ჰოლანდიელი ნახევარმცველი "ოლდ ტრაფორდზე" შესაძლოა 18 მილიონ ევროდ გადავიდეს. სწორედ კევინზეა დამოკიდებული განხორციელდება თუ არა ტრანსფერი. "იუნაიტედში" გადასვლის საკითხს მას შემდეგ განიხილავს რაც საზაფხულო შესვენებიდან დაბრუნდება, წერს Sports Direct News.
სტროტმანმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 21 წლამდელთა ჩემპიონატში, სადაც "იუნაიტედის" სკაუტებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეჭვი არავის ეპარება, რომ მასში გადახდილი 18 მილიონი ევრო გადაყრილი არ აღმოჩნდება.
კევინი "იუნაიტედის" სამიზნე წინა წლებშიც იყო. სერ ალექსი ახლოს იყო სტროტმანის შეძენასთან, თუმცა შოტლანდიელმა გადაიფიქრა და 1 წლით დაცდა არჩია. ალექსის გზას გაყვა დევიდ მოიესიც და "ეშმაკების" ახალ მწვრთვნელს ჰოლანდიელი ნახევარმცველის შეძენა სურს. იგი იმედოვნებს, რომ ტრანსფერი ამ ზაფხულს განხორციელდება.
თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ჰოლანდიელთან ერთად "მანჩესტერ იუნაიტედში" ტიაგო ალკანტარაც მოვა. "ეშმაკები" ტიაგოში 15 მილიონს იხდიან, თუმცა "ბარსა" ცდილობს დაარწმუნს ესპანელი, რომ მომავალ სეზონში მეტ სათამაშო დროს მიიღებს.