თბილისი:
მანჩესტერი:
3-07-2013, 17:48
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2901,
კომენტარები: 19
რას უნდა ველოდეთ 2013/14 წლებში "იუნაიტედისგან" ! (მეორე ნაწილი)
უკვე ერთი თვეა სეზონი დასრულდა და კლუბები აქტიურად ზრუნავენ თავიანთი შემადგენლობის გაძლიერებაზე. ამ მხივ "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპაში ყველაზე მეტად მოისუსტებს, რაც განხორციელებული ცლილებების ფონზე არალოგიკურია.
რას უნდა ველოდეთ 2013/14 წლებში
სეზონის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" კონკურენტი კლლუბები საგრძნობლად გაძლიერდნენ. "სიტიმ" ესპანელი ვინგერი - ხესუს ნავასი და ბრაზილიელი ნახევარმცველი ფერნანდინიო შეიძინა. "ტოტენჰემმა" გუშინ ოფიციალურად გაიფორმა ბრაზილიელი პაულინიო, რომლის სატრანსფერო ფასი 20 მილიონს შეადგენს. "ლივერპულმა" უკვე ორი საკმაოდ კარგი ტრანსფერი განახორციელა, ლონდონის "ჩელსი" კი აქტიურად მუშაობს ურუგვაელი კავანის გაფორმებაზე. "მანჩესტერ იუნაიტედს" კი ჯერ არცერთი სერიოზული ტრანსფერი არ განუხორციელებია, რაც ამ ყველაფრის ფონზე საკმაოდ არალოგიკურია.

ამ სტატიის პირველ თავში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამჟამინდელი შემადგენლობის შესახებ და სავარაუდო შემადგენლობაც შემოგთავაზეთ. ამჟამად მინდა ვისაუბრო ჩვენი კლუბის სატრანსფერო გეგმებზე, რომელიც საკმაოდ რთული სასაუბრო თავისი ბუნდოვანების გამო.

დაცვის ხაზი

მაშინ, როდესაც წინა სტატიას ვწერდი დაცვის ხაზი ხელშეუხებლად მოვიხსენიე, რადგან ჩემი დიდი რწმენით ჩვენს დაცვის ხაზს განსაკუთრებული ცვლილებები არ სჭირდება. ამ რამდენიმე დღეში მთელი მსოფლიოს პრესაში უამრავი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ "იუნაიტედს" სურს ეზეკიელ გარაის და ლეიტონ ბეინსის შეძენა. რა საკვირველია, ვერ ვიტყვით რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, მაგრამ სამაგიეროდ შეგვიძლია ვთქვათ რამდენად კარგი იქნება ჩვენი გუნდისთვის ამ ტრანსფერების განხორციელება.

ლეიტონ ბეინსის გუნდში გამოჩენა, ჩემი ღრმა რწმენით, გუნდზე ძალიან კარგად იმოქმედებს და ამის თქმის საფუძველს მისი კარგად თამაში მაძლევს. სწრაფი, ენერგიულო, ტეხნიკური და შესანიშნავი მცველი - ამ სიტყვებით შემიძლია შევამკო "ევერტონის" მარცხენა მცველი. ჩემი აზრით, ინგლისელი მარცხენა მცველის გუნდში გადმოსვლა "იუნაიტედის" მარცხენა ფლანგს რამდენიმე წლიან ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს, რადგან ბეინსი 28 წლისაა და შესწევს ძალა კიდევ ოთხი წელი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს. ბეინსის შესაძლებლობები ყველასთვის ნათელია, თუმცა მსოციალურ ქსელებში მაინც მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა ბეინსის ტრანსფერზე. ერთი მხარე თვლის, რომ ინგლისელის გადმოსვლა არაა მიზანშეწონილი, რადგან პატრის ევრა "იუნაიტედის" სიმბოლოა და მასთან უდიერად მოპყრობა გამართლებული არ იქნება, მითუმეტეს როცა ეს უკანასკნელი მაღალ დონეს ჯერ კიდევ არ დაშორებულა. მეორე მხარე კი თვლის, რომ ბეინსის გადმოსვლა გუნდს ძალიან დაეხმარება ჩემპიონობაში და სასურველიცაა მისი გადმობარგება "ოლდ ტრაფორდზე." მათი აზრით, პატრის ევრა ვეღარ თამაშობს ძველებურად და მომავალ სეზონში მას კიდევ უფრო გაუჭირდება.

