგ სეზონზეც შეინარჩუნა ჩვეული ფორმა. 2008 წლის აპრილში კატალონიის "ბარსელონას" კარში გატანილი გოლით, მან გაინაღდა ადგილი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მოსკოვში, როგორც გუნდისთვის, ისე თავისთვის. საბოლოო ჯამში ის დაეხმარა "წითლებს" დუბლის გაფორმებაში.
სქოულზს „მანჩესტერის“ მაისურით ჩატარებული აქვს 677 შეხვედრა, ამ მაჩვენებლით ის მეოთხე ფეხბურთელია კლუბის ისტორიაში. სქოულზმა დიდი ფეხბურთიდან წასვლა დაგეგმა 2011 წლის 31 მაისს, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ ეთამაშა 2011-12 წლების სეზონის ბოლომდე.
სქოულზი მართლაც რომ ბრწყინვალე იყო მერე რა რო ის არასდროს გამხდარა მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი მას ისედაც გენიოსად მოიხსენიებს ყველა ის ინგლისელი მაესტრო იყო.

არ ვამტკიცებ, რომ "კლასი 92" ისეთივე ძლიერი იყო, როგორც "ბასბის ბიჭები", მაგრამ მათ ბევრით ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდნენ. მეგობრობის გატანის უნარი, რაც თითოეულ მათგანს ჰქონდა, დიდად დაეხმარა საფეხბურთო მინდვრებზე. ისინი მუდამ ასეთები იქნებიან, ერთმანეთზე ყოველთვის იზრუნებენ.

დარწმუნებული ვარ, რომ დევიდ მოიესმა ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა, როცა გიგზი თავის შტაბში დაასაქმა და ფილ ნევილი დააბრუნა. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს სქოულზიც აუცილებლად დაბრუნდება. დევიდს ისინი სერიოზულად დაეხმარებიან. თუნდაც მათი გამოცდილება გაითვალისწინეთ. მარტო გიგზს ათასზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. ამ ყოველივეს შემდეგ თუკი ვერაფერი ისწავლე, სულელი უნდა იყო.
სიახლეები, სტატიები, ბიოგრაფიები, ლეგენდები
18 კომენტარი
№1
ავტორი: Rooney
11 ივლისი 2013 18:32
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
დავიღალე :დდ ცუდი არ გამოსულა ნეტა ეს ექვსეული გვყავდეს ახალგაზრდები და გამოექანოს ყველა ტიაგოც სტროუტმანიც ფაბგერასიც მაურინიოც გვარდიოლაც და ყველა :\
0
№2
ავტორი: Amerigo
11 ივლისი 2013 18:35
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
Rooney,
ხოო!
0
№3
ავტორი: Paul Scholes 22
11 ივლისი 2013 23:52
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
Rooney,
საღოლ გიუშშ გიწვალია :*...არ ვიცოდი ტოო რა ნიკით იყავიი :D:D ამას ხვალ წავიკითხავ..შესავალი დავიწყე და ხვალ ჩავუჯდები ჯიგრულად:*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№4
ავტორი: BERDI
11 ივლისი 2013 23:56
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Rooney,
საღოლ აი ძალიან მაგარი სიახლეა საღოლ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: NeymaR
12 ივლისი 2013 00:13
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ციტატა: Rooney
დავიღალე :დდ ცუდი არ გამოსულა ნეტა ეს ექვსეული გვყავდეს ახალგაზრდები და გამოექანოს ყველა ტიაგოც სტროუტმანიც ფაბგერასიც მაურინიოც გვარდიოლაც და ყველა :\

ჩვენს კონკურენტ საიტზეც საკაიფოდ წერდი ამგვარ სიახლეებს :))) საღოლ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№6
ავტორი: Amanda Seyfried
12 ივლისი 2013 01:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ჩემი წითური პრინცი love
0
№7
ავტორი: (((GGMU)))
12 ივლისი 2013 01:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
ძააან მომეწონა ^_^
0
№8
ავტორი: Manchester_M
12 ივლისი 2013 09:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სგ ძან მაგარი სტატია გამოგივიდა!!! gun2
0
№9
ავტორი: Thiago
12 ივლისი 2013 10:17
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 55
საღოოლ ავტორრ გიწვალია ძან ბევრი
0
№10
ავტორი: Dato de gea quantana
12 ივლისი 2013 12:17
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 89
სიახლე დამიდეთ რაა 3d_12
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ M-A-N-C-H-E-S-T-E-R
U-N-T-E-D

Rel.ge
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top