"მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე დიდი ხანია აკვირდება არგენტინელ 24 წლის, ნიკოლას გაიტანს, რომელიც "ბენფიკას" ღირსებას იცავს. თუმცა აგერ უკვე "იუნაიტედს" შემცილებელიც კი გამოუჩნდა, რუსული "ანჟის" სახით, როგორც ჩანს მათაც ძალიან უნდათ იყიდონ ეს არგენტინელი მართლაც, რომ კარგი ნახევარმცველი. თუმცა საქმე იმაშია, რომ თავად "ბენფიკას" არ სურს გაყიდოს ეს ბიჭი და ასახელებენ გაბერილ თანხებს. თუმცა ისინი გაიტანის საფასურს დიდი ხანი ვერ გაწელავენ, რადგან მას მალე ეწურება კონტრაქტი და შესაძლოა ძალიან იაფად ჩაიგდოს "იუნაიტედმა", ან თუნდაც "ანჟიმ" გაიტანი. როგორც ჩანს, "იუნაიტედი" ემზადება ახალი ტრანსფერისთვის, რადგან ნანი ვეღარ აჩვენებს მაღალ დონეს და გაიტანი საკმაოდ კარგი შემცვლელიც არის.