"მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს ზამთარში, თუ არა ზაფზულში მაინც გადმოიბიროს "პორტუს" ვარსკვლავი ჯეიმს როდრიგესი. თუმცა, როგორ გავრცელდა ინფორმაცია, "მადრიდის რეალი" აპირებს შეიძინოს ჯეიმსი ნებისმიერ თანხად, რადგანაც მათ ამ სტილის ფეხბურთელი აკლიათ. "იუნაიტედი" თითქმის ახლოს არის ჯეიმსის გადმობირებასთან. კოლუმბიელი ახალგაზრდა ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და შემტევ ნახევარმცველად, ასევე ვინგერადაც გამოდგება. 2010 წლიდან მან "პორტუს" რიგებში 45 მატჩი გამართა და 18 გოლიც გაიტანა. მანამდე ჯეიმსი არგენტინულ "ბანფილდში" თამაშობდა, სადაც მან 42 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო კოლუმბიელი ვარსკვლავის პროფესიონალური სტარტი 2006 წელს შედგა, ასევე არგენტინური "ენვიგადოს" რიგებში, სადაც მან 55 თამაშში 20 გოლი გაიტანა. წელს როდრიგესმა 6 თამაშში 3 გოლი გაიტანა "პორტუს" რიგებში.