”მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა დაარწმუნა გულშემატკივრები , რომ მისი კლუბი კვლავ აქტიურია სატრანსფერო ბაზაზე.
ამ ზაფხულს ”მანჩესტერ იუნაიტედმა” მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ჯილერმო ვარელა შეიძინა. თუმცა ისეთი მოთამაშე , რომელსაც კლუბის გაძლიერება შეუძლია ჯერ არ დაუპატიჟია დევიდ მოიესს.
მოიესმა დაარწმუნა გულშემატკივრები , რომ ”იუნაიტედი” მუშაობს ამ ყველაფერზე. როგორც იცით , ”იუნაიტედი” დაინტერესებულია : ლეიტონ ბეინსი (მცველი) , ეზეკილ გარაი (მცველი) და ტიაგო ალკანტარა (ნახევარმცველი).
”ნაკლებად აქტიურობა ნუ დაგაბნევთ. მერწმუნეთ , დახურულ კარს მიღმა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე , თუ როგორ გავაძლიეროთ გუნდი.”
”მნიშვნელოვანია ის ფაქტი , რომ ”მანჩესტერ იუნაიტედს” ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავდა. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ თუ როგორ , განვავითაროთ საკუთარი ფეხბურთელები და პოტენციალი მომავალში. ზუსტად ამაზე ვმუშაობთ ახლა.” - განაცხადა მოიესმა talkSPORT-თან.