ინგლისური პრესა The Dailymail-ი იტყობინება, რომ უეინ რუნი დღეს დილით დევიდ მოიესის შესახვედრად "კარინგტონში" მივიდა.
ასევე ამბობენ იმასაც, რომ 27 წლის ინგლისელი თავდამსხმელი ერთობ ცუდ ხასიათზე იყო...
ინგლისური პრესა The Dailymail-ი იტყობინება, რომ უეინ რუნი დღეს დილით დევიდ მოიესის შესახვედრად "კარინგტონში" მივიდა.
ასევე ამბობენ იმასაც, რომ 27 წლის ინგლისელი თავდამსხმელი ერთობ ცუდ ხასიათზე იყო. მოკლედ დღეს შედგება მათი მოლაპარაკებები და საბოლოოდ გადაწყდება "შრეკის" ბედი.
უეინი თავის "რეინჯ-როვერით" კლუბის ბაზაზე მიდის
ეს კი დევიდ მოიესი, რომელიც თავისი "შევროლეტით" რუნისთან შესახვედრად "კარინგტონისკენ" მიიწევს...
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანმა ცენტრალურმა დამცველმა, - რიო ფერდინანდმა რუნის კლუბში დარჩენისკენ მოუწოდა...
რუნი ამბობს, რომ მისი და სერ ალექს ფერგიუსონის ურთიერთობა, გასულ სეზონში გაფუჭდა. რის შემდეგაც თვით ფერგიუსონი ამბობდა, რომ უეინმა ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა. თუმცა დევიდ მოიესი კატეგორიულად წინააღმდეგია "შრეკის" გაშვებისა, თავად ფეხბურთელმა კი იმდღეს განაცხადა, თუ ხელფასს არ დამიკლებთ და სათადარიგოთა სკამზე არ დამსვავთ, მაშინ კლუბს არ გამოვიცვლიო.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამ კვირის ბოლოს ჯერ აზიაში, ხოლო შემდგომ ავსტრალიაში მიემგზავრება წინასასეზონო ტურნეზე და ვნახოთ, დაიყოლიებენ თუ არა უეინს. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმლით ორი ლონდონური კლუბი "არსენალი", "ჩელსი" და ერთი ფრანგული კლუბი "პარი სენ ჟერმენი" ინტერესდება, რომელიც £ 35 მილიონს იხდის.
წყარო: dailymail.co.uk