თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2013, 17:22
ავტორი: Tsuki,
ნანახია: 1764,
კომენტარები: 5
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელები წინასასეზონო ტურნეზე
,,წითელი ეშმაკები'' წინასასეზონო ტურნეზე საუბრობენ...
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელები წინასასეზონო ტურნეზე
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კლუბის ფეხბურთელებს ინტერვიუ გამოართვა, სადაც ჟურნალისტმა კითხვები სინასასეზონო ტურნესთან დაკავშირებით დაუსვა.

რა ამოცანა გაქვთ ამ ტურნეზე?

იანგი: "წინასასეზონო ტურნე - ეს ჩვენთვის რთული გამოცდაა. ეს ერთ–ერთი რთულად შესასრულებელი სამუშაოა, მაგრამ ვიცით, თუ რა მნიშვნელოვანია ადრეული ფორმის აღდგენა, რომელიც ზაფხულს დავკარგეთ."

კერიკი: "წინასასეზონო ტურნე ჩვენ გვეხმარება ახალი სეზონის კარგად დაწყებაში. ყველა ფეხბურთელმა უნდა დაიბრუნოს თავისი ძველებული ფორმა სეზონის დაწყებამდე, რადგანაც მომავალში კლუბს კარგად დაეხმაროს. ტურნე ჩვენთვის ყველაზე განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ვეცდებით ჩვენი შესაძლებლობები სეზონის დაწყებამდე გამოვიყენოთ."

ქლევერლი: "ეს ტურნე გვეხმარება მოვიპოვოთ ჩვენი ფიზიკური ფორმა, ასევე მოვიპოვოთ სიჩქარე, სიმკვეთრე. სწორედ ეს დაგვეხმარება, რომ ტურნე კარგად ჩავატაროთ.

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელები წინასასეზონო ტურნეზე


,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელები წინასასეზონო ტურნეზე


რამდენად გაახლოებთ ეს ტურნე თანაგუნდელებს?

სმოლინგი: "ეს ჩვენთვის ძალიან შესანიშნავია. ჩვენ ვარჯიშის შემდგომ, დღის მეორე ნახევარში, შევდივართ სასაუზმოთ და ეს ყველას გვაერთიანებს. წინასასეზონო ტურნე ერთმანეთთან გვაახლოებს და ეს გვაძლევს შანსს გუნდმა მატჩები მოიგოს."

ამოსი: "ეს დიდი შესაძლებლობაა იმის, რომ ჩვენ უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი ტურნეზე. ჩვენ ერთმანეთს ყოველდღე ვხედავთ, ხოლო 1 თვის შემდეგ მათთან კონტაქტი აღარ გვაქვს. ძალიან კარგია საზაფხულო დასვენებიდან დაბრუნება და თანაგუნდელებთან შეხვედრა. ფეხბურთელები ვარჯიშის შემდეგ საკუტარ ოჯახებში მიდიან, მაგრამ ტურნეს დროს პირიქითაა.

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელები წინასასეზონო ტურნეზე


,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელები წინასასეზონო ტურნეზე


,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელები წინასასეზონო ტურნეზე


როგორ ისვენებთ ტურნეზე?

დე ხეა: "ჩვენ არ გვაქვს ბევრი თავისუფალი დრო. მაგრამ ჩვენ ერთად ვსეირნობთ, ვთამაშობთ კომპიუტერულ თამაშებს, კარტს და მაინც ერთად ვატარებთ დროს. ჩვენ ვათვალიერებთ ქვეყნების ღირსშესანიშნაობებს."

იანგი: "როგორც წესი, ჩვენ ფილმებს ერთად ვუყურებთ, ერთად ვერთობით კომპიუტერით. და რათქმაუნდა ყველა ცდილობთ მონაწილეობა მივიღოთ რიოს ვიდეოდღიურში, რომელსაც ის წინა წლიდან აწარმოებს."

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელები წინასასეზონო ტურნეზე


,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელები წინასასეზონო ტურნეზე


,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელები წინასასეზონო ტურნეზე


როგორია მოიგონებთ აზიაში გულშემატკივრების დახვედრას?

კერიკი: "მე ძალიან კარგად მახსოვს პირველი ვიზიტი აზიაში. ეს იყო ძალიან შესანიშნავი. როცა აეროპორტში მივედით ჩვენ იქ ბევრი თაყვანისმცემელი დაგვხდა. მე გარშემო გულშემატკივრების გარდა ვერაფერს ვხედავდი, ეს ჩემთვის დიდი სიხარული იყო."

ვიდიჩი: "მოხარულები ვართ, რადგან ამდენი გულშემატკივარი გვყავს აზიაში. ისინი მთელი ძალით გვამხნევებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენ ხელს შეგვიწყობს აზიაში კარგად ვითამაშოთ."

ევანსი: "აზიაში ჩვენი გულშემატკივრები ყოველთვის ძალიან გულთბილად გვხდებიან. მათ სურთ მხარი დაგვიჭირონ და მიგვახვედრონ, რომ ჩვენ საუკეთესოები ვართ. ჩვენ მივიღეთ წერილები აზიელი გულშემატკივრებისგან. მე ნამდვილად არ ვიცოდი რომ ,,იუნაიტედს'' ჰყავდა ისეთი გულშემატკივრები, რომლებიც ამ გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ."

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელები წინასასეზონო ტურნეზე


,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელები წინასასეზონო ტურნეზე


დაეხმარებათ ეს ტურნე ახალგაზრდა მოთამაშეებს პირველ გუნდში მოსახვედრად?

