თბილისი:
მანჩესტერი:
2-07-2013, 10:52
ავტორი: love united,
ნანახია: 2204,
კომენტარები: 9
ფელანი:"ალბათ რუნის ახალი გამოწვევა სურს"
მაიკ ფელანი, რომელიც ახლახანს წავიდა კლუბიდან, საუბრობს უეინ რუნის შესახებ...
ფელანი:
სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილმა დამხმარემ მანჩესტერში, მაიკ ფელანმა, რომელმაც ახლახანს დატოვა კლუბი ინტერვიუ მისცა რადიოხაზ BBC Radio 5-ს.მან ისაუბრა უეინ რუნის შესაძლო წასვლაზე კლუბიდან."უეინი თამაშობს საუკეთესო კლუბში, რომელშიც შეგიძლია წარმოაჩინო შენი შესაძლებლობები.რატომ უნდა სურდეს მას წასვლა?ერთადერთი, რის გამოც შეიძლება მან "იუნაიტედი" დატოვოს, ეს ახალი გამოწვევებია.შეიძლება რუნი ფიქრობს, რომ ამჟამინდელ გუნდში ამ ყველაფრის საშუალება არ ექნება.სიტუაცია საკმაოდ რთულია.თუ ადრე ინგლისელის ასეთ განცხადებებს გამოუცდელობას მივაწერდით, ახლა იგივეს ვეღარ ვიტყვით.რათქმაუნდა, ახლა იქნება მოლაპარაკებები, შეკრებები და ყველაფერი გადაწყდება."

"17 წლის ასაკიდან ის იმყოფება უდიდესი ზეწოლის ქვეშ,შესაძლოა ის ახლა ცდილობს გაექცეს ამ ყველაფერს.რამდენიმე მატჩში ის თავის თავს არ გავდა, მაგრამ ის არც პირველი და არც უკანასკნელი მოთამაშეა, რომელსაც ჩავარდნები აქვს.ზოგჯერ ასეთ სიტუაციებში უნდა დაეხმარო ადამიანს, ზოგჯერაც პირიქით-უნდა გამოიყენო ეს სიტუაცია.ახლა უენს ასეთი რეაქცია ჰქონდა, როგორიც ალბათ საჭიროდ ჩათვალა.პასუხი კი საინტერესო უნდა იყოს, მაგრამ პროგნოზების გაკეთებას არ ვაპირებ.

"ყველა მოთამაშეს უნდა წინსვლა.ეს მას ყოველთვის შეუძლია.მე 2010 წლის სიტუაციას ვგულისხმობ, როდესაც რუნიმ ვიღაცის რჩვევა მოისმინა, შემდეგ გააკეთა საბედისწერო ზარი მწვრთნელთან.ისინი შეხვდნენ ერთმანეთს.სერ ალექს აინტერესებდა, თუ რატომ სურდა უეინს კლუბის დატოვება?პრესკონფერენცია, რომელიც მაშინ ფერგიუსონმა გამართა, გავდა მელოდრამას.მას არ სურდა ამ ბიჭის გაშვება დიდი ფულის სანაცვლოდ.იმ დროს უეინი იყო მოთამაშე, რომელსაც შეეძლო შეეცვალა "იუნაიტედი".


და ბოლოს, როდესაც მაიკ ფელანს დაუსვეს კითხვა, დაბრუნდება თუ არა კრიშტიანო რონალდო "ოლდ ტრაფორდზე" მან შემდეგი პასუხი გასცა:"კომენტარების გარეშე".ეს განცხადება უთუოდ გამოიწვევს ახალ ჭორებს პორტუგალიელის ტრანსფერთან დაკავშირებით.

წყარო:manutd.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: love united
2 ივლისი 2013 10:54
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მაგრად ფელან...მაგარი კაცი ხარ.. love

რონალდოზე რაც არ უნდა ეთქვა ყველაფერი გამოიწვევდა ჭორებს... wink
0
№2
ავტორი: Tsuki
2 ივლისი 2013 11:18
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
იმედია რუნი არ დატოვებს იუნაიტედს და ბოლომდე იქნება გუნდის გვერძე, ხოლო რაც შეეხება რონალდოს იმედია იგი ამ ზაფხულს დაბრუნდება მაგრამ მე მაინც ბეილი მირჩევნია და მინდა რონალდოს მაგივრად კლუბში ბეილი მოვიდეს :)
0
№3
ავტორი: ლადო
2 ივლისი 2013 11:22
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ფელანი love მაგარი კაცია ძალიან და მაგრად მეწყინა ამის წასვლა...რუნიჩკა არსად აღარ მიდის და ჩვენია, ვსო...
0
№4
ავტორი: rooney-10
2 ივლისი 2013 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
აუ ფელანის წასვლაც მეწყინა.არსად მიდის რუნი რას ნერვიულობ manutd
0
№5
ავტორი: Jubo
2 ივლისი 2013 13:25
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
რავი დეილი მეილს თუ დავუჯერებთ რუნის წელს ტრანსფერზე დაყენება არც მოუთხოვია. თუ მასეა ფერგის რაში დაჭირდა ის განცხადება?
მალე გაირკვევა ყველაფერი, ერთი 5 წლიანი გააფორმოს მეტი არაფერი არ მინდა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№6
ავტორი: Shako Jones
2 ივლისი 2013 13:53
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ააუუუუ რა ცუდია ეს კაცი რო აღარ იქნება იუნაიტედში
0
№7
ავტორი: Amanda Seyfried
2 ივლისი 2013 14:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
არწავა, აი დაინახავთ
0
№8
ავტორი: NeymaR
2 ივლისი 2013 14:29
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
2010 წელს რუნი 50 ღირდა და ახლა 20 ღირსს? სისულელეა რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№9
ავტორი: Z A C K™
2 ივლისი 2013 14:35
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
გეგონება ფეხმძიმედაა და მიზეზობა აქვსო ცოლის არ იყოს (კი გააჩინა მარა მაინც) wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top