კრიშტიანო რონალდომ კვლავ მიანიშნა გულშემატკივრები ინგლისში შესაძლო დაბრუნებაზე. პორტუგალიელმა თავის ბოლო ინტერვიუში დასძინა, რომ ინგლისური ფეხბურთი ენატრება.
პორტუგალიის კაპიტანმა "ოლდ ტრაფორდზე" 6 წელი გაატარა, შემდგომ კი მადრიდის "რეალში" 80 მილიონ ფუნტად გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შესაძლებლობა მანჩესტერში დაბრუნებისა, რონიმ ინტერვიუში ესპანური ფეხბურთი მოიწონა.
"მე ნამდვილად მენატრება ინგლისური ფეხბურთი. იუნაიტედი ჩემს გულშია და ეს კლუბიც ძალიან მენატრება, მაგრამ ახლა ესპანეთში ვცხოვრობ. მომავალში არავინ იცის რა მოხდება, თუმცა ახლა ესპანური ფეხბურთი მომწონს"._განაცხადა რონალდომ Sky Sports_თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთას ერთმანეთს დევიდ მოიესი და რუნი ხვდებიან. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება, დატოვებს თუ არა ინგლისელი ფორვარდი გუნდს.