დამებადა იდეა და მსურს შემოგთავაზოთ პატარა წამოწყებასავით. იდეა ასეთია, მანჩესტერ იუნაიტედის ყოველი თამაშის წინ მოგაწვდით საკვანძო და საინტერესო ინფორმაციას მეტოქეზე და ასევე ვიდეოს, რომელშიც ელემენტარულად ასახული იქნება ამ გუნდის შესაძლებლობები. თუ რამე შენიშვნები გექნებათ მითხარით და გავითვალისწინებ აუცილებლად და უფრო დაიხვეწება თანდათან.
მოგეხსენებათ, დღეს 23 ოქტომბერს გამართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდის მატჩები. მანჩესტერ იუნაიტედი საკუთარ მოედანზე მიიღებს ბოლო წლების შეიძლება ითქვას "აღმოჩენა გუნდს" - ბრაგას სპორტინგს.
Sporting Clube de Braga - გუნდი, რომელიც ცნობილია სახელით "ბრაგა" დაარსდა 1921 წელს, კლუბი საშინაო არენა არის Estádio Municipal de Braga, რომელიც იტევს 30.286 მაყურებელს. "ბრაგა" არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული წარმატებებით პორტუგალიაში და შესაბამისად ევროპაშიც უჭირდა რაიმე წარმატებაზე ფიქრიც კი. ამ გუნდმა პრველად წარმატებას 2008/09 წ. სეზონში მიაღწია, როდესაც მათ შეძლეს პორტუგალიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე გასვლა, რამაც შესაძლებლობა მისცა ებრძოლა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის საზურისათვის. აქედან დაიწყო ბრაგას აღმასვლა მომდევნო წელს გუნდი უკვე მეორე პოზიციას იკავებს საკუთარ ჩემპიონატში და საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით ისინი მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში. გუნდისთვის ეს იყო უდიდესი წარმატება, თუმცა ბრაგასთვის ალბათ საკვანძო მომენტი იყო დრო როდესაც მათ მოახერხეს ევროპის ლიგის ფინალში თამაში, ისინი დამარცხდნენ თანამემალუ "პორტოსთან" მაგრამ გუნდის ისტორიაში ეს დღე სამუდამოდ ჩაიწერება.
2012/13 წ. სეზონი - კლუბმა მიმდინარე სეზონი ასევე წარმატებით დაიწყო როგორც ეროვნულ ასევე ევროპულ ტურნირზე. პორტუგალიის ჩემპიონატში ბრაგა მესამე პოზიციას იკავებს და ჩამორჩება მხოლოდ ბენფიკას და პორტოს. ჩემპიონთა ლიგაზე კი პირველი მატჩში სენსაციურად დამარცხების შემდეგ, რომელიც მათ კლუჟთან განიცადეს საკუთარ მოედანზე, გუნდი გონს მოეგო და თურქეთში ურთულესი შეხვედრა მოუგო სუპერ ლიგის მოქმედ ჩემპიონს გალათასარაის. ამ გამარჯვებით ბრაგამ კვლავ შეინარჩუნა ჯგუფიდან გასვლის შანსები.
დღევანდელი მატჩი - რაც შეეხება საღამოს გასამართ შეხვედრას, ამ წყვილში რა თქმა უნდა უდავო ფავორიტი მანჩესტერ იუნაიტედია. დღეს დღეობით ინგლისურ კლუბს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ხაზი ყავს და ეს ითვლება გუნდის ძლიერ მხარედ, თუმცა დიდია დანაკლისი დაცვის ხაზში. ტრავმირებულ ფეხბურთელებთან ერთად დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებენ რიო ფერდინანდი და პატრის ევრაც, მაგრამ ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედი ყველა გუნდთან ფავორიტია და ეს არა ერთხელ დაუმტკიცებია. ბრაგა სათამაშო სქემის და მათი გეგმის გამოცნობა რთული არ იქნება, როგორც ყველა საშუალო გუნდი ისიც ეცდება თამაში ააგოს კონტრშეტევებზე რაც ამ კლუბს ძალიან აკრგად გამოსდის და დაელოდოს შანსს რასაც ბოლო პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედი მეტოქეებს ძალიან ხშირად აძლევს ხოლმე. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ შეხვედრას და ვისიამოვნოთ სანახაობით.