მე პირადად მეორე მხარეს ვემხრობი ერთი მარტივი მიზეზის გამო. პატრის ევრა უკვე 32 წლისაა და მისი თამაშის ხარისხი უმაღლეს მწვერვალებს ვეღარ აღწევს. მომავალ სეზონში, გასულ სეზონებთან შედარებით ორმაგად რთული იქნება "სიტისთან" დაპირისპირება, რადგან "ცისფრებმა" ხესუს ნავასი გაიფორმეს. ამ უკანასკნელის თამაში ყველას კარგად გვახსოვს "სევილიიდან" და თუ არ გვახსოვს, კონფედერაციის თასზე მაინც ვიხილეთ. ყველა დამეთანხმება, რომ ხესუს ნავასის გაჩერება საკმაოდ დიდი თავის ტკივილია ყველა მცველისთვის და განსაკუთრებით მარცხენა ფლანგის მცველებისთვის. ისმევა კითხვა - შეძლებს თუ ვერა 32 წლის პატრის ევრა 27 წლის უსწრაფესი და უტეხნიკურესი ნავასის გაჩერებას?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ჩვენ არ ვიცით როგორ ფორმაში იქნება ევრა მომავალ სეზონში, მაგრამ სამაგიეროდ უეჭველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეიტონ ბეინსი კარიერის პიკში იქნება, თუ "იუნაიტედში" გადმოვა. მისი ტრანსფერი, ჩემი აზრით, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი გუნდისთვის.

თუმცა ერთი ფაქტორი გასათვალისწინებელია - ევრამ განაცხადა, რომ თუ "იუნაიტედი" ბეინსს შეიძენს, ის დატოვებს კლუბს, რაც ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება. მიუხედავად ამისა, გუნდის ინტერესები ყოველთვის უმთავრესია, ვიდრე ფეხბურთელის.

რაც შეეხება ეზეკიელ გარაის, ჩემი აზრით მისი ტრანსფერი კონტექსტიდან ამოგლეჯილს გავს, რადგან მის პოზიციაზე "იუნაიტედს" სამი უძლიერესი მცველი ყავს. გარაის გადმოსვლის შემთხვევაში გუნდიდან ვინმე უნდა წავიდეს, მე კი არავინ მიღირს გარაის გადმოსვლად.

ნახევარდაცვა

ნახევარდაცვაში "იუნაიტედი" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯერ არავინ შეგვიძენია. პრესა უამრავ სტატიას წერს ბარსელონას ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას "იუნაიტედში" გადაბარგების შესახებ. ასევე საუბარი იყო კევინ სტროტმანის შესაძლო ტრანსფერის შესახებაც, მაგრამ ცხადზე უცხადესია, რომ ეს გარიგება აღარ შედგება, რადგან კევინის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი არ აპირებს მომავალი სეზონის ახალ გუნდში დაწყებას. ვის უნდა ველოდოთ 31 აგვისტომდე "იუნაიტედის" ახალწვეულებში?!

დავუბრუნდები ისევ ტიაგო ალკანტარას, რომლის შესყიდვაც ვერა და ვერ მოახერხა "იუნაიტედმა
". არადა ყველასათვის ცნობილია "წითლების" მონდომება. ტიაგოს კლუბის გამოცვლა სურს, რადგან ის ვერ ხვდება "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში. ალკანტარა უმაღლესი დონის ნახევარმცველია, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების თამაშებში.

