ეზეკილ გარაი უკვე შეთანხმებულია ,,მანჩესტერ იუნაიტედთან'' და კარიერას სავარაუდოდ ,,იუნაიტედში'' გააგრძელებს. იგი მზადაა გადადგას რამოდენიმე ნაბიჯი მის კარიერისთვის და ახალ კლუბს დახმარება გაუწიოს.
ეზეკილ გარაის შემცვლელი ,,ბენფიკამ'' უკვე მოძებნა და ეს 23 წლის ცენტრალური მცველია.
,,ბენფიკამ'' უკვე მიაღწია არგენტინელ 23 წლის მცველთან - ლისანდრო ლოპესთან გარიგებას და ისიც სავარაუდოდ, კლუბს გამოიცვლის.
23 წლის მცველი, მუშაობდა სხვადასხვა კლუბებში, ასევე ,,არსენალშიც'', რომელშიც მან დიდი გამოცდილება მიიღო და ეხლა მზადაა ჩანააცვლოს ეზეკილ გარაი.
"მე მჯერა ჩემი უნარის და მზად ვარ ეზეკილ გარაის ჩანაცვლებისთვის. ,,არსენალში'' 3 დადებითი წელიწადი გავატარე და საჭირო გამოცდილებაც მივიღე. ახლა ვაპირებ, ჩემი კარიერა ევროპულ ლიგაზე გავაგრძელო და ზუსტად ეს დამეხმარება დავბრუნდე ეროვნულ ნაკრებში."
"მე ჯერ 23 წლის ვარ და ყველაფერი სწრაფად შეიცვალა ჩემს კარიერაში.ახლა უნდა დავწყნარდე და შევინარჩუნო ჩემი ფორმა." - დაასრულა არგენტინელმა მცველმა.