დღეს დილის 8 საათზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელი დევიდ მოიესი თავის შევროლეტით კლუბის ბაზაზე მივიდა. მოგეხსენებათ, შოტლანდიელმა სპეციალისტმა "ევერტონიდან" თან წამოიყვანა სამივე თანაშემწე - მეკარეების მწვრთნელი კრის ვუდსი და ორი ასისტენტი სტივ რაუნდი და ჯიმი ლამსდენი. აგრეთვე დევიდი უეინ რუნისაც შეხვდა და მცირეოდენი მოლაპარაკებების შემდეგ უთხრა, რომ მის გაშვებას არავითარ შემთხვევაში არ აპირებს. როგორც The Dailymail-ი ავრცელებს ინფორმაციას, ინგლისელ თავდამსხმელს მოუთხოვია, რომ ოღონდ ხელფასი არ დამიკლოთ, სათადარიგოთა სკამზე არ დამაყენოთ და კლუბში უვნებლივ დავრჩებიო.