"იუნაიტედმა" ბარსელონას ალკანტარას ტრანსფერის შესახებ ჯერ კიდევ ივნისში მიმართა, მაგრამ როგორც ჩანს ვერ ფეხბურთელმა და ვერც "ბარსას" ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. სოციალურ ქსელებში აქტიურად საუბრობენ მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ. ერთნი ამბობენ, რომ ტიაგო ალკანტარას "იუნაიტედში" გადაბარგება არ იქნება მომგებიანი "მანჩესტერელებისათვის", რადგან სამ-ოთხ წელიწადში ალკანტარა ბარსელონაში დაბრუნებას მოითხოვს, როგორც ეს ფაბრეგასის შემთხვევაში მოხდა. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ თუ ტიაგო "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება, ის კარიერის უდიდეს ნაწილს სწორედ ინგლისში გაატარებს და "წითელი ეშმაკუნების" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება.

ჩემი აზრით, ტიაგოს "იუნაიტედში" გადმოსვლით საკმაოდ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისკენ. იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი ფეხბურთელი "წითლების" რიგებს შემოუერთდება, გუნდში რადიკალური ცვლილებების გატარებას უნდა ველოდოთ.

ალკანტარას "იუნაიტედში" მოსვლა, ვფიქრობ დიდად არ გაახარებს ტომ კლევერლისა და შინჯი კაგავას, რადგან ტიაგო სწორედ მათი კონკურენტი გახდება. გამომდინარე ტიაგოს ამბიციებისგან, ეჭვი არავის ეპარება, რომ ესპანელი ბოლომდე დაიხარჯება კლუბში და შესაძლებლობების მაქსიმუმის გამომჟღავნებას ეცდება. თუ ვიფიქრებთ, რომ ალკანტარა თავის თამაშს იპოვის "იუნაიტედში", მივხვდებით, რომ შინჯი კაგავა და ტომ კლევერლი მაიკლ კერიკს უნდა შეერკინონ ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად. თუმცა, ტაქტიკურად, რომ ვიაზროვნოთ, კაგავა უფრო ალკანტარას, ხოლო კლევერლი კერიკის კონკურენტი უნდა იყოს.

არსებობს მოსაზრება და ამ მოსაზრებას პრესა დიდი მონდომებით ავრცელებს. ისინი ამბობენ, რომ "იუნაიტედის" ყოფილი 7 ნომერი, კრიშტიანო რონალდო შესაძლებელია ინგლისში დაბრუნდეს. თუ პორტუგალიელი ვარსკვლავი კვლავ მოირგებს "იუნაიტედის" მაისურს და ტიაგოც გადმობარგდება ჩვენთან, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "იუნაიტედი" მომავალი სეზონის ტრიუმფატორი გახდება.

არსებობს კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლუიშ ნანი მონაკოს ფეხბურთელი გახდება. ამ ტრანსფერზე არ ვაკეთებ აქცენტს, რადგან ნანის წასვლით გუნდის შემადგენლობა რადიკალურად არ შეიცვლება.

როგორც ხედავთ, "იუნაიტედის" ნახევარდაცვაში სრული ქაოსია. შეუძლებელია წინასწარ განჭვრიტო მომავალი სეზონის შუა ხაზი. ფაქტია, დევიდ მოიეს ყველაზე დიდი სამუშაოს ჩატარება სწორედ ნახევარდაცვაში მოუწევს.

