დღეს გახდა ცნობილი, რომ ლონდონის "ჩელსის" ელ შაარავის ყიდვა სურს. ჟოზე მოურინო პირადად ხელმძღვანელობს ტრანსფერს და 20 წლის ფეხბურთელში მზად არის 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. ფარაონით "რეალი", "პსჟ", "არსენალი", "სიტი" და "მონაკოც" ინტერესდებიან. წყარო: The Express
"იუნაიტედი" ხელფასის გაუსამმაგებს ტიაგოს...
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ტიაგო ალკანტარას შეთავაზებული ხელფასი გაუსამმაგოს. როგორც ჩანს დევიდ მოიესი ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ ესპანელ ვარსკვლავს "ოლდ ტრაფორდზე" იხილავს. "ეშმაკები" ტიაგოში 15,4 მილიონ ევროს იხდიან. წყარო: The Metro
სტორტმანს "იუნაიტედში" კიდევ ერთი წლით ვერ ვიხილავთ...
ამავდროულად, კევინ სტროტმანი რომლითაც "მანჩესტერი" ინტერესდება, ჰოლანდიაში კიდევ ერთი სეზონი დარჩება. წინა სეზონში კევინის შეძენას სერ ალექსიც ცდილობდა, თუმცა შეთანხმებას მაშინაც ვერ მიაღწიეს. "პსვ"_ს სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ სტროტმანის გაშვებას არ აპირებენ და იგი კიდევ ერთ სეზონს გაატარებს ჰოლანდიაში. წყარო: The Metro
ტომ ინსი "კარდიფში"?
როგორც ჩანს ტომას ინსი გუნდს გამოიცვლის და ახალ სეზონს "კარდიფის" რიგებში დაიწყებს. გარემარბის ფასი 8 მილიონი ევრო გახლავთ, თუკი ინსის ტრანსფერი განხორციელდება "ლივერპული" თანხის 50%_ს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ინსი 2011 წელს ლივერპულიდან იქნა გაყიდული.Mirror Football
რუნის ისევ "ჩელსის" უკავშირებენ...
"ჩელსი" მზად არის რუნიში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, იმ შემთხვევაში თუ ინგლისელს "ოლდ ტრაფორდის" დატოვება მოუნდება. უეინს სხვა კლუბებსაც უკავშირებენ, თუმცა 27 წლის ინგლისელის შეძენაში ყველაზე მეტად ლონდონური გუნდი აქტიურობს.წყარო: The Telegraph.
სიახლეები, ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.