თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2013, 14:21
ავტორი: washington,
ნანახია: 2483,
კომენტარები: 13
გიგზი მოთამაშე-მწვრთნელი, ფილ ნევილი - მოიესის თანაშემწე იქნება
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვეტერანი ნახევარმცველი რაიან გიგზი მოთამაშე-მწვრთნელი იქნება. ფილ ნევილი, კი დევიდ მოიესის თანაშემწე...
გიგზი მოთამაშე-მწვრთნელი, ფილ ნევილი - მოიესის თანაშემწე იქნება
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვეტერანი ნახევარმცველი რაიან გიგზი მოთამაშე-მწვრთნელი იქნება. ფილ ნევილი, კი დევიდ მოიესის თანაშემწე.

შემდეგ ზაფხულს, გიგზი მიიღებს უეფას სამწვრთნელო შტაბისგან "პრო" ლიცენზიას. მანამდე კი, უელსელი მოიესთან ერთად ახალ გამოცდილებას შეიძენს.

"მოხარული ვარ, რომ რაიანი თანახმაა გახდეს მოთამაშე-მწვრთნელი. მისი წარმატება და ადაპტირების უნარუ წლების განმავლობაში შეუდარებელია. თანამედროვე ფეხბურთში მისი პერსპექტივა საოცრებაა. მისი კარიერა კი ნებისმიერ ახალგაზრდა მოთამაშეს კარგისკენ შთააგონებს", - აცხადებს მოიესი "იუნაიტედის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე".

გარდა ამისა, 39 წლის უელსელს, გარი ნევილის უმცროსი ძმა ფილი დაეხმარება, რომელმაც გასულ სეზონში "ევერტონში" დაასრულა კარიერა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ფილ ნევილმა "ოლდ ტრაფორდზე" 385 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც ნიშნავს, რომ თითქმის 11 სეზონი ითამაშა მანკუნიანელებში. "კანფეტებში" კი მოიესის კვალდაკვალ 7 წელი მოუწია მუშაობა.

წყარო: Fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: BERDI
4 ივლისი 2013 14:29
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მაგარია რაიანი ჰიბრიდი გახდა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№2
ავტორი: Amanda Seyfried
4 ივლისი 2013 14:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
გამისწორდა მაგრად smile
0
№3
ავტორი: NeymaR
4 ივლისი 2013 14:33
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ოპა მაგარია troll
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№4
ავტორი: Malboro463
4 ივლისი 2013 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
№5
ავტორი: Zizou
4 ივლისი 2013 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
BERDI MAN_FAN,
ტიპტრონიკი wink

ეს ყველაფერი კარგი მაგრამ ფელანი და მალესტერი დამენანენ მაგრად
0
№6
ავტორი: Paul Scholes 22
4 ივლისი 2013 14:42
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
BERDI MAN_FAN,
ჰაჰაჰჰაL:დ:DD:კაი იყო:დეგ ჰიბრიდი ვამპირის ?დღიურიდან?:დ

გიგზი <3 უბერებელი ლომი <3 როგორ მიყვარსს <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№7
ავტორი: chicharito-ronaldo
4 ივლისი 2013 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
magaze magari ambavi jer ar yofila,tan itamashebs kidec chveni lomi
0
№8
ავტორი: Shako Jones
4 ივლისი 2013 15:33
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ახალგაზრდებისთვის მართლაც საოცრება იქნება ამის დარჩენა
0
№9
ავტორი: ლადო
4 ივლისი 2013 17:32
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იმედია ამ წელს ისე ჩაატრებს თამაშებს, როგორც წინა წელს ითამაშა...ძალიან კარგია, რომ გამოცდილებას მიიღებს თან ეს მალე ანუ ერთ 2-3 წელიწადში რაიმე გუნდსაც ჩაიბარებს...
0
№10
ავტორი: Jubo
4 ივლისი 2013 19:01
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ტიპმა ყველაფერი გამოცადა ყველაფერს მიაღწია კარიერაში wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top