თავდასხმა

ნახევარდაცვასთან შედარებით, "იუნაიტედს" უკეთესი მდგომარეობა აქვს თავდასხმაში, თუმცა პრობლემები აქაც იჩენს თავს. უკვე ორი თვეა უეინ რუნის მომავალი კლუბში გაურკვეველია. ინგლისელი უკმაყოფილებას გამოთქვამს გუნდის ხელმძღვანელობის მიმართ. მისი აზრით, სერ ალექს ფერგიუსონმა მას დაუმსახურებლად აუგორა ჭორები და ამის გამო "იუნაიტედის" 10 ნომერი საჯაროდ მოითხოვს ბოდიშის მოხდას. ამის გარდა, ცნობილია, რომ უეინ პრობელემბი აქვს დევიდ მოიესთანაც, რომელსაც ის დღეს დილით შეხვდა კარინგტონის ბაზაზე. სამწუხაროდ ამ შეხვედრის დეტალები უცნობია.

უეინ რუნის გარდა, კლუბში კიდევ სამი ძლიერი თავდამსხმელია. მექსიკელი ხავიერ ერნანდესი, ინგლისელი დენი უელბექი და ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი. იმ შემთხვევაში, თუ უეინ რუნი დატოვებს კლუბს, "იუნაიტედის" ტაქიკის ორი შესაძლო ვარიანტი იბადება. ჩვენთვის კარგად ნაცნობი 4-5-1 და 4-4-2.

4-5-1 ტაქტიკით "იუნაიტედმა" უამრავი მატჩი ჩაატარა 2009/10 წლებში. მაშინ გამოკვეთილ ფორვარდად უეინ რუნი თამაშობდა, ხოლო მის უკან 5 ნახევარმცველი. თუ დევიდ მოიესი ამ განლაგებით ითამაშებს, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ გამოკვეტილი ფორვარდი რობინ ვან პერსი იქნება. მის უკან კი (ამჟამინდელი შემადგენლობით) სავარაუდოდ : ვალენსია/ზაჰა - კერიკი - კლევერლი - კაგავა - ნანი/იანგი ითამაშებენ. შესაბამისად ჩიჩარიტოსა და უელბექს კვლავ მოუწევთ შეცვლაზე თამაში.

4-4-2 ტაქტიკა დღევანდელ ფეხბურთში ყველაზე გავრცელებულია და უამრავი კლუბი იყენებს მას. "იუნაიტედიც" დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა ამ ტაქტიკით და შესაძლოა ეს ტრადიცია მომავალ სეზონშიც გაგრძელდეს. თუ დევიდ მოიესი ამ განლაგებას აირჩევს, მაშინ ნახევარდაცვაში კაგავასა და კლევერლის შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. თავდასხმაში კი ვან პერსი კვლავ შეუცვლელი იქნება, მეორე ფორვარდის პოზიციას კი ჩიჩარიტო/უელბექი გაინაწილებენ.

შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვაქვს უფლება ვივარაუდოთ, რომ დენი უელბექს ხშირად მიეცემა მოედანზე გამოსვლის საშუალება, თუ გუნდის ვინგერები კვლავ წარუმატებელ სეზონს ჩაატარებენ (ეს მოსაზრება უარყოფილი იქნება რონალდოს გუნდში დაბრუნების შემთხვევაში) . შარშან დენიმ ჩატარებული მატჩების უმეტესობა ვინგერის პოზიციაზე გაატარა და საქმეს არც თუ ისე ცუდად გაართვა თავი. თუ დენიმ ამ პოზიციაზე განაგრძო თამაში და მოიესი 4-4-2 ტაქტიკით გავა მოედანზე, მაშინ ფაქტია ხავიერ ერნანდესი იქნება მეორე ფორვარდი და ვან პერსის შეუწყვილდება.

ჯერ-ჯერობით უეინ რუნი "მანჩესტერის" ფეხბურთელია და მისი გუნდიდან ამოწერა არ იქნება სწორი. ძალიან კარგი იქნება, თუ უეინი გუნდში დარჩება, რადგან რონალდოს და ტიაგოს გადმოსვლის შემთხვევაში "წითლები" ევროპის უძლიერეს კლუბად იქცევა, როგორც ეს აქამდე იყო. რონალდოს, ვან პერსის, ტიაგოსა და რუნის ოთხეული მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შეტევის ხაზსს შექმნის.

