მანჩესტერ იუნაიტედის თავმდასხმელმა, უეინ რუნიმ საჩუქარი გაუკეთა თვის გულშემატკივარს და ერთი თვის წინ დაღუპულ კამერონ კეშას კეშას ძმას საჩუქარი გაუკეთა. 14 წლის კამერონი თავისი სახლიდან არც თუ ისე შორს მანქანამ გაიტანა და ადგილზე დაიღუპა. კამერონის უმცროსი ძმა ტომ, ბავშვობიდან მანჩესტერ იუნაიტედს გულშემატკივრობს. მან მიიღო ამანათი, რომელშიც იყო იუნაიტედის ეკიპირება და რუნის ბუცები თავისივე ხელმოწერით. მას შემდეგ რაც რუნიმ ტრაგედიის შესახებ გაიგო გადაწყვიტა დახმარებოდა ამ ოჯახს. დახმარება გადაწყვიტა ასევე სერ ალექსმაც, რომელმაც პიარადად დაუწერა წერილი დაღუპული ბავშვის მშობლებს.
"ბუცების ზომა 9.5(ბრიტ), ეს რა თქმა უნდა მისი ზომა არაა, მაგრამ ტომი ამბობს, რომ ის ჩაიცმევს რამდენიმე წყვილ წინდას და მაინც ივლის რუნის ბუცებით. ის მამამისსაც ურჩევს, რომ ბუცებისგან თავი შორს დაიჭიროს."_განაცხადა ტომის დედამ. ამ ტრაგედიის შესახებ გუნდს შეატყობინა ოჯახის ახლო ნათესავმა, რომელიც ოლდ ტრაფოდზე მუშაობს. სწორედ მან შეძლო რუნი და სერ ალექსთან ამ ამბის გადაცემა და მან მოუტანა საჩუქარი სახლში პატარა ტომს.