ამოსი: "რა თქმა უნდა. შევხედოთ ტომ ქლევერლის, მას როდესაც შანსი მიეცა ტურნეზე სათამაშოდ, მან გაიტანა რამოდენიმე გოლი. ამან კი საშუალება მისცა მწვრთნელისგან ნდობა მოეპოვებინა და პირველ გუნდშიც ეთამაშა."

შესაძლოა ტურნე მწვრთნელსაც დაეხმაროს, რომელიმე მოთამაშეში დასარწმუნებლად და გამოცადოს მისი შესაძლებლობები?

უელბეკი: "დიახ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა წინასასეზონო ტურნეზე. თუ ახალგაზრდა ფეხბურთელებს სურთ დაამტკიცონ თავისი კლასი და აჩვენონ მწვრთნელს, თუ როგორია ფეხბურთელია ის, მაშინ ეს ტურნე მათ ძალიან გამოადგებათ."

ჯონსი: "ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, რადგან გვსურს მივიქციოთ დევიდ მოიესის ყურადღება და ადგილი დავიმკვიდროთ ძირითად შემადგენლობაში."

რაფაელი: "რა თქმა უნდა ეს ტურნე გვაძლევს იმის შანსს, რომ დევიდ მოიესის ყურადღება მივიქციოთ და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაც შევძლოთ. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ, რათა ახალი მწვრთნელის ყურადღება მივიმყროთ."

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელები წინასასეზონო ტურნეზე


,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელები ტურნეს პერიოდში ძალიან ხშირად მონაწილეობთ საქველმოქმედო ფონდში. აღწერეთ, როგორი გრძნობაა საქველმოქმედო ფონდში მონაწილეობის მიღება.

ევრა: "ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი პერიოდი ტურნეში. მახსოვს, აზიაში საავადმყოფოს ვესტუმრეთ, ბავშვებს არ ეგონათ რომ ჩვენ მათთან მივიდოდით, მაგრამ თითოუელმა ჩვენთაგანმა იქ მისვლით დიდი სიხარული გამოხატა. ჩვენ ერთხელ აფრიკას ვესტუმრეთ, სადაც ერთმა ბავშვმა ტირილი დაიწყო. ძალიან ძნელი იყო მისთვის მეყურებინა. როდესაც სახლში მივედი დავწექი ლოგინში და გავიფიქრე: ისინი პურისთვის შრომობენ და ჩვენ კიდე აქ ძალიან კონფორტულად ვწევართ. ეს ყველაფერი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დაეხმარონ სიკვდილის პირას მყოფ ბავშვებს და გადაარჩინონ ისინი. მაგრამ ის არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ ვინცაა თითოუელს გაუმართლა რომ ფეხბურთს თამაშობს და ესე კონფორტულად გრძნობს თავს. ცხოვრება, ცხოვრებაა ხან გაგიმართლებს ხან კიდევ არა!."

უელბეკი: "ასეთ გამოცდილებას ვერასდროს ვერ დაივწყებ. მე ნამდვილად მსურს მივიღო მონაწილეობა საქველმოქმედო ფონდში, რათა სხვა გაჭირვებულ ბავშვებს დავეხმარო."

წყარო:http://redevils.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
6 ივლისი 2013 18:01
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
უჰ მაგრად ვიწვალე biggrin2 ესენი იქ მაგრად ერთობიან და მე ამ სიცხეში სახლში კომპის წინ სიახლეებს ვამოწმებ biggrin2
0
№2
ავტორი: love united
6 ივლისი 2013 19:43
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აუ ანდერსონი რა გიჟია... wink ერთხელ ჩვენთან ჩამოვიდნენ ან გაიაროთ გზად მაინც... wink
0
№3
ავტორი: NeymaR
6 ივლისი 2013 19:48
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ევრა: "ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი პერიოდი ტურნეში. მახსოვს, აზიაში საავადმყოფოს ვესტუმრეთ, ბავშვებს არ ეგონათ რომ ჩვენ მათთან მივიდოდით, მაგრამ თითოუელმა ჩვენთაგანმა იქ მისვლით დიდი სიხარული გამოხატა. ჩვენ ერთხელ აფრიკას ვესტუმრეთ, სადაც ერთმა ბავშვმა ტირილი დაიწყო. ძალიან ძნელი იყო მისთვის მეყურებინა. როდესაც სახლში მივედი დავწექი ლოგინში და გავიფიქრე: ისინი პურისთვის შრომობენ და ჩვენ კიდე აქ ძალიან კონფორტულად ვწევართ. ეს ყველაფერი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დაეხმარონ სიკვდილის პირას მყოფ ბავშვებს და გადაარჩინონ ისინი. მაგრამ ის არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ ვინცაა თითოუელს გაუმართლა რომ ფეხბურთს თამაშობს და ესე კონფორტულად გრძნობს თავს. ცხოვრება, ცხოვრებაა ხან გაგიმართლებს ხან კიდევ არა!."
winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№4
ავტორი: Amanda Seyfried
6 ივლისი 2013 21:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
საინტერერსოა
0
№5
ავტორი: MAGNIFICENT 7
7 ივლისი 2013 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
მომავალ წელს 100%-იანი ჩვენია პრემიერ ლიგა...

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

“პელემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მიწოდა. ეს ყველაზე ცუდი დღეა ჩემს ცხოვრებაში…” - ჯორჯ ბესტი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top