რა თქმა უნდა, სასურველია, რომ უეინის მომავალი ძალიან მალე გაირკვეს, რადგან "იუნაიტედის" ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება და ამ ეპოქას ღირსეული დასაწყისი ჭირდება. ამისთვის კი საჭიროა სათანადო მომზადება და გუნდის შემადგენლობის ამ ზაფხულსვე ჩამოყალიბება. მითუმეტეს, რომ აგვისტოში ორი ურთულესი მატჩი გველის "ჩელსისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ.

სავარაუდო შემადგენლობა, იმ შემთხვევაში თუ ყველა სავარაუდო ტრანსფერი განხორციელდება, ასეთი იქნება


რას უნდა ველოდეთ 2013/14 წლებში "იუნაიტედისგან" ! (მეორე  ნაწილი)


მეორე ნაწილის დასასრული.
ავტორი : დიმა სანაია

რას უნდა ველოდეთ 2013/14 წლებში "იუნაიტედისგან" ! (პირველი ნაწილი)
სტატიები
19 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
3 ივლისი 2013 17:49
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვა ვა ვა როგორც იქნა. წავიკითხავ და შეგიფასებ ბრატ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: DimaSanaia
3 ივლისი 2013 17:52
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
VaRdo,
love love love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№3
ავტორი: VaRdo
3 ივლისი 2013 18:13
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ერთნი ამბობენ, რომ ტიაგო ალკანტარას "იუნაიტედში" გადაბარგება არ იქნება მომგებიანი "მანჩესტერელებისათვის", რადგან სამ-ოთხ წელიწადში ალკანტარა ბარსელონაში დაბრუნებას მოითხოვს, როგორც ეს ფაბრეგასის შემთხვევაში მოხდა.


აქ უნდა დაგეწერა ვარდო ამბობს ............. wink

საღოლ გეთანხმები ყველაფერში ბრატ : ))) ეს შემადგენლობა რომ დაიდოს მოვიდეს ვინც გინდა love მაგრამ არარეალურია სამწუხაროდ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: DimaSanaia
3 ივლისი 2013 18:14
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
VaRdo,
უცხოურ საიტებზეც ვნახე ბევრჯერ ეგეთი კომენტარები. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№5
ავტორი: VaRdo
3 ივლისი 2013 18:17
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: DimaSanaia
უცხოურ საიტებზეც ვნახე ბევრჯერ ეგეთი კომენტარები.


უცხოურიც მე ვარ სანდოც მე ვარ და ექსპერტიც მე ვარ. ამას ხშირად ვმჩნევ wink რამდენჯერ მითქვია ისეთი რაღაც რაც ფერგიუსონს გაუმეორებია მერე ინტერვიუში love ეხლა მე და მოიესის ხედვებცი თუ დამეთხვევა ხო ვაფშე მაგარი იქნება wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: DimaSanaia
3 ივლისი 2013 18:18
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
VaRdo,
derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№7
ავტორი: mindo_96
3 ივლისი 2013 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 191
რონალდოო თუ გადმოვიდა მერე არც ტიაგო გვინდა და არც ბეინსი.პასიი მიეციი ან შეაგდებს ან საგოლე პას გააკეთებს wink
0
№8
ავტორი: MAGNIFICENT 7
3 ივლისი 2013 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
რონი გადმოვიდეს და დანარჩენები არც მაინტერესებს

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

“პელემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მიწოდა. ეს ყველაზე ცუდი დღეა ჩემს ცხოვრებაში…” - ჯორჯ ბესტი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№9
ავტორი: BERDI
3 ივლისი 2013 19:13
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ დიმდა საღოლ ძალიან მაგარია. ესეთი შემადგენლობა დაგვხატავდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№10
ავტორი: NeymaR
3 ივლისი 2013 19:22
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
საღოლ ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top