"ევერტონის" ახალმა მწვრთნელმა, - რობერტო მარტინესმა უარი განაცხადა, თავისი შეგირდის ლეიტონ ბეინსის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაშვებისა. მისი თქმით ინგლისელი მარცხენა დამცველი მინიმუმ ერთი წლით კვლავ "გუდისონ პარკზე" განაგრძობს ასპარეზობას...
"ევერტონის" ახალმა მწვრთნელმა, - რობერტო მარტინესმა უარი განაცხადა, თავისი შეგირდის ლეიტონ ბეინსის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაშვებისა. მისი თქმით ინგლისელი მარცხენა დამცველი მინიმუმ ერთი წლით კვლავ "გუდისონ პარკზე" განაგრძობს ასპარეზობას.
"იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ დევიდ მოიესის თხოვნით, "ევერტონს" ბეინსის ნაცვლად £12 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა მანკუნიანელებმა მალევე უარი მიიღეს.
მარტინესი ბეინსის თამაშით აღფრთოვანებულია და მას შემდეგნაირად აქებს-ადიდებს: "მე ვფიქრობ, რომ ლეიტონი უფრო მეტია, ვიდრე მოთამაშე, ის არის კლუბის ხატი", - განაცხადა მან Liverpool Echo-სთან. "ის კლუბისთვის ძალიან ბევრს აკეთებს, განსხვავებულ სტილში თამაშობს და პირადად მე, ლეიტონით ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ".
"ბოლო რამდენიმე წელია, რაც ბეინსი თავისი ფორმის პიკშია. ხშირად სახელდება კვირის საუკეთესო ფეხბურთელად, ეს კი გვიჩვენებს, რომ იგი ქვეყნის საუკეთესო მარცხენა დამცველია".
მიუხედავად ინტერესი "იუნაიტედისგან", ბეინსმა ახალ მწვრთნელზე აღფრთოვანება გამოთქვა და გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი სურვილია ასოციაციის თასის გამარჯვებულთან იმუშაოს.
წყარო: sport360.com
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.