23 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 გაიმართება "იუნაიტედსა" და "ბრაგას" შორის დაპირისპირება. "ბრაგას" მწვრთნელის ჟოზე პესეიროს განცხადებით, შეუძლებელი არაფერია და თუ მათ რაიმის მიღწევა უნდათ პირველ რიგში "იუნაიტედის" დამარცხება უნდა შეძლონ. ჟოზე პესეიროს სიტყვებს ციტირებს "სქაისპორტი": "2008 წელს მე მიწვეული ვიყავი მოსკოვში, როდესაც "იუნაიტედმა" "ჩელსი" დაამარცხა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მე პირველად ნანის და ფერგიუსონს შევხვდი, მაშინ განიხილებოდა ნანის გაყიდვა და ჟირკოვის ყიდვა, თუმცა ფერგი გადაარწმუნეს და სწორედაც მოიქცა." "მე მოსკოვში 4-5 დღე გავჩერდი ოჯახთან ერთად, ჩემს ხარჯებს იხდიდა "იუნაიტედი", როგორც საპატიო სტუმარს და ამ 4-5 დღის განმავლობაში ჩვენ ერთად ვზეიმობდით, თუმცა სამშაბათს მე და ჩემი კლუბი ერთად ვიზეიმებთ, მანჩესტერში, როდესაც "იუნაიტედს" დავამარცხებთ." დაასრულა "ბრაგას" მწვრთნელმა ჟოზე პესეირომ.