"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი აცხადებს,რომ "იუნაიტედის" მცველი რიო ფერდინანდი ჯერ არ ფიქრობს ფეხბურთიდან წასვლას. გუშინდელ პრესკომფერენციაზე სერ ალექსმა თქვა,რომ რიო ჯერ 33 წლის არის და ნაადრევია მისი დიდი ფეხბურთიდან ჩამოწერა.ფერგიუსონის აზრით რიოს კიდევ შეუძლია 2-3 წელის მაღალ დონეზი ითამაშოს.
"რიოს კიდევ შეუძლია ითამაშოს 2-3 წელის მაღალ დონეზე.ის პროფესიონალი ფეხბურთელია და მას შეუძლია კიდევ რამოდენიმე წელი ხანი დარჩეს ფეხბურთში,როგორც რაინ გიგზია და პოლ სქოულზია.ის აღარ არის ისეთი სწრაფი,როგორიც ადრე იყო,მაგრამ მას უდიდესი გამოცდილება აქვს და ამის ხარჯზე მას შეუძლია მაღალ დონეზე მატჩების ჩატარება.მე ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს თუ რატომ უნდა დაანებოს თავი რიომ ფეხბურთს 33 წლის ასაკში." - აცხადებს ფერგიუსონი.
"ახალი ხელშეკრულება რიოსთან? ჩვენ ისევ ვინარჩუნებთ ერთ წლიან კონტრაქტებს უფროს მოთამაშეებთან.უნდა ვნახოთ როგორ გაატარებს ის ამ სეზონს." - დაასრულა ფერგიუსონმა.