სერ ალექს ფერგიუსონი გამოტყდა, რომ ტრამვირეებული მცველები კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი ორ-სამ კვირაში უკვე სრულყოფილად შეძლებენ გუნდში დაბრუნებას.
2012/13 სეზონის დასაწყისში ეს ორი ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი მოულოდნელად დაიმტვრა და "წითელი ეშმაკუნები" ორი ცენტრალური მცველის ამარა დატოვა.
სერ ალექსმა წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე ორი სიტყვა ტრამვირებულ მცველებზეც თქვა.
“კრის სმოლინგმა დღეს დილით უარენ ჯოისის რეზერვებთან ერთად ივარჯიშა, - განაცხადა სერ ალექსმა.
“ის რამდენიმე დღეა რაც მათთან ერთად ვარჯიშობს. მას ჩვენ ჯერ ძალიან არ ვტვირთავთ და ის თავისუფალ სავარჯიშო სესიებს გადის. სასიამოვნო ამბავი ის არის, რომ იგი ძალიან ახლოსაა დაბრუნებასთან. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
“ორშაბათს სავარაუდოდ ფილ ჯონსი უკვე დაიწყებს სრულად ვარჯიშს. ორივე ალბათ ორ-სამ კვირაში დაბრუნდება და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ისინი დაბრუნებასთან უკვე ძალიან ახლოს არიან."