"ალექსი დევიდს დაეხმარება, მაგრამ მის საქმეში არ ჩაერევა. ისინი შოტლანდიელები არიან და ძალიან უყვართ მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რომ დევიდი აქ ბედნიერი იქნება. ის კარგი პროფესიონალია, ამიტომ შეძლებს და კლუბთან ერთად წარმატებას მიაღწევს. დევიდი კლუბის ფილოსოფიას არ შეცვლის. ის ძალიან ჭკვიანი სპეციალისტია და კლუბის ხელმძღვანელობამაც კარგად იცის მისი შესაძლებლობები." - განაცხადა სერ ბობი ჩარლტონმა goal.com-თან.
"როდესაც სერ ალექსმა გუნდიდან წასვლის შესახებ შემატყობინა, ძალიან ბევრი ვიფიქრე თუ რა მოელოდა კლუბს მომავალში. მაგრამ იცოდეთ, რომ "იუნაიტედის" პერსპექტივებში დარწმუნებული ვარ. ბევრი მწვრთნელი და საფეხბურთო ექსეპრტი გაიფიქრებს:"მადლობა ღმერთს, ახლა ისინი საფრთხეს აღარ წარმოადგენენ." მაგრამ ისინი ცდებიან. კლუბის ფილოსოფია არ შეიცვლება. კლუბში მოვიდა ისეთი ადამიანი, რომელიც სერ მეტ ბასბის და სერ ალექსის ფილოსოფიას გააგრძელებს. ფეხბურთი "ოლდ ტრაფორდზე" შეუცვლელი დარჩება."
"იუნაიტედის" ფილოსოფია ყოველთვის შეტევასთან იყო დაკავშირებული. თქვენ არასდროს მოგწყინდებათ მათზე თავლის დევნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება. ფერგიუსონმა ის ფილოსოფია გააგრძელა, რაც მეტმა მოიტანა."
"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ ისეთი ადამიანი დაგვჭირდებოდა, რომელიც "იუნაიტედს" შეეფერებოდა. მე კლუბის შესაფერისად დევიდ მოიესი მიმაჩნია, რომელმაც იცის, რომ უდიდესი კლუბის მწვრთნელი გახდა."