"მილანისა" და "ჩელსის" ყოფილმა ფორვარდმა ანდრეი შევჩენკომ, კრიშტიანოს მადრიდში დარჩენისკენ მოუწოდა.
პორტუგალიელი ვარსკვლავი პრესის ყურადღების ქვეშ სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე მოექცა და მასზე საუბარი ამ დრომდე არ წყდება. სხვადასხვა გამოცემები რონალდოს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ.
თუმცა, შევჩენკოს მიაჩნია, რომ რონალდო შეცდომას დაუშვებს თუ მადრიდის "რეალს" დატოვებს.
"ვერ ვხვდები თუ რატომ უნდა კრიშტიანოს წასვლა. როდესაც მადრიდში ხარ, აქედან არასდროს არ უნდა წახვიდე. აქ თამაში აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელს მოსწონს. ვფიქრობ, რომ სხვაგან უკეთესი კარიერა არ გელოდება".-განაცხადა უკრაინელმა.