ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ტიაგო ალკანტარას დარჩენისკენ მოუწოდა.
22 წლის ტიაგო ალკანტარა , ამ ზაფხულში ”მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მიზანია. ტიაგოს გადმობირებისათვის , ”წითელმა ეშმაკებმა” 15 მილიონი უნდა გადაიხადონ და რაც მთავარია მიიღონ თანხმობა მოთამაშის მხრიდან.
ამავდროულად , მხოლოდ ერთი წელი რჩება მსოფლი თასის დაწყებემდე. მას შემდეგ , რაც ტიაგომ ახალგაზრდულ ნაკრებში გაიბრწყინა მას აქვს შანსი გაემგზავროს ბრაზილიაში მთავარ გუნდთან ერთად. მაგრამ ამისათვის მას პრაქტიკა და სათამაშო დრო სჭირდება. დელ ბოსკეს აზრით , ტიაგო სათანადო პრაქტიკას ”ბარსაშიც” მიიღებს.
”ტიაგოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია , რომ მან სათამაშო დრო მიიღოს. მას ბევრი ვარიანტი აქვს , მაგრამ ვფიქრობ , რომ იგი ამ დროს ”ბარსელონაში” მიიღებს. კლუბი მას დიდად აფასებს”. - განაცხადა დელ ბოსკემ Daily Express-თან.